მთავარი » 2012 იანვარი 11 » ეკუმენიზმისა და ერეტიკოსებთან ერთიერთობის შესახებ - მამა დანიელ სისოევი
3:35 AM ეკუმენიზმისა და ერეტიკოსებთან ერთიერთობის შესახებ - მამა დანიელ სისოევი | |
ყველა მართლმადიდებელი დღემდე ლოცულობს ერთიანობისთვის. ჩვენ ღმერთის მიმართ ვლოცულობთ, რომ აღარ იყოს რომის კათოლიციზმი და ყველა რომის კათოლიკე გახდეს ჩვენი ძმა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მაყურებელთა შორის არავინაა წინააღმდეგი, რომ ბენედიქტე XVI გახდეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ყველა კათოლიკესთან ერთად. ბუნებრივია, რომ ჩვენ არ გვსურს სექტანტების დაღუპვა. ჩვენ გვსურს, რომ ყველა სექტანტი მოიქცეს და შეიცნოს ჭეშმარიტება. როგორც ამბობს მამა ოლეგ სტენიავი იმისთვის, რომ გამოასწორო სატანისტი, ის უნდა გახადო მართლმადიდებელი. ბუნებრივია, ეს სწორი აზრი არის. ამიტომაც ეკლესიას არ შეუძლია უარი თქვას სხვა რელიგიების წარმომადგენელთა შორის მისიონერულ საქმიანობაზე, იქნება ეს სექტანტი, ერეტიკოსი ან უბრალო სხვა რაღაც რწმენის მატარებელი. ეს არის უფლის მცნება, რომელიც მან ამცნო თავის ეკლესიას და უბრძანა ყველა ხალხში წასვლა და ქადაგება: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, ( მათე 28:19 ) . ჩვენ არ ხელგვეწიფების ამის არ მიღება, ამიტომაც არ ძალგვიძს სხვა რწმენების წარმომადგენლებთან ურთიერთობის არიდება. მაგრამ აქ არ იგულისხმება იმის თქმა, როგორც ახლა ამბობენ, რომ არ ვთქვათ ჩვენ ვართო მხოლოდ მართალ სარწმუნოებაში, ეს ამპარტავნებააო, იფიქრო რომ შენ ხარ მართალი. სიამაყე კარგი არ არის, ამიტომაც ვთქვათ რომ თქვენც ხართ მართლები და ჩვენც. ეს არის ე.წ. ერეტიკული ეკუმენიზმი. ეს არის ღვთისგან ეკლესიას ბოძებული გამოცხადების ჭეშმარიტების ერთადერთობის უარყოფა. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ არასდროს არ ვამბობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისით არის ჭეშმარიტი. ის ჭეშმარიტია იმიტომ, რომ მისი მამა მამა ღმერთია, მისი თავი – იესო ქრისტეა, მისი განმაცხოველებელი – ჭეშმარიტების სული, სული წმიდაა. ღმერთშია ჭეშმარიტების საფუძველი, და არა ჩვენს თავებში. და ამით ჩვენ უნდა ვიამაყოთ ( ვიკადნიეროთ, ვიტრაბახოთ, დავიკვეხნოთ ). ჩვენ გვასწავლეს რომ სიამაყე ცუდია. მაგრამ გავიხსენოთ რომ წერილი ამბობს - ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი (იერემია 9:22-23). ჩვენ უნდა დავიკვეხნოთ, რომ მართლმადიდებლები ვართ. იამაყეთ ამით, აიმაღლეთ ამით თავი, ამაყად განდიდდით და თქვით:” ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და უფლის ძალით ვცხონდებით. ჩვენ მოცემული გვაქვს ჭეშმარიტება, მოდით ყველანი ჩვენთან! და თუკი დარჩებით იქ, სადაც ახლა იმყოფებით, დაიღუპებით ”. ტრიუმფალურობა აქ კარგია, რადგანაც ღმერთია ჩვენი ტრიუმფატორი.…… ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური პასუხი ეკუმნიზმსა და ვითომ „შემწყნარებლობაზე“.ორივე შემთხვევაში ზარალში არიან ერეტიკოსები, რადგანაც არ მოდიან ეკლესიაში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |