მთავარი » 2011 ნოემბერი 18 » კომენტარები დაგეგმილი მსოფლიო კრების საკითხთა წრესთან და თავად კრების ჩატარებასთან დაკავშირებით
3:01 PM კომენტარები დაგეგმილი მსოფლიო კრების საკითხთა წრესთან და თავად კრების ჩატარებასთან დაკავშირებით | |
`მსოფლიო კრების~ მოსამზადებელ თათბირებში მონაწილეობა უნდა შეფასდეს ეკლესიის კანონებისა და ეკლესიის სისავსის იგნორირებად. ამის საფუძველს გვაძლევს ეკლესიის წმიდა გადმოცემა, კანონები და ტრადიციები: 1. განსახილველი `კრება~ არ იქნება მსოფლიო კრება, რადგან მსოფლიო კრების ბუნება და მისი მოწვევის კანონიკური წინაპირობები განსხვავებულია და შეეხება მხოლოდ უმნიშველოვანეს, - დოგმატურ და ეკლესიის მოწყობის საკითხებს. ეს საკითხები უკვე განხილულია წინა მსოფლიო კრებების მიერ, დადგენილია ეკლესიის მოწყობის საკითხი, ჩამოყალიბებულია სარწმუნოების დოგმატური საფუძვლები, ანათემასაა გადაცემული წვალებანი. 2. ყველა მსოფლიო კრება, აღარაფერს ვამბობთ ადგილობრივ კრებებზე2), ყოველთვის უნდა მოქმედებდეს წინამორბედი კრებების მემკვიდრეობითობის ჩარჩოებში (იხ. დანართი1). ეს ძალიან კარგად ჩანს თავად ოროსებიდან. ქალკიდონის კრების ძეგლისწერა ასე იწყება: `წმიდათა მამათა მიერ თითოეულსა კრებასა შინა ვიდრე აქამომდე დასხმულთა კანონთა მტკიცედ პყრობაÁ განვაჩინეთ~. კონსტანტინოპოლის კრების ძეგლისწერის დასაწყისში წერია: `შემოკლებული საზღვარნი დავსხენით, სარწმუნოებაÁ ნიკეას შეკრებილ მამათაÁ დავამტკიცეთ და წინააღმდგომნი მისნი წვალებანი შევაჩუენეთ. ამათ გარდა კეთილად წესიერებისათÂსცა ეკლესიათაÁსა სიტყÂთ კანონნი განვსაზღვრენით, რომელნიცა აქა წიგნსა ამას ჩუენსა შეუდგინეთ~. ჩატარებულ მსოფლიო კრებათა დადგენილებების შეცვლა იკრძალება და ისჯება: `დაე, ნურავის ექნება ნება ზემოაღნიშნულ კანონთა შეცვლის, ანდა გაუქმების~. . . ხოლო თუ ვინმეს ემხილოს, რომ ზემოთქმულ კანონთაგან რომელიმეს შეცვლა, ან გარდაქმნა დააპირა, ასეთი ვალდებულია მის მიერ ხელყოფილი კანონით განსაზღვრული ეპიტიმია იტვირთოს~1. 3. ხსენებული მემკვიდრეობითობა და დადგენილებათა უცვალებლობა განაპირობებს საეკლესიო კრებაზე სულიწმიდის შე მოქ მ ედე ბ ითად მ ყოფობ ას და კრე ბ ას `ღმრთის თანამოქმედად~ აქცევს. კრებებზე ადამიანები ამოწმებენ იმას, `რასაც იტყვის სული ეკლესიათა~ (გამოცხ. 2,7.), ანუ ღმრთის ნებას. `უნდა გვწამდეს, რომ ყოველივე, რაც წმ. მამებმა დაადგინეს ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე2), წარმომდინარეობს სულიწმიდისაგან, ვითარცა მოციქულებმაც თავიანთ კრებაზე თქვეს: `ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა (საქმე 15:28). მათი მაგალითით შემდგომმა მართლმადიდებელმა კრებებმაც მსგა ვსი დასკვ ნით თა ვია ნთი დადგე ნილე ბ ე ბი დაამტკიცეს~3). თუ ეპისკოპოსები, რომლებიც შეადგენენ კრებას, არ თანამოქმედებენ სიმდაბლით ღმერთთან, რათა მათი ბაგეებით აუწყოს წმიდა სულმა, ცვლიან წინა კრებების დადგენილებებს, მაშინ ასეთი კრებები არ აუწყებენ ჭეშმარიტებას, და ეკლესია შემდგომში არ მიიჩნევს მათ `ეკლესიის უცოდველ ბაგეებად~ და `სულიწმიდის საყვირებად~ და, მეტიც, ასეთ კრებებს `ავაზაკთა~ კრებებს უწოდებს. ასეთ კრებებზე არ არის ღმერთისა და კაცის სინერგია და ამიტომ არ არის ჭეშმარიტება. მხოლოდ მაშინ, როდესაც კრების გადაწყვეტილება `სათნოა ღმრთისთვის~, სათნო იქნება `კაცთათვის~. 4. კრება უნდა იყოს მართლმადიდებლური. ეკლესიისთვის აუცილებელია ის თვალსაზრისი, რომ ეკლესიის მამათა რწმენა კრებების დადგენილებების უმცდარობის შესახებ ვრცელდება არა მარტო უკვე ჩატარებულ კრებებზე, არამედ იმ კრებებზეც, რომელთა ჩატარებაზეც შეიძლება იყოს საუბარი. კრების მართლმადიდებლურობა აუცილებლად უკავშირდება ისეთ პრინცი პულ დებულებებს, როგორიცაა: • კანონიკური ერთგულება ეკლესიის მოწყობისადმი, რომელიც დაფიქსირებულია წმინდა კანონებში; • უსიტყვო მიდევნება მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა, რომლებზეც აგებულია მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლება; • უკანასკნელი ასევე გულისხმობს წმიდა გადმოცემებისადმი მკაცრ მიდევნებას. 5. მხოლოდ გარეგნული მხარე, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის მოწვევა კრებაზე იმ რიცხოვნობით, როგორც ეს მსოფლიო კრებებზე ხდებოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს კრება თავისი არსით მსოფლიოა და მისი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ე ბ ი სავალდებულო ხასიათისაა. ასეთ კრებაზე თვით ყველა ა ვ ტ ო კ ე ფ ა ლ უ რ ი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა დასწრება ჯერ კიდევ არ იძლევა იმის მტკიცებას, რომ შემდგარი კრება მსოფლიოა. მსოფლიოობისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეფასდეს კრებაზე წარმოდგენილი საკითხები და დადგინდეს მიღებული გადაწყვეტილებების ჭეშმარიტებასთან შესაბამისობის ხარისხი. თუ გადავხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც განხილულ უნდა იქნენ ზემოთ ხსენებულ მსოფლიო კრებაზე _ ყველა ისინი თავისი არსით ან შეეხებიან სარწმუნოებას (კონფესიათა და რელიგიათა შორის დიალოგი, ერთობლივი ლოცვები), ან ეკლესიის კანონებს (პასქალიისა და კალენდრის, სასულიერო პირების მეორედ ქორწინების, მარხვების შემცირებისა და შესუსტების, დიასპორისა და ა.შ. შესახებ საკითხები). და წინასაკრებო კომისია, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს მსოფლიო კრებებზე მიღებული და დამტკიცებული კანონიკური კანონების გადახედვას. უკვე ამიტომ არ შეგვიძლია ვუწოდოთ მოსალოდნელ მსოფლიო კრებას მართლმადიდებლური. თავისი მიზნებითა და სულით ის უცილობლად იქნება რეფორმატორული სულის მატარებელი. ამიტომ საკრებო ფრაზა `ჯერ-უჩს წმიდასა სულსა და ჩუენცა~ იქნება მხოლოდ ყალბი საფარველი უკანონო ქმედებებისათვის. უეჭველია, რომ ასეთი კრების გადაწყვეტილებები უარყოფილი იქნება ეკლესიის სისავსის მიერ. ბ მოკლედ მოვიყვანოთ ეკლესიის სწავლების, კრებათა კანონების ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულია განსახილველად წარმოდგენილ საკითხებთან და რომელთა ცვლილებებიც იგეგმება, რაც გამომდინარეობს წინასწარი განხილვებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. დიასპორის საკითხს ქვემოთ შევეხებით, ხოლო II -IV საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სხვა საკითხებს: 5. დღესასწაულების საერთო კალენდრის დადგენა. ეკლესიის სწავლების, 1583 წლის კრების, მსოფლიო პატრიარქ კირილე ვ-ის 1756წ. მრგვლივ მოსავლელი ეპისტოლეს, ასევე მსოფლიო პატრიარქ ანთიმოზ ვჳ-ისა და სხვა აღმოსავლელი პატრიარქების (მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქების) 1848წ. მრგვლივმოსავლელი ეპისტოლეს საფუძველზე ვთვლით, რომ დაუშვებელია პასქალიისა და თთვენის შეცვლა ერეტიკოსების საამებლად. 6. წესები და წინააღმდეგობები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისათვის. ქრისტეს ეკლესია კრძალავს შერეულ ქორწინებებს მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის, რადგან ასეთ კავშირს არა აქვს მთავარი თვისება, _ სულიერი ერთობისა ქრისტეში. ამით კი იგი უგულებელყოფს ქორწინების საიდუმლოს, რომელიც საერთო რწმენას გულისხმობს. ამ საკითხისათვის მთავარი სახელმძღვანელო დებულებებია ტრულის კრების 72-ე კანონი, ლაოდიკიის კრების მე-10 კანონი. ქორწინებისა და ჯვრისწერის ჩატარების, განქორწინებისა და ჯვრის აყრის და ქორწინების ჩატარებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების საკითხები დადგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით და ჩვენ, მართლმადიდებლები, განუხრელად უნდა მივდევდეთ და არ უნდა ვცვლიდეთ მათ. 7. მარხვის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში. ეკლესიის წმიდა გადმოცემა ადასტურებს, რომ მარხვის დაცვა აუცილებელია და რომ ეს არა რის ადამიანის გამოგონება, არამედ დადგენილია საეკლესიო კრებების მიერ სულიწმიდის თანაქმედებით. მარხვას ახალი აღთქმის ეკლესიაში თავად მაცხოვარმა, იესო ქრისტემ დაუდო საფუძველი, იმარხულა რა 40 დღე უდაბნოში, რითაც მოგვცა როგორც მარხვის მაგალითი, ასევე მარხვის საზომი. სახარებაში კი მაცხოვარი მცნებად გვიდებს: `ხოლო ნათესავი ესე არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა~ (მათე, 17, 21). მარხვის შემსუბუქება, შემცირება ან გაუქმება იქნება ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო ქმედება. 8. სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან კავშირის საკითხები. წმ. მოციქულთა კანონები (10, 45, 64, 65), ლაოდიკიის კრების 33-ე კანონი, მეექვსე მსოფლიო კრების მე-2 კანონი, ასევე წმიდა მამათა სწავლებები მიუღებლად მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლებმა იქონიონ მწვალებლებთან და სქიზმატებთან ლოცვითი, ან სხვა სარწმუნოებრივი კავშირი, ხოლო დამრღვევთათვის აწესებენ სასჯელს, ეკლესიიდან განკვეთის ჩათვლით. 9. ეკუმენისტური მოძრაობა; ეკუმენიზმი დაგმობილია თანამედროვე ეკლესიის მამების (ნიკოლოზ სერბი, იუსტინე პოპოვიჩი, სერაფიმე როუზი, პაისი ათონელი და სხვ.) მიერ, რომლებიც ეკუმენიზმს მწვალებლობათა მწვალებლობას უწოდებენ. ამიტომ ეკუმენიზმის მიმართ ვრცელდება ყველა ის კანონი და სასჯელი, რომელიც წინა პუნქტში მოვიყვანეთ. ამას გარდა, რიგი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ეკუმენიზმთან (მაგ. რუსეთის, 1948წ). ეკუმენისტურ მსოფლიო ეკლესიათა ს ა ბ ჭ ო ს თ ა ნ ( ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს , ბულგარეთის ეკლესიები, ასევე ამერიკაში ა ნ ტ ი ო ქ ი ი ს იურისდიქციაში მყოფი ს ა კ რ ე ბ უ ლ ო ) დაკავშირებით. თვით ის ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც ჯერ კიდევ მონაწილეობენ ეკუმენისტურ დიალოგებში, დაუფარავად გამოხატავენ ამ დიალოგების უპერსპექტივობას ჭეშმარიტების დამოწმების თვალსაზრისით. 10. მართლმადიდებლობის წვლილი ქრისტიანული იდეალების _ მშვიდობის, ძმობისა და თავისუფლების _ განმტკიცების საქმეში. ეს საკითხიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმიდა წერილს, წმიდა გადმოცემას და ეკლესიის სწავლებას. მართლმადიდებლობას მოაქვს ჭეშმარიტების სინათლე სხვა ხალხებისათვის და არ უნდა ექვემდებარებოდეს ამ სოფლის ადამიანთა მსოფლმხედველობას, არ უნდა მიდიოდეს კომპრომისზე ერეტიკოსებთან. ჩვენ ვემხრობით აზრს, რომ მართლმადიდებელი მოძღვრები უნდა ამხელდნენ თანამედროვე მსოფლიოს ცოდვებს და, სახარებაში ხსენებული `შიშისათÂს ðურიათაÁსა~ (იოანე, 20,19) არ უნდა მიდიოდნენ სინდისთან გარიგებაზე. რაც შეეხება დიასპორის საკითხს, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო განიხილავს როგორც `ახალ მოვლენას მართლმადიდებელი ეკლესიისათვის~, ასევე გამოგონილი პრობლემაა. და მისწრაფება, გადაწყვიტოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო დაავადებულია კოსმოპოლიტიზმის სულით. შესაძლოა ეს სიტყვები რამდენადმე მკვეთრია, სამაგიეროდ ზუსტად გამოხატავს კონსტანტინოპოლის დღევანდელ საეკლესიო ამბიციებს. დიასპორის საკითხი, მაშინაც კი, თუკი იგი იარსებებდა როგორც პრობლემა, სრულებითაც არ მოითხოვს მის განხილვას უმაღლეს საეკლესიო ეკუმენიზმთან მებრძოლი ქრისტეს ეკლესია დონეზე. ბევრი საკითხი, თუნდაც კანონიკური რიგისა, სავსებით შესაძლებელია განიხილებოდეს ეკლესიათა წარმომადგენლებს შორის მიმოწერის დონეზე, რომელთა პოზიციები საგანგებოდ იქნებოდა მომზადებული კანონიკური სამართლისა და სარწმუნოების საკითხთა სპეციალური კომისიის მიერ ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიაში. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შეფასებით4): ` უნდათ რომ მართლმადიდებელ ეკლესიას თავს მოახვიონ ის მოდელი, რომელიც არსებობს კათოლიკურ ეკლესიაში _ ეს არის მაქსიმალურად ცენტრალიზებული საეკლესიო ძალაუფლების მოდელი, რომლის თავში ერთი ეპისკოპოსია და რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის თავი. ამ მოდელით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა მართოს ე.წ. დიასპორის ყველა ეკლესია, ანუ გაერთიანებები, რომლებიც არ იმყოფებიან ისტორიული, კანონიკური, ეროვნული ეკლესიის საზღვრებში, უნდა შევიდნენ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. მართლმადიდებლურ ტრადიციაში არასდროს არ არსებობდა ასეთი მოდელი. ჩვენ არა გვაქვს უფლება, შევცვალოთ ჩვენი სწავლება ეკლესიის შესახებ~. 1961 წლის შემდეგ ჩატარებული მართლმადიდებელთა თათბირების ანალიზი ცხადყოფს მათ სრულიად არამართლმადიდებლურ ხასიათს, რადგან მათზე მიღებული გადაწყვეტილებები `არსობრივად მიიღება ეკლესიის სისავსის იგნორირებითა და სარწმუნოების ხელუხლებლობის მიმართ სიფრთხილის გამოჩენის თაობაზე~ პატივცემული პირების რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე. ამგვარად, თუ გადავხედავთ განსახილველად შემოთავაზებულ საკითხებსა და შევაფასებთ მათი განხილვის ხერხებსა და პრინციპებს, მივხვდებით, თუ როგორი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ჩვენ ჩვენს ეკლესიას, თუკი მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო კრების მომზადებასა და ჩატარებაში. ასეთი კრება აუცილებლად მიგვიყვანს განხეთქილებასთან და არა ეკლესიის ერთობასთან. კალენდრის ტრაგიკული, თვითნებური რეფორმის გატარების შედეგად თავისი სამწყსოს დაკარგვის სამწუხარო მაგალითს თავად კონსტანტინოპოლის ეკლესია იძლევა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მისი წინამძღოლების რეფორმატორული განწყობილება, სავსებით გვაძლევს უფლებას უარვყოთ პატრიარქ ბართლომეს თეზისი მსოფლიო საპატრიარქოს, როგორც `მართლმადიდებელი ეკლესიის საკოორდინაციო ცენტრის~ შესახებ. 1923 წლიდან მსოფლიო საპატრიარქო ხდება მართლმადიდებლობის რღვევისა და განადგურების ცენტრი. ამიტომ თავად იდეა სრულიად მართლმადიდებლთა კრების მოწვევის შესახებ წარმოადგენს არა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის განმტკიცებისაკენ სწრაფვას, არამედ გვევლინება მთავარ ნაბიჯად მართლმადიდებლი ეკლესიის ნგრევის გეგმის განხორციელების გზაზე. თუ მსოფლიო კრება შედგა, ეჭვი არ არის, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ შემოთავაზებული საკითხები განხილულ იქნება საეკლესიო ცხოვრების სეკულარიზაციისა და ლიბერალიზაციის სიბრტყეში, და, შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წყობის დანგრევის მიმართულებით. ჩვენი წერილის დასასრულებლად, თანადროულად მივიჩნიეთ ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) სიტყვების შეხსენება: `ჩემი სინდისი მაიძულებს ისევ მივმართო ვედრებით სერბეთის მოწამებრივი ეკლესიის წმიდა სინოდს: დაე, სერბეთის ეკლესიამ თავი შეიკავოს ე.წ. სრულიად მართლმადიდებელთა კრების მომზადების საქმისა და თავად მასში მონაწილეობისგან. რადგან, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი კრება ჩატარდება, მისგან მხოლოდ ერთს უნდა მოველოდეთ: განხეთქილებებს, მწვალებლობებსა და მრავალი სულის დაღუპვას. და ეკლესიის ისტორიული სამოციქულო-წმიდამამობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კრება კურნების ნაცვლად ახალ ჭრილობებს გააჩენს ეკლესიის სხეულზე და შექმნის მისთვის ახალ პრობლემებსა და გაჭირვებებს~ ეკუმენიზმთან მებრძოლი ქრისტეს ეკლესია | |
|
სულ კომენტარები: 0 | |