მთავარი » 2011 სექტემბერი 12 » დარვინიზმის შესახებ
10:30 PM დარვინიზმის შესახებ | |
ერთი რამ თავიდანვე უნდა ითქვას: თანამედროვე მეც- ნიერებაში უამრავი თეორია და ჰიპოთეზა არსებობს, არა მარტო განსხვავებული ერთმანეთისაგან, არამედ დიამეტრუ- ლად საწინააღმდეგოც. ამიტომ დარვინის თეორია უბრალოდ ერთ-ერთი მრავალთაგანია (თანაც მას არც კი გააჩნია რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულებანი), მაგრამ ამასთან _ ყველაზე გავრცელებულიც. რაში მდგომარეობს დარვინიზმის პრინ- ციპი? ბუნებაში განუწყვეტელი ბუნებრივი შერჩევა მიმდინ- არეობს. არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორ- განიზმები ახერხებენ გადარჩენას, გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები და სუსტები კი იღუპებიან. ორგანიზმებს უყალი- ბდებათ გადახრები სახეობიდან, რაც სასარგებლოც შეიძლება გამოდგეს, და მაშინ ამ ორგანიზმებს გადარჩენის დამატებითი შანსი ეძლევათ. სასარგებლო ნიშნები მემკვიდრეობით გა- დაეცემა. ასე ჩნდება ცოცხალ არსებათა ახალი ფორმები და სახეობები. განვითარება მარტივიდან რთულისაკენ მიმდინ- არეობს. შეუძლიათ კი ამ დებულებებს ჩვენი დაკმაყოფილება? შეგვიძლია კი ჩვენ მათზე ავაგოთ ევოლუციის გრანდიოზული შენობა? უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ დარვინის თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა, რადგანაც აშკარა მტკიცებულებანი მას არ გააჩნია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთი სახეობა მეორეში გადასულიყო ანდა ბუნებაში ახალი სახეო- 192ბა გაჩენილიყო. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ სახ- ესხვაობებზე, მაგრამ არა თვისობრივად ახალ სახეობებზე. დარვინის თეორიის თანახმად, ევოლუციას განაპირობებს სამი პრინციპი _ გარემოსთან შემგუებლობა, სახეობებს შო- რის ბრძოლა და გამრავლების უნარი. მაგრამ აქ ჩვენ რაღაც პარადოქსს ვაწყდებით: ამ თვისებებით უფრო მეტად ხასიათ- დებიან არა უმაღლესი არსებები, არამედ ყველაზე დაბლები _ სოკოები და ის მცენარეები, რომლებიც სპორების საშუ- ალებით მრავლდებიან. ყველაზე ადვილად გარემო პირობებს სწორედ ისინი ეგუებიან. ვულკანების ამოფრქვევის, წყ- ალდიდობების შემდეგ ანდა პირიქით, უდაბნოში, როდესაც დიდხანს არ მოდის წვიმა და გარშემო მხოლოდ მკვდარი ვე- ლია, უფრო მაღალგანვითარებული ორგანიზმები იღუპებიან, პრიმიტიულები კი ცოცხლები რჩებიან. ეს პრიმიტიული არ- სებები, მაღალგანვითარებულებთან შედარებით, გამრავლებ- ის უკეთესი უნარით გამოირჩევიან. ასე რომ, დარვინიზმის სამ პრინციპს თუ ვენდობით, სიცოცხლე სოკოებისა და სპორების დონეზე უნდა გაჩერებულიყო. ეს იქნებოდა ცოცხალ არსებათა ოპტიმალური სახეობა, დედამიწაზე ცხოვრების პირობებთან შეგუებული. ამგვარად, ამ სამ პრინციპს არასგზით არ შეე- საბამება უფრო რთული და ამიტომ გარემოსთან მიმართებაში უფრო `მყიფე~, უფრო `ნაზი~ სახეობების გაჩენა. განვაგრძოთ: დარვინის თეორია კაზუალურია, ანუ შემთხ- ვევითობებზე აგებული. რომელიმე არსებას შემთხვევით ახა- ლი თვისება უჩნდება. თუ ეს თვისება სასარგებლოა (ანუ ახალ შანსებს აძლევს გარემო პირობებში გასაძლებად), იგი მოცე- მულ არსებას უნარჩუნდება და მემკვიდრეობით გადაეცემა. აი, დარვინისტული მორფოლოგიის საფუძველი: უმაღლესი არსებები ყველაზე დაბლებისგან წარმოიშობიან კაზუალუ- რად, საერთო ნორმისაგან რაღაც შემთხვევითი გადახრების გაჩენის გზით. შეგვიძლია კი დავკმაყოფილდეთ საკითხის 193ასეთი გადაწყვეტით, არის კი ეს მართებული? ჩვენ ვიცით, რომ განვითარებული ორგანო სასარგებლოა, ჩანასახობრივ მდგომარეობაში მყოფი ანდა არასაკმარისად განვითარებული ორგანო კი არავითარ სასურველ ზემოქმედებას არ ახდენს, არავითარ უპირატესობას არ იძლევა, პირიქით, ორგანიზმის- ათვის ტვირთად იქცევა ხოლმე. მაგალითად, რომელიღაც არ- სებას, რომელიც ევოლუციის გზით ფრინველი უნდა გახდეს, მომავალი ფრთის ადგილას რაღაც წანაზარდი გაუჩნდა. თვი- თონ დარვინის თეორია უარყოფს ფრთის უეცარ გაჩენას, იგი ამბობს, რომ ეს `რაღაც~ თანდათან უნდა ჩამოყალიბ- დეს ფრთად. და აი, არსებას, უცნობია რატომ (ალბათ რაღაც ანომალიის გამო) გაუჩნდა წანაზარდი, რომლისგანაც შემდეგ ფრთა ჩამოყალიბდა. რა საერთო აქვს ამ წანაზარდს მოცემული ინდივიდის გადარჩენასთან? არავითარი. იგი არ იქნება მისთ- ვის სასარგებლო, პირიქით, ხელსაც შეუშლის არსებობისათ- ვის ბროლაში: ნადავლის დაჭერაში, მტრისაგან გაქცევაში და სხვ. ამგვარად, სანამ ეს წანაზარდი ფრთად იქცეოდეს, ის კი არ დაეხმარება, არამედ ზედმეტი ტვირთი იქნება. და რა აუცილებელია, რომ წანაზარდი დარჩეს? როგორც შემთხ- ვევით გაჩნდა, ასევე შემთხვევით (შემდგომ თაობებში) იგი უნდა გაქრეს. ეს დარვინიზმისათვის წაყენებული მეორე კონ- ტრარგუმენტია, რომელზეც მას სათქმელი აღარაფერი აქვს. შემდეგ: არიან არსებები, რომლებიც რთულ მეტამორფო- ზებს განიცდიან. მაგალითად, როდესაც მუხლუხო პეპლად იქცევა, მუხლუხოს სხეული ჭიის პარკში იხსნება, სქელ მასას ემსგავსება და შემდეგ ამ მასიდან თანდათან სხვა, პეპლის ორ- განიზმი ჩნდება. რა შუაშია აქ სასარგებლო ან საზიანო თვისე- ბები? ამ მეტამორფოზას ვერაფრით ვერ ახსნი იმით, რომ არ- სებას `შემთხვევით~ გაუჩნდა რაღაც ორგანოების ჩანასახები ანდა სხვა, ასე ვთქვათ, სასარგებლო თვისებები. აქ უკვე არსე- ბობის რთულ პლანზეა ლაპარაკი. გარდა ამისა, სხეულის არც 194ერთი ორგანო არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად. ყველა ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან თავ-თავიანთი ფუნქციებით, ამიტომ ერთი ორგანოს ნებისმი- ერ შეცვლას მთელი ორგანიზმის შეცვლა მოჰყვება. საუბარია აგრეთვე ე. წ. `ნარჩენ (რუდიმენტულ) ორგანოე- ბზეც~ _ დარვინიზმის ერთ-ერთ დებულებაზე. ეს იმას ნიშ- ნავს, რომ ადამიანის სხეულში არის ორგანოები, რომლებიც უკვე აღარ ფუნქციონირებენ, ამით კი მტკიცდება, რომ ოდეს- ღაც ადამიანის ორგანიზმი სხვაგვარი იყო. მაგრამ ჩვენ არც ეს განმარტება გვაკმაყოფილებს. გასულ საუკუნეში სწავლულმა ევოლუციონისტებმა ადამიანის ორგანიზმში ასოთხმოცამდე, მათი აზრით, სრულიად ზედმეტი ორგანო დაითვალეს. მაგრამ შემდგომში მათი უმეტესობა შინაგანი სეკრეციის ორგანოები აღმოჩნდა, რომელთა გარეშეც ადამიანის სიცოცხლე სრული- ად შეუძლებელია. ამიტომ აქ საკითხი სხვაგვარად უნდა დაის- ვას: ჯერ ერთი, ჩვენ ორგანოების ყველა ფუნქციას ზედმიწ- ევნით კარგად არ ვიცნობთ; მეორეც, ადამიანის ორგანიზმს აქვს ე. წ. სარეზერვო ორგანოები, ისინი რომელიმე ორგანოს დაზიანებისას მის ფუნქციებს საკუთარ თავზე იღებენ. ამგვარ- ად, ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი არაფერია. მეცნიერები გეოლოგიური შრეების, ნამარხების და ა. შ. ასაკს სხვადასხვა რიცხვითი მოცემულობების სახით განსაზ- ღვრავენ, ამიტომ ზოგიერთს ეჩვენება, რომ ბიბლია ეწინააღმ- დეგება მეცნიერებას. მაგრამ როდესაც კაცობრიობის ასაკზე ვლაპარაკობთ, ათვლის წერტილად ვიღებთ შესაქმის დას- რულებას, კაცის შექმნას. მანამდე იყო შესაქმის პერიოდები, რომლებსაც ბიბლიაში `დღეები~ ეწოდებათ. `დღეებში~ წმ. მამები (მაგ., წმ. ბასილი დიდი) გულისხმობდნენ პერიოდებს, რომელთა ხანგრძლივობა ჩვენთვის უცნობია. `დღეები~ დაი- წყო ჯერ კიდევ მზის შექმნამდე, ამიტომ `დღეები~ არის 195ეტაპები, როდესაც ახალი იბადებოდა, ხოლო რა შუალედები იყო ამ ეტაპებს შორის, ჩვენ არ ვიცით _ ამის დადგენა არ შეგვიძლია. და საერთოდ, შეუძლია კი მეცნიერებას ბიბლიური წელ- თაღრიცხვის უარყოფა? დიალექტიკური მატერიალიზმი ამ- ბობს, რომ მატერია უნივერსალური სუბსტანციაა და ყვე- ლაფერი მასთან არის კავშირში; იგი განიხილავს სამყაროს, როგორც უსასრულოს და მთლიანს, სადაც შეუძლებელია არსებობდეს რაიმე, გარემოსაგან იზოლირებული. მეცნიერე- ბი, რომლებიც გეოლოგიური შრეების, ნამარხების და ა. შ. ასაკს განსაზღვრავენ, დათარიღების სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. არსებობს რადიოაქტიური მეთოდი, ე. წ. კალიუმ- არგონული მეთოდი. არის სხვა, ნახშირბადული მეთოდიც, ეს მეთოდი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ ცნობილია ნახშირორ- ჟანგის მოლეკულების დაშლის პერიოდი. არსებობს სხვა ხე- რხებიც: ზოგიერთი მეცნიერი დედამიწის ზედაპირზე არსე- ბული მეტეორიტული მტვრის ფენების გაზომვას ეყრდნობა, ზოგი ნარიყებისაგან გაზრდილი მდინარის დელტის გაზომ- ვებს (ვინაიდან მდინარეში ნალექების გარკვეული რაოდე- ნობა ჩაედინება, დელტა სულ უფრო მატულობს სიგრძეში). შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ დათარიღების ეს ხერხები ზუსტია? ჩვენი პლანეტის წარსულის დათარიღებისთვის უნი- ფორმიზმის პრინციპი უნდა მივიღოთ, ეს კი ნიშნავს: პროცეს- ები, რომლებიც წარსულში ხდებოდა, თავიანთი ხასიათითა და ინტენსიურობით იგივეა, რაც დღევანდელ დღეს მიმდინარე და მომავალში მოსახდენი პროცესები. მაგრამ რამდენად გამა- რთლებულია ეს პრინციპი? არსებობს ე. წ. კატალიზატორები, რომელთა დახმარები- თაც ერთი და იგივე ქიმიური პროცესი შეიძლება სხვადასხვა სიჩქარით მიმდინარეობდეს. არის კატალიზატორები, პრო- ცესებს ასჯერ რომ აჩქარებენ. ამიტომ, საიდან ვიცით, რომ 196უწინ არ არსებობდა კატალიზატორები, რომელთა მეშვეობი- თაც იგივე პროცესები შეუდარებლად უფრო მოკლე ვადებში ხდებოდა, ვიდრე დღეს? ვინ მოგვცა უფლება ვამტკიცოთ, რომ ძველად იგივე პირობები იყო, რაც დღეს არის, და რომ დე- დამიწის შექმნაში ზუსტად იგივე ძალები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეს მოქმედებენ? ამგვარად, ყველა ეს დათარი- ღება ჰიპოთეტურია _ ვარაუდების სფეროს ეკუთვნის. უნიფორმიზმი ცუდად ურიგდება დიალექტიკურ მატერი- ალიზმს, რომელიც სწორედ მოვლენების ურთიერთკავშირსა და ბუნებაში მიმდინარე განუწყვეტელი ხარისხობრივი ცვლი- ლებების შესახებ ლაპარაკობს. ჩვენ ვიცით, რომ არცთუ ისე შორეულ, ჩვენთვის მისაწვდომ წარსულშიც კი პროცესები სხვაგვარად ვითარდებოდა. მაგ., დედამიწის მაგნიტური ველი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა _ ათასნახევარი წლის მანძილზე თითქმის ორჯერ შემცირდა. სხვაგვარი იყო უწინ რადიაციის ინტენსივობის დონეც. თვითონ მატერიალისტები ამბობენ, რომ ადრე ატმოსფეროს შედგენილობა სხვანაირი იყო, ე. ი. მაშინ სხვა ძალები მოქმედებდნენ. უნიფორმიზმის თეორია, რომელსაც ყველა `დათარიღება~ ეფუძნება, არ შეი- ძლება დასაბუთებულად მივიჩნიოთ. განვაგრძოთ: დათარიღების სხვადასხვა მეთოდი სხვადასხ- ვა, ერთმანეთთან დაპირისპირებულ შედეგს იძლევა. ეს განსა- კუთრებით ეხება მეტეორიტული მტვრის ფენების გაზომვის მიხედვით დათარიღებას. დედამიწა რომ იმ ასაკის იყოს, რასაც ევოლუციონისტები უთითებენ, იგი მთლიანად კოსმიური მტ- ვრის ჯავშნით იქნებოდა შებოჭილი, ოკეანეთა ფსკერზეც ამ მტვრის ფენები უნდა იდოს. შესაძლოა გვიპასუხონ, რომ ხდე- ბოდა მტვრის თანდათანობითი განზავება დედამიწის ფენებში. მაგრამ მეტეორიტული მტვერი სხვა ქიმიური შედგენილო- ბისაა, ვიდრე დედამიწის ზედაპირი: იქ ბევრად უფრო მეტია ნიკელი, ამიტომ მეტეორიტული მტვრის აღმოჩენა სრულია- 197დაც არ იქნებოდა ძნელი. გაირკვა, რომ ეს ფენა ძალიან თხ- ელია, განსაკუთრებით ოკეანეთა ფსკერზე. მაგრამ მეტეორ- იტული მტვრის ფენების გაზომვის მიხედვით დათარიღებასა და ევოლუციონისტების კონცეფციებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ადამი- ანებმა მთვარის ზედაპირს მიაღწიეს. რადგანაც ითვლებოდა, რომ მთვარე და დედამიწა დაახლოებით ერთი ასაკისანი არიან, შესაბამისად, კოსმიური მტვრის ფენა მთვარეზე, სადაც ატ- მოსფერო ფაქტობრივად არ არსებობს, საკმაოდ სქელი უნდა ყოფილიყო. ფიქრობდნენ, რომ ეს ფენა რამდენიმე კილომეტრს აღწევდა, ამიტომ კოსმოსური ხომალდები ისე იყო აგებული, თითქოს ისინი ჭაობზე უნდა დამსხდარიყვნენ. გარდა ამისა, ვარაუდობდნენ, რომ ღრმულებში კოსმიური მტვრის ფენა კიდევ უფრო სქელი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ადამიანებმა მთვარის ზედაპირს მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ მისი ზედაპირი კოსმიური მტვრის შედარებით თხელი ფენით იყო დაფარული და ადამიანები მასში სრულიადაც არ ჩაფლულან. ეს უკვე იმას მოწმობს, რომ დედამიწა ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ევოლუციის თეორიის მომხრენი ამტკიცებენ. შემდეგ: ევოლუციონისტები ამბობენ, სიცოცხლე უმ- არტივესი ფორმებისგან _ ვირუსებისგან გაჩნდაო. მაგრამ გაირკვა, რომ ვირუსებს არსებობა შეუძლიათ მხოლოდ უფრო მაღალი ორგანიზმების პარაზიტების სახით. დამოუკიდებლად არსებობა ვირუსებს არ ძალუძთ! დარვინიზმის კიდევ ერთი `პოსტულატი~ ეს არის: მორ- ფოლოგიურად ადამიანის მსგავს არსებებს ადამიანურ არსე- ბათა რიცხვს ვერ მივაკუთვნებთ. ადამიანი არის სულიერი ფენომენი, რომელსაც ხილულ სამყაროში არავითარი ანალო- გი არ მოეძებნება. გარსის მსგავსება ჯერ კიდევ არ ამტკიცებს მათში მოთავსებული მარცვლების იგივეობას (მაგ., ხორბალი და სარეველა). ჩვენ არაფერი ვიცით იმ ნამარხი არსებე- ბის ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, ჩვენს წინაპრებად რომ აცხადებენ. დავუშვათ, რომ ბუნებაში ყველა მაიმუნი გაქრა, გათხრების დროს გორილების რამდენიმე ჩონჩხი და ძვლების ფრაგმენტები იპოვეს, მათ გვერდით კი _ ქვები და ჯოხები კაკლების ჩამოსაყრელად; მაშინ მეცნიერებს, მორფოლოგი- ური პრინციპებიდან გამომდინარე, შეუძლიათ ივარაუდონ, რომ მათ წინაშეა პრიმიტიული ადამიანის ნეშტი. გორი- ლის ძვლები მეცნიერული შთაგონების, დისერტაციებისა და მონოგრაფიების წყარო გახდება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაიმუნი სრულიად სხვა არსებაა, თვისობრივად განსხვავებუ- ლი ადამიანისგან _ ესაა ცხოველი. ამგვარად, როდესაც სხვა- დასხვა არსებების ჩონჩხებს პოულობენ, გარეგნული ანატო- მიური მონაცემების მიხედვით ჯერ კიდევ არაფრის თქმა არ შეიძლება მათი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ. ეს არ- სებები, ისევე როგორც მაიმუნები, შეიძლება უბრალოდ ადა- მიანის მსგავსი ცხოველები იყვნენ. საერთოდ, მორფოლოგი- ის მიხედვით შეუძლებელია ფსიქოლოგიაზე მსჯელობა, მით უფრო, თუკი ეს მორფოლოგია საკმაოდ საეჭვო ხასიათისაა. ოდესღაც იმასაც ამბობდნენ, რომ დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს, არის თავის ტვინის ქერქის ფართობი და მისი შეფარდება ტვინის საერ- თო მოცულობასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დელფინის თავის ტვინის ქერქის ფართობი აღემატება ადამიანისას როგორც აბსოლუტურ, ისე პირობით განზომილებებში. ამგვარად, თუ მხოლოდ ფორმალური აგებულების მიხედვით ვიმსჯელებთ, დელფინი ინტელექტუალურად განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე უნდა იდგეს, ვიდრე ადამიანი. შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ეს მონაცემი, არამედ ტვინის სტრუქტურის სირთულეც. მაგრამ აქაც აღ- მოჩნდა, რომ დელფინის თავის ტვინის ქერქი სტრუქტურუ- ლად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ადამიანისა. ასე რომ, 199არ შეიძლება ნამარხი ნეშტების მიხედვით ამა თუ იმ არსე- ბის გონებრივ შესაძლებლობებზე მსჯელობა. ჯერჯერობით არავითარი გარდამავალი ფორმები ცხოველსა და ადამიანს შორის აღმოჩენილი არ არის. ისინი რომ არსებულიყვნენ, გაუგებარი იქნებოდა, რატომ გაქრა უეცრად ყველა ადამიანი- ცხოველი (თანაც გაქრა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა გა- რემო პირობების მქონე ყველა რეგიონში). ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საერთოდაც არ არსებობდნენ. ევოლუციონისტები იმასაც ამბობენ, რომ ადამიანის ჩანა- სახი თავისი განვითარებისას ევოლუციის მთავარ სტადიებს იმეორებს. მაგრამ ამ თეორიასაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. ძირითადად ეყრდნობიან `ლაყუჩების ხვრელების~ არსებობას ჩანასახის განვითარების გარკვეულ სტადიაზე, მა- გრამ ეს ე. წ. `ლაყუჩების ხვრელები~ გულმოდგინე გამოკვ- ლევისას მხოლოდ ნაკეცები აღმოჩნდა, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო თევზების ლაყუჩებთან. ისინი სულ სხვა მასალ- ისგან შედგებიან და ლაყუჩების ფუნქციას არასოდეს ასრულე- ბენ, მათგან ადამიანის სახე ყალიბდება. ამასთან, მაიმუნის ნაყოფი გარკვეულ ადრეულ საფეხურებზე გაცილებით მეტად ჰგავს ადამიანს, ვიდრე მაიმუნს: თმა არა აქვს, თავი სხვა აგე- ბულებისაა და ა. შ. და თუკი ჩვენ ევოლუციონისტების პრინ- ციპს მივყვებით, მაშინ ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ მაიმუნი გაჩნდა ადამიანისგან. ამგვარად, დარვინიზმის ამ დე- ბულებასაც არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |