მთავარი » 2011 სექტემბერი 13 » ეკუმენიზმის ისტორიის ძირითადი თარიღები
9:40 PM ეკუმენიზმის ისტორიის ძირითადი თარიღები | |
1910 ოქტომბერი -აშშ-ს ეპისკოპალური ეკლესიის წინადადებით შეიქმნა მოსამზადებელი კოისია მსოფლიო კონფერენციისათვის „რწმენისა და ეკლესიის მოწყობასთან“ დაკავშირებით. -საერთაშორისო მისიონერული კონფერენცია ედინბურგში. თავმჯდომარე: ჯონ მოტი, მდივანი ჯოზეფ ოლდჰემი. მონაწილეები: ჩარლზ ბრენტი, ნათან სიოდერბლუმი, უილიამ ტემპლი. 1917 ოქტომბერი -ჯონ მოტის მეთაურობით ამერიკული დელეგაცია ჩადის რუსეთში. -მოძრაობის „ცხოვრება და მოღვაწეობა“ წინასწარი სხდომა (უპსალა, შვეცია). 1920 იანვარი- კონსტანტინოპოლის პატრიარქიის მიმართვა „ყველგან მყოფ ქრისტეს ეკლესიებს“ (Koinonia ton Ekklesion), რომელიც ინსპირირებული იყო მელეტი მეტაქსაკისისა და მისი თანამოაზრის არქიეპ. გერმანე ფეატირსკის მიერ. აგვისტო-„მიმართვა ყველა ქრისტიან ხალხს“ მიღებულია ლამბეთის კონფერენციაზე, ინგლისის ეკლესიაში. 12-20 აგვისტო-მოძრაობის „რწმენა და ეკლესიის მოწყობა“ პირველი საორგანიზაციო კონფერენცია (ლოზანა, შვეიცარია). თავმჯდომარე: ჩარლზ ბრენტი. მონაწილენი: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, გ. ალევიზატოსი. 1922 22 ივლისი - მელეტი მეტაქსასისი ატყობინებს კენტერბერიის არქიეპისკოპოსს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აღიარებს ანგლიკანურ ხელდასხმას. აგვისტო - კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იუწყება ანგლიკანური ხელდასხმის აღიარების შესახებ. 1923 10 მაისი -8 ივნისი - "საყოველთაო მართლმადიდებლური" შეხვედრა კონსტანტინოპოლში პატრიარქ მელეტი (მეტაქსასის) მოწვევით, რომელზეც გადაწყდა ახალ სტილზე გადასვლა, რათა რელიგიური დღესასწაულები ერთდროულად აღენიშნათ დასავლეთის ქრისტიანებთან. 1925 აგვისტო -მოძრაობის "ცხოვრება და მოღვაწეობა" კონფერენცია სტოკჰოლმში, წევრები: მიტრ. გერმანე ფიატირსკი, ნ. ს. არსენიევი, ვისსერტ ჰუფტი და სხ. - კათოლიკე მონაზონი ლამბერ ბოდუენი შევეტონში აარსებს სამრევლოს, სადაც მსახურებას აღავლენს ბიზანტიური ტრადიციის შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიებს შერიგების მიზნით. 1926 31 მარტი- წმინდა იოანე ოქროპირის კათოლიკური საზოგადოების დაარსება. 1927 აგვისტო - მოძრაობის "რწმენა და ეკლესიის მოწყობა" მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში. მონაწილენი: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. სერგი ბულგაკოვი, ნ.ს. არსენიევი, მღ. სტეფანე ცანკოვი და ა.შ. 1928 ბრიტანეთში არსდება წმ. ალბანისა და ღირსი სერგის მართლმადიდებლურ-ანგლიკანური თანამეგობრობა. 1930 ლამბერტის კონფერენცია ლონდონში. მართლმადიდებელთა წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს ალექსანდრიის პატრიარქი მელეტი (მეტაქსასი). მელეტი (მეტაქსასისი) ადასტურებს თავის აღიარების ანგლიკანთა ხელდასხმის ქმედითობის შესახებ. 1933 გამომცემლობა YMCA-PRESS უშვებს კრებულის "ქრისტიანეთა შეერთება: ეკუმენური პრობლემა მართმადიდებლურ ცნობიერებაში“. ავტორთა შორის: მღ. სერგი ბულგაკოვი, ნ. ა. ბერდიაევი, მღ. ბასილ ზენკოვსკი, მღ. სტეფანე ცანკოვი, გ. ალევიზატოსი. 1937 მოძრაობის „ცხოვრება და მოღვაწეობა“ კონფერენცია ოქსფორდში. მოძრაობის „რწმენა და ეკლესიური მოწყობა“ კონფერენცია ედინბურგში. მონაწილეთა შორის: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. სერგი ბულგაკოვი, მღ. ბასილ ზენკოვსკი, მღ. გიორგი ფლაროვსკი, ნ.ს. არსენიევი, ნ. ა. ბერდიაევი, ვისსერტ ჰუფტი, ვ. პ. ვიშესლავცევი, ლ.ა. ზანდერი, ნ. მ. ზერნოვი, ა. ვ. კარტაშევი, გ.პ. ფედოტოვი. 1938 - მოსამზადებელი კომიტეტის დაარსება „მსოფლიო საეკლესიო საბჭოს“ შექმნასთან დაკავშირებით. გენერალური მდივანი ვისსერტ ჰუფი. 1940 - დაარსდა ეკუმენური საზოგადოებას ტეზე. 1946 თებერვალი - ჩამოყალიბდა ეკლესის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი მოსკოვის საპატრიარქოში. ვისსერტ ჰუფტი ბოსეში (Bossey, შვეიცარია) აარსებს ეკუმენისტურ ინსიტუტს, რათა მომზადნენ კადრები ეკუმენური მოძრაობისთვის. თანხა ერთი მილიონი დოლარის რაოდენობით ამისათვის გაიღო ჯონ როკფელერმა. 1947 შეიქმნა ლიუთერანთა მსოფლიო ფედერაცია. 1948 2 აგვისტო - 4 სექტემბერი - "მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" (WCC) დამფუძნებელი გენერალური ასანმბლეა ამსტერდამში. არჩეული გენერალური მდივანი ვისსერტ ჰუფტი. საპატიო თავმჯდომარე - ჯონ მოტი. 1950 "მსოფლიო საეკლესიო საბჭო" ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ტორონტოში იღებს "ტორონტოს დეკლარაციას". მასში განმტკიცებულია, მსოფლიო საეკლესიო საბჭოში მონაწილე ეკლესიების სუვერენულობა, რომ მათ აქვთ უფლება უარყონ, არ მიიღონ საბჭოზე გამოთქმული ნებისმიერი წინადადებები და განცხადებები. საბჭოს ავტორიტეტი მთელიანდ არის დამოკიდებული მისი ქმედებების თავისუფალ მიღებაზე ეკლესიების მიერ, თუ ისინი ამას თავიანთთვის მართებულად და სასარგებლოთ მიიჩნევენ. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრობა არ მოიაზრებს და არ ავალდებულებს მასში მონაწილეებს აღიარონ სხვა ეკლესიები ეკლესიებად ამ სიტყვის სრული გაგებით. მონაწილენი: მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. გიორგი ფლაროვსკი, გ. ალევიზატოს. 1951 კონსტანტინეპოლის პატრიარქის ათინაგორა I მოწოდება მონოფიზიტურ ეკლესიებთან დიალოგისათვის. დიალოგის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს მონოფიზიტების რწმენის მართლმდიდებლურად აღიარება. ერთადერთი განსხვავება თითქოს მხოლოდ ტერმინოლოგიაში მდგომარეობს. 1954 15-31 აგვისტო - "მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" (მსს) გენერალური ასამბლეა ევანსტონში, აშშ 1955 პატრიარქი ათინაგორა I "მსოფლიო საეკლესიო საბჭოსთან" ქმნის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივ წარმომადგენლობას ქ. შამბეზში (შვეიცარია). 1955 7-9 აგვისტო -მსს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრა უტრეხტში. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს დელეგაციას წარმომადგენდნენ: დოქტორი ფრანკლინ ფრაი, მსს-ს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ვისსერტ ჰუპტი და მალტის მიტრ. იაკობი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო). რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას წარმოდგენდა კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტრ. ნიკოლოზი, ეკლესიის საგარეო განყოფილების თავჯდომარე, სმოლენსკისა და დოროგობუჟის ეპ. მიქაელი და მდივანი ა. ს. ბუევსკი. პროკომუნისტური "მშვიდობიანი ქრისტიანული კონფერენციის" დაფუძნება. საღვთისმეტყველო დილოგები მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის. მონაწილეთა შორის იმყოფებოდა სუროჯის მიტრ. ანტონი. 1959 ათინაგორა I ავალებს ცნობილ მოდერნისტს და ეკუმენისტს არქიეპისკოპოს იაკობს აწარმოოს მოლაპარაკება რომის პაპ იოანე XXIII. აუდიენცია შედგა 17 მარტს, რომელიც 1547 წლის შემდეგ წარმოადგენდა პირველ შეხვედრას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელსა და რომის პაპს შორის. აგვისტო - მღ. ვიტალი ბოროვოი ჟენევაში ეცნობა მსს-ს მუშაობას და დამკვირვებლის სტატუსით ესწრება მორიგ მსს-ს ცენტრალური კომიტეტის სხდომას კუნძულ როდოსზე (საბერძნეთი). ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დაფუძნება (ნიუბორგი, დანია). დეკემბერი - პირველად მოსკოვში ჩადის მსს-ს ოფიციალური დელეგაცია ვისსერტ ჰუფტის ხელმძღვანელობით. 1960 "მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" ცენტრალური კომიტეტის სხდომა სან-ენდრიუსში, შოტლანდია. დამკვირვებლები: მღ. ვიტალი ბოროვოი, ა.ფ. შაშკინი. 5 ივნისი- პაპი იოანე XXIII ქმნის სამდივნოს (შემდგომში, საბჭო) ქრისტიანთა გაერთიანების ხელშეწყობისთვის, კარდინალ ბეას ხელმძღვანელობით. მიტრ. ნიკოდიმ (როსტოვი) ინიშნება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ. ნოემბერი - მსს-ს შტაბ-ბინაში, ჟენევაში, შედგა შეხვედრა ჰუტსა, მიტრ. ნიკოდიმ (როტოვსა) და მსს-ს მდივანს ა.ს. ბუევსკის შორის რუსეთის ეკლესიის მსს-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 1961 18 ივლისი- რიგგარეშე სინოდის სხდომაზე მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) წარდგა მოხსენებით მსს-ში გაწევრიანების მნიშვნელობის, აუცელობლობის და დროულობასთან დაკავსირებით. 19 ნოემბერი - 5 დეკემბერი- მსს-ს გენერალური ასამბლეის ნიუ-დელში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გაწევრიანდა მსს-ში, ხოლო მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) აირჩიეს ცკ-ს წევრად. ასამბლეის მონაწილენი: მიტრ. ანტონი სუროჟელი, არქიეპ. იოანე შახოვსკი, მღ. ვიტალი ბოროვოი. კუნძულ როდოსზე, პირველი, სრულიად მართმადიდებელთა თათბირი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარდეს მონოფიზიტურ ეკლესიებთან უნიის შექმნა. 25 დეკემბერი- პაპი იოანე XXIII იწვევს კათოლიკური ეკლესიის ვატიკანის მეორე კრებას. 1962 10 ოქტომბერი- რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაწყვიტა მიეღო მიწვევა ვატიკანის მეორე კრებაზე თავისი დამკვირვებლების გაგზავნაზე. დელეგაციაში შედიოდნენ: არქიმანდრიტი ვლადიმერ (კოტლიაროვი) და მღ. ვიტალი ბორბოვოი. იწყება ვატიკანის მეორე კრება. ქრისტიანთა ერთობის საბჭომ დამკვირვებლად მოიწვია: მღ. ა. შმემანი, მღ. ნ. აფანასიევი, ნ. ს. არსენიევი. 1963 ქრისტიანთა ერთობის საკითხებში წმიდა სინოდის კომისიის თავმჯდომარე ხდება მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი). 1964 6 იანვარი -პატრიარქის ათინაგორასა და რომის პაპის პავლე VI მეგობრული შეხვედრა იერუსალიმში. დაარსდა უნიატური ფონდი Pro-Oriente. იწყება მართლმადიდებელთა არაფორმალური კონსულტაციები მონოფიზიტებთან, ორხუსი, დანია. მიღებულ იქნა განცხადება, რომ ქრისტეს შესახებ მართლმადიდებლური და მონოფიზიტური სწავლება ყოველმხრივ თანხვედრაშია, და თითქოსდა, მხოლოდ ტერმინოლოგიურ განსხვავებებში იმალება ერთიანი მრწამსი. 21 ნოემბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ Unitatis redintegratio 1965 ფარული მოლაპარაკებების შედეგად ვისსერტ ჰუფტმა შეძლო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსს-ში გაწევრიანება, მისგან მსს-ს ძირითად დოკუმენტებზე ხელმოწერის აუცილებლობის და ამ საკითხის ეკლეშიაში განხილვის გარეშე. აშშ-ში ეწყობა მართლმადიდებელ და კათოლიკე ეპისკოპოსთა პერიოდული თათბირები. 28 ოქტომბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკლარაცია არაქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებით Nostra Aetate. 7 დეკემბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკლარაცია რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ Dignitatis humanae. 7 დეკემბერს, სტამბოლში პატრიარქი ათინაგორა I და რომში რომის პაპი პავლე VI აცხადებენ 1054 წ.-ის ანათემის ურთიერთისადმი მოხსნის შესახებ, თითქოსდა, ამ თვითნებური გადაწყვეტილებით ეს ფაქტი წაიშლებოდა ეკლესიის მეხსიერებიდან. დეკემბერი - კარდინალ ბეას მოწვევით მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) დაესწრო ვატიკანის მეორე კრების დახურვას. 1966 კარდინალი ბეა ქმნის კათოლოკებსა და იუდეებს შორის ურთიერთობის კომისიას და ხდება მისი თავმჯდომარე. მსოფლიო კონფერენცია მსს-ს ეგიდით „ეკლესია და საზოგადოება“ (ჟენევა). მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) წარდგა მოხსენებით „დიალოგი რიმო-კათოლიკებთან „თანამედროვე ქრისტიანული სოციალური აზრი“ - შამბეზში (შვეიცარია) ფუძნდება მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი. 1967 დეკემბერი -პირველად გაიმართა საუბრები რიმოკათოლიკებსა და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს შორის. მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები ბრისტოლში (ინგლისი). 1968 4-20 ივლისი- მსს-ს გენერალური ასამბლეა უფსალაში, შვედეთი. მონაწილეები: მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი), მიტრ. ანტონი სუროჟელი, შემდგომში კონსტანტინოპოლის პარტიარქი ბართლომე. კათოლიკური ეკლესია ხდება მონაწილე კომისიის, "რწმენა და საეკლესიო მოწყობა". 1969 16 დეკემბერი -რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ ნიკოდიმ (როტოვის) წინადადებით მიიღო გადაწყვეტილება: იყო შემთხვევები, როცა „სტოროობრიადცები“ და კათოლიკები მიმართავდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას მათზე წმინდა საიდუმლოებების აღსრულებისთვის. განმარტებითად დადგინდა: არ იკრძალება „სტოროობრიადცებისა“ და კათოლიკების მიმართვა მართლმადიდებლურ ეკლესიისადმი მათზე წმინდა საიდუმლოებების აღსრულებისთვის. 1970 მიტრ. ნიკოდიმ (როტოვმა), მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია პაპი იოანეს XXIII პონტიფიკატის შესახებ. თავისი ნაშრომის მიზანი მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ავტორის ღრმად დარწმუნებულობამ პაპ იოანე XXIII განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაში, აიძულა იგი, აეღო კალამი და წარმოეჩინა ღვაწლი ამ განმანათებლისა, რომის ეკლესიისა. რუსეთის ეკლესია კეთილად ინახავს ხსოვნას ამ იერარქის შესახებ, მაგრამ ცხოვრება პაპ-მშვიდობისმყოფელისა, ამ სიტყვის სრული გაგებით, ცოტამ თუ იცის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად ობიექტურად წარმოგვეჩინა ეს შესანიშნავი ადამიანი, ქრისტიანი, ქრისტეს მსახური, წარმომადგენელი რიმო-კათოლიკური ეკლესიისა. მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები (ჟენევა). 1971 მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები (ადის-ბება). 1975 23 ნოემბერი - 10 დეკემბერი - მსს-ს გენერალური ასამბლეა ნაირობში. მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) იქნა არჩეული მსს-ს ერთერთ პრეზიდენტად. 1976 11-15 ოქტომბერი -დაიწყო მუშაობა საღვთისმეტყველო დიალოგის კომისიამ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის (რომი). 1977 20-25 ივნისი - შამბეზში, შვეიცარია, მართლმადიდელური მახარე იწყებს სხდომებს, კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირრებით. თავმჯდომარე: ეპ. პართენ კართაგენელი. 1978 29 მარტი - 1 აპრილი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებით გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო კომისიის პირველი მოსამზადებელი სხდომა. თანათავმჯდომარეები: ეპისკოპოსი პართენ კართაგენელი და ეპ. რამონ ტორელა. 5 სექტემბერი - რომში, იოანე-პავლე I -თან მიღების დროს გარდაიცვალა მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი). [ color=red]1979 29-31 ოქტომბერი [/color]- იუდეურ-ქრისტიანული დიალოგის სესია ბუქარესტში, რუმინეთი. მონაწილეობდნენ: მიტრ. დამასკინი შცეიცაროვსკი, პატრიარქი იუსტინე რუმინელი, მღ. იოანე რომანიდესი. 1982 მსს-ს კომისიის "რწმნა და საეკლესიო მოწყობა" მემორანდუმი: "ნათლობა, ევქარისტია და მსახურება" ("ლიმის დოკუმენტი"). 30 ივნისი - 6 ივლისი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული ერთობლივი საერთაშორისო კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „ეკლესიის და ევქრისტიის საიდუმლო წმინდა სამების შუქზე“ (მიუნხენი). 1983 24 ივლისი - 10 აგვისტო - მსს-ს გენერალური ასამბლეა ვანკუვერში. განსხვავებული ქრისტიანული კონფესიების ერთობლივი ევქარისტიული მსახურება („ლიმის ლიტურგია“) ვანკუვეერში, ასამბლეის დროს. 1985 შერეული, საღვთისმეტყველო კომისიის სხდომა საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის (შამბეზი, შვეიცარია). 1986 მე -3 საერთო მართლმადიდებლური მოსამზადებელი სხდომა იღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს მუშაობა მონოფიზიტებთან გაერთიანებისთვის. 27 ოქტომბერი - პაპ იოანე პავლე II მიერ ორგანიზებული რელიგიათშორისი "ლოცვა მშვიდობისათვის" ასიზში. მლოცველთა შორის: არქიეპ. მეთოდე ფიატირსკი (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო), ფილარეტ დენისენკო, კენტერბერიის "არქიეპისკოპოსი" როერტ რანსი, დალაი-ლამა, დედა ტერეზა კალკუტელი, იუდეველები, მახმადიანები, წარმართები: ინდუსები, სითხები, ბუდისტები, სინტოისტები, ინდიელი შამანები. 1987 9-16 ივნისი- კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული საერთაშორისო კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „სარწმუნოება, საიდუმლოებები და ეკლესიის ერთობა“ (ბარი, იტალია). 1988 9-27 ივნისი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „მღვდლობის საიდუმლოს ადგილი ეკლესიის საიდუმლოთა შორის, აპოსტოლური მემკვიდრეობის განსაკუთრებული ხაზგასმით საღვთო ერის ერთობისა და განწმენდისათვის“. 1989 • - მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებს „პირველ საერთო განცხადებას და მიმართვას ეკლესიებისადმი“ (კოპტური მონასტერი ანბა ბიშპოი). კომისიის თანათავჯდომარე: მიტრ. დამასკინ შვეიცარსკი. მონაწოლენი: მღ. იოანე რომანიდესი, ვლასიოს ფიდასი; • КЕЦ ერთობლივი კომიტეტის წევრებისა და ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების საბჭოს შორის შეხვედრა "ისლამი ევროპაში" 1989 წ. მღ. აუგუსტინ (ნიკიტინი); • მღ. ალექსანდრე მენი ატარებს ეკუმენურ შეხვედრას მოსკოვში, დევიზით "ისლამი - ქრისტიანობა: კონფრონტაცია თუ დიალოგი?" 1990 • - მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის „მეორე საერთო განცხადება და მიმართვა ეკლესიებისადმი“ (შამბეზი, შვეიცარია); • მსს-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო შეხვედრა თემაზე "სამართლიანობა, მშვიდობა და სამყაროს ერთიანობა". 1990 • 7-21 თებერვალი - მსს-ს გენერალური ასამბლეა კანბერაში. მომავალი პატრიარქი ბართლომე ხელმძღვანელობს "მართლმადიდებელ" ეკუმენისტთა დელეგაციას, სადაც იგი აირჩიეს მსს-ს ცენტრალური კომიტეტის და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1992 • პატრიარქს ბართლომეოს I აღიარებს ე.წ. "ეგვიპტურ დოკუმენტს" 1989 წ. ("პირველი ზოგადი განაცხადი და წინადადებები ეკლესიებს"), წინააღმდეგობის არ არსებობის დამადასტურებელს მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის. 1993 • პატრიარქ ბართლომეოს I ხელმძღვანელობით, ათენში, შედგა კონსულტაციები იუდაიზმის წარმომადგენლებთან. მონაწილეებს შორის: მღ. ვიტალი ბოროვოი. • 23 ივნისი - "ბალამანის უნია". კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებს ერთობლივ განცხადებას „უნიატობა, უნიის მიღწევის მეთოდები წარსულში და სრული კავშირის მიღწევის თანამედროვე ძიებანი“ (ბალამანდი, ლიბანი). განცხადებაში კათოლიკური ეკლესია აღიარებულია „და-ეკლესიათ“ და ლეგიტიმიზირებულია უნიატური, ლათინური ეკლესიების მოღვაწეობა. ხელმომწერთა შორის: მიტრ. გიორგი (ხოდრი), მიტრ. ამბროსი ჰელსინკელი. • კომისიის "რწმენა და საეკლესიო მოწყობა“, მსოფლიო კონფერენცია, სანტიაგო, ესპანეთი. • მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის სხდომა (შამბეზი, შვეიცარია). მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მართლმადიდებლებს და მონოფიზიტებს ყოველთვის ერთი და იგივე, ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სწავლება ჰქნდათ ქრისტეზე. თანათავმჯდომარე: მიტრ. დამასინ შვეიცარელი. მონაწილეთა შორის პიტირიმ (ნეჩაევი), მიტრ. გიორგი (ხორდი), მღ. იოანე რომანიდესი, მღ. ხეიკი ხუტენენი, ნიკოლოზ ზაბალოტსკი, ვლასიოს ფიდასი. 1994 • ივნისი - საერთაშორისო კონფერენცია "ისლამური ცივილიზაცია XXI საუკუნის მიჯნაზე (ისლამის 600 წლისთავი ციმბირში)" ომსკში. კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზებული იყო "მრგვალი მაგიდა": "მაჰმადიან-ქრისტიანთა თანამშრომლობა, მიზნები, ფორმები და პერსპექტივები" • ნოემბერი - მსოფლიო რელიგიათშორისი კონფერენცია თემაზე: "რელიგია და მსოფლიო" რივა დელ გარდა, იტალია. ორგანიზატორი და მონაწილე - პატრიარქი ბართლომეოს I. 1995 • პატრიარქს ბართლომეოს I ეწვია ეთიოპიის მონოფიზიტ პატრიარქს, რომლის დროსაც ერთობლივად იდღესასწაულეს ნათლისღება. • 27-30 ივნისი - პატრიარქ ბართლომეოს I ვიზიტი რომში. პაპ იოანე პავლე II-სთან შეხვედრის დროს გამოცხადდა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, გააგრძელდეს ძმური ურთიერთობა და თანამშრომლობა კათოლიკურ ეკლესიასთან. • მოსკოვში დაარსდა იტალიურ-ავსტრირლ-რუსული ფონდი "რადიო მარია". პრეზიდენტი - მღ. იოანე სცირიდოვი. ამ ფონდის და ООО «Си эР Тэ эН» ბაზაზე მაუწყებლობას იწყებს მოდერნისტულ ეკუმენური „ქრისტიანული ეკლესიურ-საზოგადოებრივი არხი“. • კათოლიკე არქიეპისკოპოს ილია (ზოგბას) მართლმადიდებლებისადმი შემოთავაზებულ ორ პუნქტიან აღიარებას: I. მე მწამს ყოველივე, რასაც ასწავლის აღმოსავლური მართლმადიდე-ბლობა; II. მე ვარ რომის ეპისკოპოსთან ისეთ ურთიერთობაში, როგორშიც მის უპირატესობასაც აღიარებდნენ პირველი ათასწლეულის წმიდა მამები, ეკლესიის გაყოფამდე. ხელი მოაწერა მიტრ. გიორგიმ (ხოდრ). 1996 • 15 აგვისტო - კათოლიკურ ღვთისმსობლის მიძინების დღეს მღ. ზენონის (თეოდორი) კურთხევით სპასო-მიროჟელის მონასტერში შესრულდა მესსა კათოლიკე მღვდელ რომანო სკალფისთან ერთად, რომლის დროსაც ეზიარა მღ. ზენონი და ზოგირთი, მონასტრის საძმოდან. • 28 ნოემბერი - მღ. ზენონზე და ძმებზე განხორციელდა დისციპლინარული ზომები (ფსკოვისა და ველიკოლუკის არქიეპისკოპოს ევსევის ბრძანებით მღ. ზენონს აეკრძალა ღვთისმსახურება). იგივე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არქიმანდრიტი ზენონი აღარ ირიცხება ფსკოვის ეპარქიის კლიროსში. • ეგნატე კრეკშინი და ს.ს ავერინცევი მონაწილეობდნენ სართაშორისო ეკუმენურ შეხვედრაზე „ადამიანები დარელიგიები“ რომში, რომლის დროსაც სრულდებოდა ერთობლივი ლოცვა კათოლიკებთან, პროტესტანტებთან, მახმადიანებთან, იუდეველებთან, ბუდისტებთან და ა.შ. 1998 • პატრიარქ ბართლომეოს I ხელმძღვანელობით იზრაელში ჩატარდა კონსულტაცია იუდეველებთან. • 31 აგვისტო - საერთაშორისო შეხვედრა "ხალხი და რელიგია." ალექსანდრიის პატრიარქ პეტრეს პროგრამით გათვალისწინებული მიმართვა "ქრისტიანობა და ისლამი დიალოგში." • 18 ნოემბერი - ეკუმენური შეხვედრა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურ კომისიასა და ხორვატიის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციას შორის. ზაგრები, ხორვატია. მონაწილეთა შორის-ეპ. ეგნატე მიდიჩი. • 3-14 დეკემბერი - მსს-ს გენერალური ასამბლეა ხარარში. • ცნობილი მოდერნისტი და ეკუმენისტი ეგნატე კრეკშინი (ყოფ. იღუმენი ეგნატე) იღებს კათოლიციზმს. 1999 •ცნობილი მოდერნისტი და ეკუმენისტი მარტირი ბარინი (ყოფ. იღუმენი მარტირი) იღებს კათოლიციზმს. 2000 • ნოემბერი - ფუძნდება ასოციაცია დიალოგისთვის მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის (პარიზი). ასოციაციის პრეზიდენტი-მღ. ბორის ბობრინსკი, ვიცე-პრეზიდენტი მიშელ სტავრუ. 2001 • კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორგანიზებით ბრიუსელში შედგა შეხვედრა „ღვთის მშვიდობა მსოფლიოში“ იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამი წარმომადგენლებს შორის. 2002 • 24 იანვარი - რელიგიათშორისი "ლოცვა მშვიდობისათვის" ასიზში, ორგანიზებილი პაპი იოანე პავლე II მიერ. მლოცველთა შორის: პატრიარქი ბართლომეოს I, მიტრ. პიტირიმ (ნიჩაევი), მახმადიანები, იუდეველები, წარმართები: ინდუისტები, სითხები, ბუდისტები, ვუდუისტები. • 11 სექტემბერი - მღ. ა. მენის მიმდევართა კონფერენცია "ქრისტიანობა და ისლამი. XXI საუკუნე“ მოსკოვში. • კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორგანიზებით ბაჰრეინში ჩატარდა ისლამურ-ქრისტია-ნული კონფერენცია. შეხვედრაზე მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ტოლერანტობის და ჰარმონიულობის ღირებულებებს და განაცხადეს ექსტრემიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე ყველა რელიგიაში. 2004 • 23-27 ივნისი - "მართლმადიდებლურ"-კათოლიკური, წმ. ირინეოს ლიონელის სახელობის, სამუშაო ჯგუფის დაფუძნება. დამფუძნებელთა შორის: ეპ. ეგნატე (მიდიჩი), მღ. იოსებ (პუსტოუტოვი), მღ. იობ (გეჩა), მღ. ვიორელ იონიტა, პავლე მეიენდორფი. 2005 • 3 მარტი - მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის სხდომა (შამბეზი, შვეიცარია). მონაწილეთა შორის: ემანუილ ფრანგი, ვლასიოს ფიდასი. • 11-13 სექტემბერი - საერთო მართლმადიდებელთა შეხვედრაზე სტამბულში მიტრ. იოანე პერგამელს ნიშნავენ კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის ხელმძღვანელად. 2006 • 14-23 თებერვალი - მსს-ს გენერალური ასამბლეა პორტუ-ალეგროში (ბრაზილია). მონაწილეებს შორის: ეპ. ეგნატე (მიდიჩი), ეპ. ილარიონ (ალფეევი). • მაისი - იორდანიაში გაიმართა ქრისტიანულ-მუსულმანური ფორუმი "ცივილიზაციათა დიალოგი." ფორუმს მუშაობაში მონაწილეობდნენ: ტაშკენტის მიტროპოლიტი ვლადიმერი, რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში, არქიმანდრიტი ელისე (განაბა), რუსეთის ევროპული ნაწილის მუსულმანთა სამმართველოს მოადგილე შეიხი ფარიდ ასადულინი. იორდანიის მხრიდან მონაწილეობდნენ პრინცი გაზი ბენ მუჰამედი, ფილადელფიელი მიტრ. ბენედიქტე და სხვანი. • 29 ნოემბერი 1 დეკემბერი. რომის პაპ ბენედიქტე XVI ვიზიტი სტამბოლში. პაპმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ლოცვაში პატრიარქი ბართლომე I-თან ერთად, დაესწრო საღვთო ლიტურგიას წმ. გიორგის ეკლესიაში, ფანარაში. პაპმა და პატრიარქმა ერთად ილოცეს, ერთმანეთს ეამბორნენ „მშვიდობის აბორი“ და აკურთხეს მლოცველები. ამავე ვიზიტის დროს პატრიარქი ბართლომე ესწრებოდა და ლოცულობდა კათოლოკურ მესაზე სული წმინდის ტაძარში, სტამბულში. 2007 • 8-14 ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული საერთაშორისო კომისიის სხდომა (რავენა, იტალია). მიღებულ იქნა „რავენის დოკუმენტი“ „ეკლესიოლოგიური და კანონიკური ძიება ეკლესიის საიდმლო ბუნებასა და მის კრებსითობაში“. მონაწილეთა შორის: პერგამელი მიტრ. იოანე, ეპ. ეგნატე (მიდიჩი). • 20-24 აპრილი - მიმართვა „ქრისტეს შეცნობა თავის ხალხში“ სიონიზმის მხარდასაჭერად წმინდა მიწაზე და იუდეველებთან ეკუმენური დიალოგის ხელშეწყობისთვის. ხელმომწერთა შორის: მღ. იოანე სვირიდოვი, მღ. ვლადიმერ ზელენსკი, ინოკენტი (პავლოვი), ვალენტინ ნიკიტინი. • 19 ოქტომბერი - ელისტის და კალმიცკის არქიეპ. ზოსიმემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ელისტის გარეუბანში, შრომა-გასწორების კოლონიის ტერიტორიაზე მეჩეთის გახსნაში. 2008 • 22-23 იანვარი - მესამე საერთაშორისო კონფერენცია "თანაცხოვრება და მშვიდობის მყოფობა“ ამანი (იორდანია). კონფერენციას ესწრებოდნენ მუსულმანი ლიდერები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის მართლმადიდებელებიც: ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე. მონაწილეებმა აღიარეს, რომ ისინი - ქრისტიანები და მახმადიანები - როგორც ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები, თანხმდებიან: პატივი სცენ რწმენისა და რელიგიურ თავისუფლებას, პატივი სცენ ყველა მოციქულსა და წინასწარმეტყველს, წმინდა წიგნებს და რელიგიურ ტექსტებს, გაგრძელდეს დიალოგი და თანამშრომლობა ერებს შორის, სამართლიანობის, მშვიდობის, განვითარების და ღირსეული ცხოვრებისათვის, რომლისკენაც მოუწოდებს ზეციური რელიგიების ადამიანური და რელიგიური სწავლებანი. • 2 ივნისი - პატრიარქს ბართლომეოს I ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში. • 27 სექტემბერი - 4 ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული საერთაშორისო კომისიის სხდომა (კრეტა). მომზადდა სამუშაო დოკუმენტი "რომის ეპისკოპოსის როლი ეკლესიის ერთიანობაში პირველ ათასწლეულში". • ოქტომბერი - პატრიარქი ბართლომეოს I ილოცა პაპთან ერთად სიქსტის კაპელაში კონფესიათშორისი შეხვედრის დროს, რომლის მოწვევის თემაც იყო ფუნდამენტალიზმთან ბრძოლა და რელიგიური შემწყნარებლობა. • სტავროპოლის ეპარქიასა და ყაბარდო-ბალკანეთის მუსულმანთა სულიერი მმართველობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრობლობაში, ახალგაზრდობის ტრადიციულ ფასეულობებზე აღზრასთან დაკავშირებით, აგრეთვე სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას. • 11-13 დეკემბერი - სამ დღიანი სემინარი ათენში "დიალოგი ქრისტიანობასა და ისლამი შორის" შეხვდა მორწმუნეთა პროტესტს მართლმადიდებლობის გამყიდველთა წინააღმდეგ. სემინარი ორგანიზებული იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და World Islamic Call Society მიერ. ერთერთი ძირითადი მოქმედი პირი - მახმადიანებთან ურთიერთობის კომიტეტის თავჯდომარე მიტრ. ემანუელ ფრანგი. 2009 • ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული საერთაშორისო კომისიის სხდომა (პაფოსი, კვიპროსი). მონაწილეებს შორის: პერგამოს მიტრ. იოანე, არქიეპ. ილარიონ (ალფეევი). • 12 ნოემბერი - სამეცნიერო კონსულტაციები მართლმადიდებლებსა და იუდეველებს შორის, ათენი. შეხვედრა შედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ინიციატივით, ელადის ეკლესიისა და საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით. შეხვედრაზე, სახელწოდებით "მსოფლიო კრიზისში: ზნეობრივი საკითხები და რელიგიური პერსპექტივები" მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ყველა მართლმადიდებელი ეკლესიიდან, გარდა ბულგარეთის და ფინეთის და იუდაიზმის 13 წარმომადგენელის, ძირითადად - ისრაელის პროფესორები. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |