მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18 » კრიტიკული განხილვა პაპის ძალაუფლების შესახებ რომის ეკლესიის სწავლებისა სახარებიდან აღებული დასაბუთებანი
7:34 PM
კრიტიკული განხილვა პაპის ძალაუფლების შესახებ რომის ეკლესიის სწავლებისა სახარებიდან აღებული დასაბუთებანი
რომაულ-კათოლიკური სარწმუნოებრივი მოძღვრების უმთავრესი განსხვავება მართლმადიდე- ბლური სწავლებისაგან მდგომარეობს პაპის შესახებ დოგმატში, რომლის თანახმადაც პაპი არის ეკლესიის ხილული, უზენაესი და უცდომელი თავი, ღვთის ნაცვალი მიწაზე.

ეს სწავლება, რომელიც დასავლეთის ეკლესიაში მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ვი- თარდებოდა, საბოლოოდ გამოცხადდა პაპ პიუს IX მიერ ვატიკანის კრებაზე 1870 წელს.
უცნაურობა და სიმცდარე ამ დოგმატისა საღი ქრისტიანული განსჯისათვის ყველაზე მარტივი მოსაზრებებითაა აშკარა. ცხადია, რომ ეკლესია, რომლის თავიც თავად იესო ქრისტეა, რომელიც მუდამ მასთან მყოფობს სოფლის აღსასრულამდე, არავითარ თავს არ საჭიროებს. ეკლესიის, ქრისტეს ღვთაებრივი სხეულის თავი რ შეიძლება იყოს ადამიანი. მოკვდავ კაცთაგან არავის ძალუძს იყოს თავი დიადი სხეულისა, რომელიც იარსებებს “ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკენეთა უკუნისამდე”(ეფ. 3,21) და მოიცავს არა მარტო მიწაზე მცხოვრებ ურიცხვ თაობათა რიგს, არამედ ამ სოფლიდან გასულ მორწმუნეთა უთვალავ დასსაც. ყველაზე დიდი, ყველაზე წმიდა ქრისტეანები არიან ეკლესიის წვრები და არა უმეტეს; თავად მოციქულნი თავს ეკლესიის მსახურებს უწოდებენ (კოლ 1,24-25).

ასევე ცხადია, რომ მაღალი თვისება უცდომელობისა არ შეიძლება მიეწეროს ვინმეს მოკვდავ კაცთაგან. რომაელი კათოლიკენი, რომლებიც პაპს ეკლესიის თავსა და უცდომელს უწოდებენ, მას იმგვარ ძალაუფლებასა და თვისებებს მიაწერენ, რაც მარტოოდენ ღმერთს შეჰფერის, ანუ თითქოსდა ღმერთად სახვენ მოკვდავ ადამიანს.
რას ეფუძნება ლათინთა სწავლებას პაპის, როგორც ეკლესიის უზენაესი და უცდომელი ხი-ლული თავის შესახებ?
რომაელ-კათოლიკე ღვთისმეტყველნი ამტკიცებენ, რომ თავად იესო ქრისტემ, რომელიც თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს იყო თავი მის მიერ დაარსებული ეკლესიისა, თავის შემდეგ უმაღლესი ძალაუფლება ეკლესიაზე პეტრე მოციქულს დაუტოვა, მიანიჭა რა მას სხვა მოციქულთა წინაშე განსაკუთრებული უპირატესობანი, უცდომელობის მაღალი თვისება, ცათა სასუფევლის გასაღებები და დაადგინა მოციქულტა მთავრად, მთელი ქრისტიანული სამყაროს მონარქად,
ამ აზრის დასამტკიცებლად რომაელი ღვთისმეტყველნი უპირატესად სახარების სამ ადგილზე მიუთითებენ:

I.როდესაც ფილიპეს კესარიას მხარეში მისულმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს ჰკითხა, ვინ ჰგონიათ იგი იუდეველებს და თავად მოციქულებს, სიმონ პეტრემ მოციქულთა შორის პირველმა უთხრა მას: “შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისაÁ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ Ãორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყÂი შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამს კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაÁ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაÁსანი; და რომელი შეჰკრა ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰÃსნა ქვეყანასა ზედა, Ãსნილ იყოს იგი ცათა შინა”(მათ. 16,14-19).
სახარების ამ ნაწყვეტის აზრიდან ჩანს, რომ პეტრე მოციქულისადმი წარმოთქმული მაღალი აღთქმანი ეხება არა საკუთრივ პეტრეს პიროვნებას, არამედ მის აღსარებას _ თვით ქრისტიანულ რწმენას, რომლის პირველ აღმსარებლადაც აქ პეტრე მოციქული მოგვევლინა, მაგრამ რომელსაც იმავდროულად ყველა სხვა მოციქულიც იზიარებდა და რომელიც მთელი ქრისტიანული სამყაროს მონაპოვარი გახდა. პეტრემ პირველმა აღიარა ქრისტე ძედ ღვთისა ცხოველისა. ეს იყო მარალი და წმინდა რწმენა, რომელიც ჭეშმარიტად არა ხორცითა და სისხლით, ანუ ჩვეულებრივი კაცობრივი საზრინობით, არამედ ტავად ზეციურო მამის მიერ განეცხადა ადამიანებს. ეს მაღალი აღსარება, ეს რწმენა ქრისტესი, როგორც ძე ღვთისასი კაცთა მოდგმაში შეიქმნა მაგარ ქვად, რომელზეც დაეფუძნა ქრისტიანული ეკლესია, დგას დღემდე და იდგება სოფლის აღსასრულამდე. სიმონმა პირველმა აღიარა ეს რწმენა და ამიტომ პირველს ეწოდა ქვა (პეტრე), რომელიც უფალმა ეკლესიის აღსაშენებლად აიღო. მაგრამ ეს მარტო სიმონის პირადი რწმენა არ ყოფილა.

ეს არის საერთო რწმენა ყველა სხვა მოციქულისა და ყველა მორწმუნე ქრისტიანისა. ამიტომ სხვა მოციქულებიც, როგორც ქრისტეს რწმენის გავრცელებისა და განმტკიცების შემწენი, წმიდა წერილში იწოდებიან საფუძვლებად, რომლებზეც აღშენებულია ეკლესია (ეფ. 2,20; გამოცხ. 21,14), დაყ ველა მორწმუნე ქრისტიანი ასევე იწოდება ქვებად, რომელთაგანაც იქმნება ეკლესიის დიადი შენობა (I პეტრ. 2.5). მაგრამ უპირველესი საფუძველი _ ქვაკუთხედი, რომელზეც დამტკიცებულია ეს შენობა, ისევე როგორც მისი დამაგვირგვინებელი ერთადერთი თავი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ თავად იესო ქრისტეს ( ეფ. 2,20-22; I პეტრ. 2,6-7; I კორ. 3,11; ეფ. 1,22).

ქრისტეს რწმენამ ადამიანებს მისცა გასაღები ცათა სასუფევლისა.
პეტრემ პირველმა აღიარა რწმენა ქრისტესი და ამიტომ პირველმა მიიღო მაღალი ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. მაგრამ შემდეგ სხვა მოციქულებსაც, პეტრეს რწმენის თანაზიართ, ასევე უთხრა უფალმა: “რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰÃსნათ ქვეყანასა ზედა, Ãსნილ იყოს იგი ცათა შინა” (მათ. 18,18). მოციქულებმა ეს ძალაუფლება ეკლესიის მწყემსებს გადასცეს და იგი მუდამ უცვლელადაა დაცული ეკლესიაში, ისევე როგორც თავად რწმენაა ქრისტესი დაცული.

II.საიდუმლო სერობისას მოწაფეებთან უკანასკნელ საუბარში იესო ქრისტემ, შეწყვიტა რა მოწაფეებს შორის ატეხილი დავა პირველობაზე და მოთმინებისა და მისდამი ერთგულებისათვის აღუთქვა მათ დიდი საზღაური მომავალ ზეციურ სასუფეველში. განსაკუთრებული სიტყვებით მიმართა პეტრე მეციქულს: “სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთÂს, რაÁთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაÁ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი” (ლუკ. 22,31-32).

ამ სიტყვებში რომაელი ღვთისმეტყველნი ასევე ხედავენ მითითებას სხვა მოციქულთა წინაშე პეტრეს განსაკუთრებულ უპირატესობაზე. მათი აზრით, აქ იესო ქრისტე გულისხმობდა იმას, რომ პეტრეს, რომელიც მის შემდეგ მის მიმდევართა მეთაურად დარჩა და ზეციდან რწმენაში უცდემელობის დიდი ნიჭი ებოძა, რწმენაში უნდა ეხელმძღვანელა სხვა მოციქულებისა და ქრისტიანისათვის. მაგრამ თავად საუბრის აზრი და თანმიმდევრობა ნათელ-ჰყოფს, რომ აქ ლაპარაკი არა არის პეტრე მოციქულისათვის აღთქმულ რაიმე უპირატესობებზე, არამედ მხოლოდ სევდიანი გაფრთხილებაა და წინასწარმეტყველება მის მომავალ განსაცდელსა და დაცემაზე. მთელი საუბრის აზრი შემდეგია: აქამდე “თქუენ დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა” (ლუკ. 22,28). მაგრამ ახლა თქვენ დიდი განსაცდელი მოგელით. ეშმაკს სურს განგაბნიოთ ჩემგან, როგორც ფქვილი. და შენ პეტრე, მზად რომ ხარ სხვებზე მეტად დამარწმუნო საკუთარ ერთგულებაში, განსაკუთრებით განიცდები და პირველი მიღალატებ. მაგრამ მე ვილოცე, რომ უფალმა განგამტკიცოს თქვენ განსაცდელში, რათა თქვენი შერყეული რწმენა არ განქარდეს ბოლომდე. გაივლის განსაცდელის ჟამი და თქვენ ისევ მოიქცევით ჩენსკენ. გახსოვდეს ეს, პეტრე! შენ ყველაზე მეტად განიცდები; როდესაც თავად გამოცდი ადამიანურ უძლურებას და აღდგები (მიიქეც) დაცემისგან, ყურადღებით იყავი სხვების მიმართ, რწმენაში განამტკიცე შენი ძმები.

მართლაც, პეტრემ მიიღო ეს სიტყვები არა როგორც უპირატესობის აღთქმა, არამედ როგორც დაცემის შესახებ გაფრთხილება _ რადგანაც ამის შემდეგ, როგორც მოგვითხრობს ლუკა მახარებელი (ლუკ. 22,33), მან დაბეჯითებით იწყო უფლის დარწმუნება, რომ მზადაა მასთან ერთად საპყრობილეში წავიდეს და სიკვდილზეც. ამის პასუხად კი უფალმა უფრო გარკვევით უთხრა, რომ ამ ღამით იგი საგზის უარყოფს მას, შმდეგ კი კიდევ ერთხელ დაუდასტურა ყველა მოციქულს, რომ მზად ყოფილიყვნენ განსაცდელისთვის (ლუკ. 22,34-38). მხვედელობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ სწორედ ამ საუბრის წინ უფალმა თავის მოწაფეებში ამხილა სწრაფვა უპირატესუბისაკენ (ლუკ. 22,25-27). განა შეიძლება იფიქროთ, რომ ამ მხილების შემდეგ უფალი ყველას თვალწინ უპირატესობას მიანიჭებდა ერთ-ერთ მოწაფეს?

III.იოანეს სახარების 21-ე თავში მოთხრობილია, როგორ გამოეცხადა იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შვიდ მოწაფეს, რომლებიც ტიბერიის ზღვაზე თევზაობდნენ. საკვირველად აღავსო რა მათი ბადეები თევზით, უფალმა ისინი სადილად მოიწვია და ტრაპეზის დროს პეტრეს ამ სტყვებით მიმართა: “სიმონ იონაÁსო, გიყვარ მეა უფროÁს ამათსა?” პეტრემ მიუგო: “ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ”. იესომ უთხრა: “აძოენ კრავნი ჩემნი”. შემდეგ კვლავ ჰკითხა: “სიმონ იონაÁოსო, გიყუარ მეა?” პეტრემ უთხრა: ”ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ”. და კვლავ უთხრა უფალმა: “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი”.
დაბოლოს, მესამედ ჰკითხა: “სიმონ იონაÁოსო, გიყუარ მეა?” შეწუხდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა: “გიყუარ მეა?” და აღელვებით მიუგო: “უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ”. უფალმა კიდევ ერთხელ უთხრა: “დამწყსენ მცხოვარნი ჩემნი”, და პეტრეს მოხოცებულობაში მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველა (იოვან. 21,15-18).
პეტრე მოციქულთან მაცხოვრის ამ საუბარში რომაელი ღვთისმეტყველნი ასევე ხედავენ პეტრესთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ უპირატესობებზე, _ რომ თითქოს აქ უფალმა მას განსაკუთრებული უმაღლესი ძალაუფლება ჩააბარა მთელს ეკლესიაზე, როგორც უბრალო მორწმუნეებზე _ კრავებზე, ისე თავად მწყემსებზე _ ცხვრებზე. ადამიანის ჩვეულებრივი საღი აზრი და ეკლესიის ძველი მოძღვარნი კი აღიარებენ, რომ ქრისტეს ამ საუბარში სურდა მხოლოდ მომხდარი დაცემით შეცბუნებული პეტრე მოციქულის სინდისის გაღვიძება და მასში სინანულია აღძვრა, შემდეგ კი მისი ნუგეშის-ცემა და სხვა მოციქულების თანდასწრებით სამოციქულო ღირსებაში აღდგენა. სამგზის შეკითხვით: ”გიყუარ მეა?” ქრისტეს, როგორც ჩანს, პეტრესთვის მისი სამგზის უარყოფის შეხსენება სურდა.

პირველად ქრისტე უბრალოდ კი არ ეკითხება: “გიყუარ მე?”, არამედ: “გიყუარ მეა უფროის ამათსა?” ამით პეტრეს შეახსენებს, როგორ არწმუნებდა იგი ოდესღა, რომ თუნდაც ყველა მოწაფე ცდუნდეს და მიატოვოს უფალი, იგი მასთან ერთად წავა საპყრობილეში და სიკვდილზეც. ასეც იმოქმედეს ამ სიტყვებმა პეტრეზე: რამეთუ, როდესა უფალმა მას მესამედ ჰკითხა, პეტრე შეწუხდა, რათქმაუნდა, იმის გამო, რომ თავისი დაცემა გაახსენდა. სამგზის გამეორებით: დამწყსენ კრავნი და ცხოვარნი ჩემნი, უფალმა პეტრე სამოციქულო წოდებაში აღადგინა.
აქ არა არის რაიმე განსაკუთრებული უპირატესობანი, არამედ მხოლოდ ის ძალაუფლება, რომელიც ყველა სხვა მოციქულსაც მიენიჭა, მათგან კი გადაეცა ეკლესიის მწყემსებს: დამწყსონ ღვთის სამწყსო(I პეტრ. 5,1); რა თქმა უნდა მხოლოდ თავისუფალ სქოლასტიკურ განმარტებას შეეძლო მტკიცება, რომ კრავებში ქრისტე უბრალო მორწმუნეებს, ცხვრებში კი სწორედ მწყემსებს გულისხმობდა.

დაბოლოს, საუბრის დასასრულს წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას პეტრეს მოწამეობრივ სიკვდილზე, როგორც ჩანს, ახლო კავშირი აქვს სამგზის უარყოფის შესახებ საუბართან. საიდუმლო სერობაზე პეტრე თავდაჯერებიტ არწმუნებდა უფალს, რომ მზადაა მასთან ერთად საპყრობილესი სა სიკვდილზეც წავიდეს, თუნდაც ყველამ მიატოვოს იგი. უფალმა კი მიუგო, რომ მისი თავდაჯერებულობა იმავე ღამეს შერცხვენილ იქნება სამგზის ცდუნებით. ახლა უფლის კითხვაზე პეტრე ვერ ბედავს მტკიცებას, რომ მას ყველაზე ძლიერ უყვარს იგი და მზადაა მისთვის სიკვდილზე წავიდეს, არამედ ტავისი დაცემით დამწუხრებული სიმდაბლით პასუხობს: ”უფალო, ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ”. და უფალიც, დაარწმუნწებს რა მას უწინდელი სამოციქულო ღირსების აღდგენაში, უწინასწარმეტყველებს, რომ იგი თავის მოციქულებრივ ცხოვრებას ღირსეული მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულებს.

ამრიგად, რომაელ ღვთისმეტყველთა მიერ მითითებული სახარების არც ერთი ადგილი არ ადასტურებს იმ აზრს, თითქოს იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს მიანიჭა უპირატესი ძალაუფლება სხვა მოციქულებზე.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს აზრი ეწინაარმდეგება სახარების მთელ სულსა და არსს. არაფერში ამხელდა იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ასე ძლიერ, არაფრის წინააღმდეგ აფრთხილებდა ასე გულმოდგინედ, როგორც თავის განდიდების, უპირატესობისკენ სწრაფვის წინაარმდეგ. იგი მათ გამუდმებით შთააგონებდა იმ აზრს, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში მსგავს მისწრაფებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რომ მათ შორის არ უნდა იყვნენ პირველნი და უკანასკნელნი, რომ მატ შორის მამა, მოძღვარი ან ბატონიც კი არავის უნდა ეწოდოს , _ არამედ ყველა ისისნი უნდა ითვლებოდნენ ძმებად და გულწრფელად ემსახურონ ერთმანეთს, რისი უმაღლესი მაგალითიც თავად მან, მათმა ღვთაებრივმა მოძღვარმა, უჩვენა მათ (იხ. მათ. 20,25-28; ლუკ. 22,25-27; მარკ. 10,42-45; იოვან. 13,13-15).
კატეგორია: პაპიზმი | ნანახია: 998 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: