მთავარი » 2011 სექტემბერი 12 » აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა
8:58 PM აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა | |
აზიელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამბობს: ის ჩვენიანია, იგი აზიელია, მეუდაბნოე, მლოცველი, ბრძენი და სასწაულმოქმედი. ევროპელი, რომელიც ქრისტეს სახარებას კითხულობს, ამტკიცებს: ის ჩვენიანია, ევროპელია, მოღვაწე, ადამიანთა დაუზარებელი შემწე, დამხმარე, ჰუმანისტი. მაინც ვინ არის ქრისტე? აზიელი თუ ევროპელი? აღმოსავლელი თუ დასავლელი? ჭეშმარიტად, ერთიცა და მეორეც, იგი აღმოსავლელიცაა და დასავლელიც, ამ სიტ-ყვათა უმაღლესი გაგებით. მთელი დედამიწა, მისი ყველა კუთხე მას ეკუთვნის. *** პოლითეისტურ აღმოსავლეთს უჭირს ირწმუნოს ადამიანის, მატერიალისტურ დასავლეთს უჭირს ირწმუნოს ღმერთის. იესო ადამიანს განასახიერებს, ქრისტე - ღმერთს. ორი ბუნება - ერთი ჰიპოსტასი. დასავლეთი იოლად აღიარებს კაც იესოს და მას დიად ადამიანთა პანთეონში მიუჩენს ადგილს. აღმოსავლეთი აღიარებს ღმერთ ქრისტეს და ამავე დროს ვერ გრძნობს კაცი - იესოს საჭიროებას. მაგრამ კაცობრიობის მაცხოვარი ღმერთიცაა და კაციც. იესო ქრისტე აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას. როდესაც აღმოსავლეთზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს შინაგანად განყოფი-ლი დიდი სახლი, ხალხთა ორი განსხვავებული ჯგუფი: მაჰმადიანები და ბრაჰმა - ბუდისტები. მათი მოსალოცი ადგილებია მექა, ბენარესი და ტიბეტი. ეს ორი ჯგუ-ფი აღმოსავლეთის ძირითად არსსა და სიღატაკეს განასახიერებს. როცა დასავლე-თზე ვსაუბრობთ ,მხედველობაში გვაქვს ისევ თავისთავში, შინაგანად განყოფილი სახლი, საუბარია პაპიზმსა და ანტიპაპიზმზე (რაც პროტესტანტიზმის სხვადასხვა-გვარ ფორმაშია გამოხატული). ეს დასავლეთის ხალხთა ორი ძირითადი გზაა, ორივე მცდარი. ქრისტე ამგვარ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა დგას. ბალკანელი ქრისტე ბალკანელი ქრისტე - ეს იგივეა, რაც იერუსალიმელი, სინელი, რუსი ან ოდესღაც ევროპე-ლი, ბალკანელი ქრისტე ეს არის - ქრისტე ბალკანეთში, ბალკანეთის ცხოვრებისეულ დრამაში, ბალკანულ სამოსში, ბალკანურ სიმღერასა და სიმბოლი-კაში, ბალკანურ ოხვრა-სა და ცრემლში, სისხლიან საფლავებში, ბალკანურ აღდგომაში. იგი განსახიერდა ყველა ბალკანელ წმინდანში. განუსაზღვრელია მათი რიცხვი. ესაა წამებულთა არმია სალონი-კიდან დუნაის მეორე ნაპირამდე და ლურჯი ზღვიდან შავ ზღვამდე. ესაა მართლმადი-დებელ წმიდა სულთა მრავალ-მილიონიანი არმია, რომელთაც ვერ დაიტევს ვერცერთი მიწიერი კალენდარი, ისინი მხოლოდ ზეციურ კალენდარში- საუკუნო ცხოვრების წიგნში ჩაიწერნენ. ყველა მათგანი წმინდა ჯვრის მტერთა მიერაა შეგინებული, ფურთხით გასვრილი და განგმირული ისე, როგორც ქრისტე ებრაელთა ხელით. ყველა მათგანი საკუთა-რი გოლგოთის გზას მიუყვებოდა თავზე ეკლის გვირგვინით, საყოველთაო სიძუ-ლვილში გახვეული, ყველა მათგანმა სიკვდილის კარიბჭე განვლო როგორც უკა-ნასკნელმა, იქ კი ქრისტეს კურთხეულმა ხელებმა მიიღო, როგორც უპირველესნი. ქრისტეს სახელით იყვნენ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ქრისტეს სახელით დაამარცხეს აღმოსავლეთი და დასავლეთი, აღმოსავლეთი - თურქული ისლამისა და მონღოლური მრავალღმერთიანობის სახით, დასავლეთი - ერეტიკული პაპიზ-მის სახით. გოლგოთაზე თავს ჯალათებზე ამაღლებულად გრძნობდნენ. აღმოსავ-ლელი ჯალათების წინაშე - აღმოსავლეთზე მაღლა, დასავლელთა წინაშე დასავ-ლეთზე მაღლა და არცერთ მათგანს არ უფიქრია დედამიწის გეოგრაფიაზე, რათა ეთქვათ:ჩვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვართ, არამედ თავიანთ აზრებ-სა და გულს ზეცისკენ მიმართავდნენ, იმ მარადიული ჭეშმარიტებისკენ, რომლის-თვისაც ეწამებოდნენ და მთელი არსებით მაღლდებოდნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. ანგარებისმოყვარენი და მოტყუებულნი მთა ჭიანჭველების ბუდეზე დიდია, ღვთის ძალა- ადამიანისაზე. ამას უღრუბლო დღეებში ყველა აღიარებს, მაგრამ როცა ადამიანთა ფეხები თუ ცხენის ფლოქვები აამტვერებენ გზას, ბევრი ბრმავდება და შიშისგან ადამიანის ძალას ღვთის ძალაზე მეტად აფასებს.. იგივე შეემთხვათ სერბებს, რომლებიც კოსოვოს ბრძოლის შემდეგ გამუსლიმანდნენ. მხოლოდ თავადი ლაზარე არ წაბორძიკებულა და თავის ხალხთან ერთად გადაიტანა ყველა განსაცდელი, რათა შემდეგ ღვთისაგან უდიდესი სასყიდელი მიეღო . მრავალმა სერბმა მებატონემ დაივიწყა ქრისტეს წინასწარმეტყველება- ,,დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან," დახარბდნენ სიმდიდრეს, სიამტკბილობასა და ყველა ამქვეყნიურ სიცრუეს. ჯვრები ჩამოგლიჯეს თავიანთ სახლებს და ჩალმები დაიხურეს თავზე. ასე მცირედისათვის გაიხანგრძლივეს მიწიერი სიცოცხლე და ფეხით გათელეს თავიანთი ღირსება. იმავე გზით წავიდნენ, რომლითაც გათურქებული ბულგა-რელები და ბერძნები. *** კოსოვოს დაცემიდან 70 წლის შემდეგ სერბეთი სრულიად დამორჩილდა აღმოსავ-ლეთის ერეტიკოსებს. მეორე აჯანყებიდან 70 წლის შემდეგ კი დასავლეთის ერეტიკოსთა უღელქვეშ მოექცა ჩვენ იდეურ უღელს ვგულისხმობთ- სულიერს, ინტელექტუალურს, მორალურს, პოლიტიკურსა და კულტურულს. *** მრავალი ტანჯვა დაითმინა სერბეთის საღვდელოებამ და გლეხობამ, რადგან მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ ერეტიკულ დასავლეთს. სამღვდელოებას "რუსოფილებსა" და"შავრაზმელებს" უწოდებდნენ. გლეხობას - გაუნათლებელ ბრბოს. მათ ასე მხოლოდ "ნემჩურა" როდი მოიხსენებდა, არამედ შუმადიის შვილებიც, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს. პირველები, შეიძლება ითქვას, უწყინარი კრავები არიან მეორესთან შედარებით. სწორედ ესენი შეადგენენ დასავლური ,,კულტურის ," ,,განათლების,". პროგრესის, აგენტების ცოფიან ხროვასა და უღმერთო ურდოებს. ,,გათურქებულთაგან"განსხვავებით დასავლელები ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ. ყველაფერ სერბულს უკუაგდებდნენ, ხოლო ყველაფერი თურქული სძულდათ. არც კი იცოდნენ რაა სერბული და რაა თურქული. დასავლელ ვაჭართა ვიწროშუბლიანი ,,კომივოიაჟორები" თვით ვუკ ბრანკოვიჩზე დიდი მოღალატენი. დემონის შიში და ცეკვა დემონებთან აღმოსავლეთი უფრთხის დემონებს,დასავლეთი დემონებთან ფერხულს მართავს. მილიონობით აღმოსავლელი თვალყურს ადევნებს თავის ყოველ ნაბიჯს,რათა შემთხვევით არ შეეხოს დემონს. დემონი იქ არავის უნახავს, მაგრამ მათ არსებობას ყოველდღიურად და ყოველ წუთს შეიგრძნობენ. დასვლეთი გამოგონებათა ქვეყანაა. გამომგონებლობასთან ერთად დასავლეთმა დემონთა არსებობაც აღმოაჩინა და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა კიდეც. მაგრამ რადგანაც დასავლეთი არასოდეს აღიარებს ჭეშმარიტებას, ამ აღმოჩენასაც სპირიტიზმის სექტაში მიუჩინეს ადგილი. სპირიტები ამაყობენ იმით , რომ შეუძლიათ ისაუბრონ სულებთან, აღტაცებულნი არიან მათთან კავშირით, სიხარულით ცეკვანენ და არც ეჭვობენ, რომ მათ ფერხულს სატანა მართავს. *** აღმოსავლეთს არ სურს კეთილი სულების აღიარება, დასავლეთს არ შეუძლია განასხვავოს კეთილი და ბოროტი სულები. აღმოსავლეთი ბოროტი სულებისაგან თავს განუწყვეტელი მსხვერშეწირვით იცავს,ქვისა თუ ხის კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვით. სპირიტული დასავლეთი კი ნებდება ყოველ სულს, რომელიც მედიუმის ან მოქანავე მაგიდის მეშვეობით წარმოჩინდება და სრულ ნდობას უცხადებს მას. *** უზარმაზარი აღმოსავლეთი დემონებს ემონება, სპირიტული დასავლეთი-ასევე. ამგვარად, ორივე ჰემისფეროზე მეფობს დემონოკრატია, რომელიც ეწინაამღდე-გება მართლმადიდებლობას ზოგადად და კერძოდ-ბალკანეთს. ჩნდება კითხვა: გვსურს ვიყოთ ამ ორ დემონოკრატიას შორის? არა, არავითარ შემთხვევაში ,,შორის”, არმედ მხოლოდ მათზე მაღლა.ჩვენ ვიცით, რომ არცებობს სულთა სამყარო,რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი სულები, მაგრამ არსებობს ღმერთი - განუზომლად აღმატებული ყველა სულზე. ქრისტესა და ყოვლად-წმინდა ღვთისმშობლის სახელით, პირჯვრის გამოსახვით ჩვენ განვდევნით ბოროტს, ხოლო ლოცვით მოვუხმობთ კეთილ სულებს, ნათლის ანგელოზებს, რომლებიც გვიცავენ და შეგვეწევიან. *** და როგორც მაცხოვარი ჩვენი ამაღლდა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე, ჩვენც ვცდილობთ, არ გავისრისოთ მათ შორის, არამედ დავდგეთ აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |