მთავარი » 2011 ნოემბერი 18 » `მართლმადიდებელი აპოლოგეტის~ კომენტარი:
3:21 PM `მართლმადიდებელი აპოლოგეტის~ კომენტარი: | |
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევის აუცილებლობა. მსოფლიო კრებები არ მოიწვევოდა მხოლოდ მოწვევისათვის, რაღაც აუცილებლობის აღსრულებისა და, როგორც ამას მისი უახლოეს დროში მოწვევის მომხრეები მიიჩნევენ, მთელი ეკლესიის რეგულარული შეხვედრებისათვის. მსოფლიო კრებები უკიდურესად იშვიათი მოვლენა იყო და მოიწვევოდა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი სერიოზული მწვალებლობის გაჩენის შემთხვევაში, რომელიც არყევდა ეკლესიას მსოფლიო მასშტაბით. კრება არასდროს არ იყო ეკლესიის მართვის მუდმივი ორგანო. ამას გარდა ის საკითხები, _ კალენდარის საკითხი, სამღვდელოების მეორედ ქორწინების დაშვება, მარხვების შემცირება და ა.შ., _ რომელთა დაყენებასაც ცდილობენ დაგეგმილ კრებაზე, და ისიც, თუ როგორ უნდათ ეს საკითხები გადაწყვიტონ, მოწმობენ მხოლოდ ეკლესიის გახლეჩის ხაზზე, მისი კანონიკური და ლიტურგიკული ერთობის მოშლაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი ხაზის გატარება წამოიწყო ისეთმა პიროვნებამ, რომელმაც თავი შეირცხვინა, როგორიც იყო პატრიარქი მელეტი მეტაკსასისი. სწორედ მსგავსი საკითხები წამოწიეს პირველად სრულიად მართლმადიდებელთა ცრუ-კონგრესზე 1923 წ. კონსტანტინოპოლში. მაშინ ახალი კალენდრის უხეშმა და ძალადობრივმა შემოტანამ დაარღვია ეკლესიის ერთობა, გამოიწვია მასში დაუსრულებელი შფოთი და განხეთქილებები. აი, თუკი პატრიარქი კირილე, როგორც ეს გაკეთდა 1948 წ. სრულიად მართლმადიდებელთა შეკრებაზე მოსკოვში, მოუწოდებდა ძველ იულიუსის კალენდარზე დაბრუნებისაკენ და მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. კანონებში ერთობისაკენ, მაშინ ასეთი კრების მოწვევა და გამართვა კიდევ შეიძლება რაღაცით ყოფილიყო გამართლებული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |