მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18 » ღირსი თეოდოსის ანდერძი დიდი მთავრისადმი
8:12 PM
ღირსი თეოდოსის ანდერძი დიდი მთავრისადმი


“უფალო, გვაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთან, ღვთისმოყვარეო მთავარო! მე, უღირსი თეოდო-სი, მონა წმიდისა სამებისა _ მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, წმიდა და მართლმადიდებლურ რწმენით შობილვარ და მართლმადიდებელ მამისა და დედის კეთილმოძღვრებით აღვზრდილვარ.

ლათინურ რწმენას ნუ თანაეზიარებით, მათ ადათ-წესებს არ მისდიოთ, მათ ზიარებას გაექე-ცით, მათ ყოველგვარ სწავლებას მოერიდეთ და მათი ზნე-ჩვეულებები იუკადრისეთ.

უფრთხილდი, შვილო, მრუდე რწმენის მიმდევართ და ყოველგვარ საუბარს მათთან, რამეთუ აღვსილა მათგან ჩვენი მიწა. თუკი ვინმე აცხოვნებს თავის სულს, მხოლოდ მართლმადიდებლურ რწმენაში ცხოვრებით, რადგან არ არის სხვა, უმჯობესი სარწმუნოება, თვინიერ ჩვენი წმიდა და უბიწო მართლმადიდებლური სარწმუნოებისა.
ამ რწმენაში ცხოვრება არა მარტო ცოდვათა და მარადიულ სატანჯველთაგან გიხსნის, არა-მედ საუკუნო ცხოვრებასაც ზიარ-გყოფს და დაუსრულებლად იხარებ წმიდანებთან ერთად. სხვა _ კათოლიკურ, მუსულმანურ ან სომხურ რწმენაში მხოვრებნი კი ვერ იხილავენ საუკუნო ცხოვრე-ბას.

არც ქება გმართებს შვილო, უცხო რწმენისა. რამეთუ სხვა რწმენის ქება საკუთარი რწმენის გმობას ნიშნავს. ხოლო თუ ვინმე ერთბაშად აქებს თავის და უცხო რწმენასაც, მაშინ იგი ორგვა-რად მორწმუნეა და ახლოსაა მწვალებლობასთან. შენ კი, შვილო, მოერიდე ასეთ ადამიანებს და შენს რწმენას განუწყვეტლივ ქება შეასხი. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ივლტოდე მათგან და კეთილი საქმეებით იღვაწე შენს რწმენაში. მოწყალება უყავ არა მარტო ერთმორწმუნეთ, არამედ სხვა რწმენის მიმდევართაც. თუ შიშველი, მშიერი ან განსაცდელში მყოფი იხილო, შეძლებისდა-გვარად ყველას მიმართ მოწყალე იყავ და იხსენი განსაცდელისაგან, ურია იქნება იგი, თურქი თუ ლათინი, და არ მოგაკლდება ჯილდო ღვთისაგან, რამეთუ თავად ანიჭებს ამ ქვეყნად ღმერთი თავის წყალობას არა მარტო ქრისტიანებს, არამედ ურწმუნოთაც. წარმართებსა და სხვა რწმენის მიმდევრებზე ამ ცხოვრებაში ზრუნავს ღმერთი, მაგრამ მომავალში ისინი მოაკლდებიან საუკუნო სიკეთეებს. ჩვენ კი, მართლმადიდებლურ რწმენაში მცხოვრებთ, სააქაოსაც გვანიჭებს ღმერთი ყველა სიკეთეს და საიქიოშიც გვაცხოვნებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

შვილო, სიკვდილიც რომ მოგიხდეს შენი წმიდა სარწმუნოებისათვის, უშისრად წადი სასიკ-ვდილოდ. წმიდანებიც ასე კვდებოდნენ რწმენისთვის, ახლა კი ცხოველ არიან ქრისტეში. თუ ვინმე უცხო რწმენის მიმდევარი ნახო მართლმადიდებლებს ეკამათებოდეს და ცბიერებით მათი მართა-ლი რწმენისგან ჩამოშორებას ცდილობდეს, დაეხმარე, შვილო, მართლმადიდებლებს. ამით შენ ლომის ხახისგან ცხვარს გამოიხსნი. ხოლო თუ გაჩუმდები და ერთმორწმუნეთ არ შეეწევი, მაშინ თუნდ ქრისტესთვის წარგიტაცნია გამოსყიდული სული და ეშმაკისთვის მიგიცია.

თუ მოწინააღმდეგე გეტყვის, თქვენი და ჩვენი რწმენაც ორივ ღვთისგანააო, ამგვარად უპასუხე მას, შვილო: “მრუდე რწმენის აღმსარებელო! ნუთუ შენ ღმერთსაც ორგვარი რწმენის მიმდევრად თვლი! არ გესმის, ბოროტი რწმენით გარყვნილო, რას ამბობს წერილი: “ერთ არს ღმერთი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება” (ეფ. 4,5). არ გესმის პავლე მოციქულის სიტყვები: “გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელ-იგი გახარეთ თქვენ, შეჩვენებულ იყავნ” (გალ. 1,8).

თქვენ კი, ლათინებო, მოციქულთა და წმიდა მამათა ქადაგების უარისმყოფელნო, მიიღეთ ყოვლითურთ დამღუპველი, მცდარი და შერყვნილი რწმენა. ამიტომაც უარგყავით ჩვენ. ამიტომაც არ გვშვენის თქვენთან ერთად მსახურება და საღმრთო საიდუმლოებებთან ერთად მიახლება, რაც თქვენ ჩვენებთან ერთად, არც ჩვენ თქვენებთან ერთად, რადგან მკვდარნი ხართ თქვენ და მკვდარ მსხვერპლს სწირავთ, ჩვენ კი ცხოველ ღმერთს ვწირავთ წმიდა და უბიწო მსხვერპლს, რათა დავიმკვიდროთ მარადიული ცხოვრება. ამინ!
კატეგორია: პაპიზმი | ნანახია: 911 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: