მთავარი » 2011 სექტემბერი 22 » „მწვალებელი არის ის, ვინც მცირედ გადაიხრება მართლმადიდებლობიდან"
0:10 AM „მწვალებელი არის ის, ვინც მცირედ გადაიხრება მართლმადიდებლობიდან" | |
„მწვალებელი არის ის, ვინც მცირედ გადაიხრება მართლმადიდებლობიდან" .„ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიისათვის პაპის უცდომელობის დოგმატი არის არა ოდენ მწვალებლობა, არამედ მწვალებლობათა მწვალებლობა, რადგან არც ერთი ერესი არ აღძრულა უფლისა და მისი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი შეუპოვრობითი და ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს პაპიზმა ჩაიდინა. უეჭველად მწვალებლობათა მწვალებლობაა პაპიზმი და საშინელებათა საშინელება, რომელმაც ავად განიზრახა და ბოროტად განდევნა უფალი იესო ქრისტე. პაპიზმი ახალი გამცემლობაა უფლის, ახალი ჯვარცმაა მისი.” წმიდა ფოტი დიდი „ლათინებმა არა მარტო შემოიტანეს სხვადასხვა უკანონობანი, არამედ უხამსობის ისეთ მწვერვალსაც მიაღწიეს, რომ თვით სარწმუნოების უწმინდეს სიმბოლოში, რომელიც ყველა კრების გადაწყვეტილების მიხედვით, უცვლელად უნდა იქნეს დაცული, გაბედეს სიახლის შემოტანა. თავიანთი ცრუ სიბრძნისა, მზაკვრობისა და კადნიერების სიჭარბის გამო (სატანის ხრიკები!) მათ გაბედეს ეთქვათ, თითქოს სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც" წმიდა იუსტინე პოპოვიჩი „კაცობრიობის ისტორიამ სამი მთავარი ცოდვით დაცემა იცის – ადამის, იუდასი და პაპიზმის." წმიდა მარკოზ ევანგელიკოსი „ლათინები არა მხოლოდ განდგომილები არიან, არამედ ერეტიკოსებიც" წმიდა იუსტინე პოპოვიჩი არავითარი არსებითი განსხვავება არ არსებობს პაპიზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის, რომელთა სახელი ლეგიონია!" წმიდა კოზმა ეტოლიელი „შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს" წმიდა იუსტინე პოპოვიჩი „ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყოველგვარი სახის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიისა. იგი გამოხატავს ნებისმიერი სახის ჰუმანიზმის ნამდვილ არსს პაპიზმის მეთაურობით, ყოველივე ამას კი ერთი სახარებისეული სახელწოდება აქვს: მწვალებლობა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნაირგვარი მწვალებლობანი სრულიად ამახინჯებდნენ, ან მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ იესო ქრისტეს ნიშნებს, მაგრამ ეს ახალი ევროპული მწვალებლობები პაპიზმის წინამძღოლობით . საერთოდ უარყოფენ, ჩამოიშორებენ, განირიდებენ ძეს ღვთისას და მის ადგილზე სვამენ ადამიანს. წმიდა რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერა ისევ ღაღადებს: -ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს. - ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |