მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16 » ეკუმენიზმი და მისი ფსევდოქრისტიანული არსი
3:08 PM
ეკუმენიზმი და მისი ფსევდოქრისტიანული არსი


დღეს ეკუმენიზმი საკმაოდ ნათლად გამოკვეთა,კონკრეტული განცხადებებიც გააკეთა და საკმაოდ გასაგებად გამოამჟღავნა თავისი სულისკვეთება. იგი აშკარა ბოროტებაა თანაც დახვეწილი მზაკვრობით, თვალთმაქცური მომხიბლაობით გამორჩეული.


>მართლმადიდებლობა არის ეკუმენური და არა ეკუმენისტური.


მართლმადიდებელი ეკლესია არის ეკუმენური იმიტომ, რომ არ არის ეკუმენისტური და რჩება ეკუმენურად, რამდენადაც არ დგამს არასწორ ნაბიჯს ეკუმენისტურ განსაცდელში. ეკუმენიზმი წარმოადგენს სულიერი მერყეობისა და მიუსაფარობის გამოხატულებას,რომელიც საერო სიბრტყეში ეძებს საყრდენს. ეკლესიის ეკუმენურობა მართლმადიდებლური ეკლესიის სისავსეს გულისხმობს, გამორიცხავს დანაწევრებასთან და დაყოფასთან შეგუების შესაძლებლობას. მაშასადამე ვინაიდან ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურია ანუ მსოფლიო და საყოველთაო , მთელ მსოფლიოს ჭირდება, რომ მან შეინარჩუნოს ის საყოველთაობა. იგი მოვალეა იყოს ეკუმენური და არ გადაუხვიოს ეკუმენიზმისკენ, რათა დაიცვას თავისი უტყუარობა და ამით დაეხმაროს მთელ მსოფლიოს.


მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტების მატარებელია, რომელიც იესო ქრისტემ დააფუძნა „ჭეშმარიტებისა სიტყვის“ საუწყებლად. მოციქულებმა კი სული წმიდის ძალით გაავცელეს მთელ დედამიწაზე. მისი შინაარსი ეთიკითა და დოგმატიკით განისაზღვრება, რამეთუ „სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არს'' და ასევე მკვდარია საქმე სარწმუნოების გარეშე, როგორც ამას მოციქული გვასწავლის. მწვალებლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გარეგნული კეთილი საქმეები, მაგრამ ეს საქმეები მათ ცხონებაში ვერ შეეწევა, რადგან საფუძვლად ჭეშმარიტი სარწმუნოება არ უდევთ.

წმ. სვიმეონ ახალი ღუთისმეტყველი ამბობს „ჭეშმარიტება ღმერთისგან გვაქვს, იგი საღმრთო წერილშია განცხადებული და ქრისტეს მადლით შეიცნობა“. იგი გვიცავს ეშმაკთა ბნელი სამეფოსგან, რომელებიც ადამიანთა სულების დასაღუპად ათასგვარ წვალებას იგონებენ.

ქრისტეს ეკლესია მთელი მსოფლიოსათვის განკუთვნილი ჭეშმარიტების მატარებელი და შესაბამისად საყოველთაო იყო თავისი დაარსების დღიდანევე, როდესაც სულ 120 კაცისაგან შედგებოდა, რომლებსაც 12 მოციქული ედგა სათავეში. უფალმა მათ დიდი მისია დააკისრა - მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ ქრისტეს ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები(ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი...) ეს წინასწარმეტყველება მწვალებლებსა და ცრუმოძღვრებებს კი არ ეხება, არამედ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, რადგან იგი , ერთადერთი ყოველგვარი დამახინჯების გარეშე ქადაგებს ღმრთივგამოცხადებულ, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას. მაშასადამე „მსოფლიო ეკლესია“ რიცხობრივი და გეორაფიული მნიშვნელობით არ იხმარება. ეს მას ხელს არ უშლის არსებით, სულიერი დოგმატური აზრით იყოს მსოფლიო - თავისი მოწოდების თანახმად და პირიქით , თუმცა ზოგჯერ წვალება უფროა გავრცელებული, ვიდრე მართლმადიდებლობა, როგორც ეს IV - საუკუნეში იყო არიანელების დროს, ანდა მოგვიანებით, ხატმბრძოლთა წვალების ხანაში, მაგრამ წვალება ვერასოდეს იქნება მსოფლიო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი სიცრუეს ქადაგებს.

ახლანდელი ეკუმენისტური მოძრაობა „საყოველთაოს“ ცნებაში სულ სხვა , ძველი დროისთვის უცნობ შინაარსს დებს. ეკლესიისგან განსხვავებით „ეკუმენისტური მოძრაობა“ რიცხობრიობის მნიშვნელობით აერთიანებს „ეკლესიებად“ წოდებულ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებობლებისგან არიან შეკოწიწებულნი და რომლებშიც ჭეშმარიტება და სიცრუე გვერდიგვერდ არსებობენ. ისინი მათ ანიჭებენ გეოგრაფიულ გაგებას. აი რას წერს ერთ-ერთი ეკუმენისტური ჟურნალი(THE ECUMENICAL REVIEW 1974 N-3 P.478) “ვერავითარ ეკლესიას ვერ ექნება საყოველთაობის პრეტენზია, თუ ჩვენს საპლანეტო საუკუნეში პროვინციული დარჩება“.

ემს-ს(ეკლესიათა მსოფლიო საბჭო) გენერალური მდივნის მოადგილე, ანგლიკანურ ეკლესიასთან საგარეო ურთიერთობათა დარგში მაიკლ მური კითხვაზე თუ როგორ ესმის მას ეკლესიის ერთიანობა და ვინ ეკუთვნის იმ ეკლესიას, რომელსაც თვითონ უხილავს უწოდებს პასუხობს: „ყველა ქრისტიანი“. ანუ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში რთავენ ყველა დენომინაციას, სექტასა და დაჯგუფებას, რომლებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ კარგა ხნის წინ განკვეთა ქრისტეს ჭეშმარიტებისაგან მწვალებრური გადახვევების გამო. მათ მოზეიმე, ზეციური, უხილავი ეკლესიის თვისებები შეცდომით გადააქვთ მიწიერ , ხილულ, მებრძოლ ეკლესიაზე და ამ მიწიერ ეკლესიაში, რომელსაც „უხილავს“ უწოდებენ,ყველა მწვალებელს აერთიანებენ „ქრისტიანების“ საერთო სახელით.

თავგამოდებული ეკუმენისტი , რუსი ღმრთისმეტყველი ლევ ზანდერი, რომელიც პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში მოღვაწეობდა, 1930 წელს წერდა გულახდილად: „ ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეთა შემადგენლობა ფრიად მრავაფეროვანია: აქ შეხვდებით არა მარტო მართლმადიდებელ იერარქს, ანგლიკანელ ეპისკოპოსს ანდა პროტესტანტ პასტორს, არამედ „ლიბერალური ღმრთისმეტყველების“ წარმომადგენელსაც,რომელსაც იესო ქრისტეს ღვთაებრიობა არა სწამს, უნიტარისტსაც რომელიც უარყოფს დოგმატს სამების შესახებ და კვაკვერსაც, რომელიც საერთოდ არავითარ საეკლესიო განწესებას არ სცნობს. მას შემდეგ ემს-ში მრავალი მწვალებრური საზოგადოება შევიდა, ჰოლანდიელი რემონსტრატ-არმიანნელები და ზოგიერთი უკიდურესად ლიბერალური რელიგიური გაერთიანება, რომლებიც ნათლისღებასაც კი უარყოფენ.(p(mp.1974 N-11 c.58)

ემს-ში შევიდა აგრეთვე ე.წ. „მორავიის ძმათა ეკლესია“,რომელიც ასწავლიდა, რომ შესაძლებელია მხოლოდ სარწმუნოებით განმართლება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესის სწავლებას იმას, რომ სარწმუნოებასთან აუცილებელია საქმეებიც. ამ საზოგადოების წევრები აღიარებენ ხელმეორედ ნათლისღებას, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სარწმ. სიმბოლს (მრწამსის მე-10 წევრს)(„აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“)

ემს-ში მონაწილეობენ ასევე ნესტროიანელები,მონოფიზიტები, ხატმბრძოლები(პროტესტანტები და მათი სექტები) ბერძენი პროფესორი მეგას ფარანდარი ემს-ს მე-IV ასამბლეას 1983-წელს შემდგარს ვანკუვერში ასე აღწერს. „პროტესტანტები ასობით ეკლესიად არიან დაყოფილნი, რომელთაგან ბევრს კონკრეტული „მრწამსიც“ კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ სოციალურ მოთხოვნებს აყენებენ და ქრისტიანული ლოზუნგები უბრალოდ შარმად ჭირდებათ.( OT.2.X.1983 C. 4 kol.2)
აი ასეთი „ქრისტიანებისგან „ შედგება ეკუმენისტური კონგრესები.


ამ კონფერენციებზე ყველაზე აშკარა მწვალებლები ქრისტეს მისტიურ სხეულის- ეკლესიის წევრებად ითვლებიან და ეკლესიებად იწოდებიან, მაშინ როდესაც სულაც არ არიან ეკლესიები. ჟენევის ეკუმენისტურ საბჭოს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ ჰქვია და თვით ამ სახელწოდებით მართლმადიდებელი ეკლესია ემს-ში შემავალი ყველა ე.წ. ეკლესიის თანაბრად ცხადდება, ამგვარი ნიველირების საბოლოო მიზანი ისაა, რომ ეკლესიის ცნება , რომელიც თავისებურად ერთადერთია, იქცეს ჩვეულებრივ, რიგით ცნებად , ანუ აბსტრაქციად , რომელიც აერთიანებს სხვადასხვა „სახის ეკლესიებს“, ეს კი იმას ნიშნავს , რომ სრულიად უნდა გაუქმდეს დოგმატური წარმოდგენა მართლმადიდებელი ეკლესიის , როგორც მსოფლიოში ერთადერთი მოვლენის შესახებ.

ეკუმენიზმი ერთნაირად დამღუპველია მართლმადიდებლისთვისაც და არამართლმადიდებლისთვისაც, რადგან არამართლმადიდებლები ეკუმენიზმის გზით ვერასოდეს ეზიარებიან ჭეშმარიტებას, რადგანაც ემს მათ სექტანტურ და მწვალებლურ გაერთიანებებს ეკლესიებად აღიარებს, შესაბამისად რომელნიც გულწრფელად ეძიებენ მხსნელ ჭეშმარიტებას და განმაახლებელ მადლს, ეკუმნიზმის გზით ვერ მოექცევიან წმიდა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე. ამის შესახებ წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძნულად შენიშნავს, რომ „მწვალებლები არასოდეს მოვლენ ეკლესიაში თუ კი ჩვენ განვუმტკიცებთ რწმენას თითქოს მათ თავიანთი ეკლესია და თავიანთი საიდუმლოებები ჰქონდეთ“.


ამრიგად მართლმადიდებელი ქრისტიანი არ უნდა მონაწილეობდეს ეკუმენიზმში, რამეთუ

1) იგი ცვლის სწორ წარმოდგენას ეკლესიის, როგორც საყოველთაოს შესახებ.

2) ჭეშმარიტების აღმსარებლობაში არჩევს რიცხობრიობის და არა ხარისხის პრინციპს.

3) თავს გვახვევს ცრუ სწავლებებს როგორც საყოველთაოს.

4) განუმტკიცებს არამართლმადიდებლებს იმის რწმენას, რომ ისინი ეკლესიას ეკუთვნიან.

5) მაშასადამე ეკუმენიზმი აბრკოლებს ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს რათა მათ მოიპოვონ ეს ჭეშმარიტება ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთებით




გამოყენებული ლიტერატურა: არქმანდრიტი სერაფიმე ალექსიევი, არქმიანდრიტი სერგი იაზაჯიევი, „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“.

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, „აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი“
კატეგორია: ეკუმენიზმი | ნანახია: 1216 | დაამატა: Barbare | ტეგები: ekumenizmi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: