მთავარი » 2011 ნოემბერი 18 » პროტოპრესვიტერი თეოდორე ზისისი (თესალონიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი)
3:17 PM პროტოპრესვიტერი თეოდორე ზისისი (თესალონიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი) | |
სრულიად მართლმადიდებელთა თათბირების გადაწყვეტილებები – ეს ეკლესიის გადაწყვეტილება კი არ არის, არამედ ეკუმენისტთა ჯგუფისა (შემოკლებული თარგმანი) სრულიად მართლმადიდებელთა თათბირის (კონსტანტინოპოლი, 2008წ.) გადაწყვეტილებას ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობის შესახებ არ ამართლებენ არც ის ეკლესიები, რომლებიც აგრძელებენ მასში მონაწილეობას, არც ისინი, რომლებიც კრიტიკულად უყურებენ ეკუმენიზმს და განერიდებიან მას, ასევე ის კლირიკოსები და ღვთისმეტყველნი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკუმენიზმს მრავალი სერიოზული მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეკლესიის სისავსის იგნორირებით. უკიდურესად მარტივი გახდა სხვადასხვა საშუალებებით წინასწარ ჩაფიქრებული გადაწყვეტილების მიღება ურყევი ეკუმენისტების ჯგუფისაგან, როდესაც ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება ძველი მსოფლიო და ადგილობრივი კრებების მაგალითის მიხედვით, როდესაც კრებაზე მონაწილეობს არა ყველა ეპისკოპოსი, არამედადგილობრივი ეკლესიებიდან წარგზავნილნი, ხშირ შემთხვევაში, დამყოლი წარმომადგენლები. ისიც აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი იერარქიის დიდი ნაწილი არ მოქმედებს უკონტროლოდ და იმედებს ამყარებს ყოველდღიურად მზარდ ეკუმენისტურ კოროზიასა და ცნობიერების ცვლილებაზე სასურველი შედეგის მიმართულებით. ამიტომ, სამოციქულო და წმინდა მამათა გადმოცემის თანახმად, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, მორჩილება გავწიოთ ერეტიკული კრებების მიმართ, დავემორჩილოთ უკანონო ხელმძღვანელების მიერ ჩატარებულ სხდომებს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ მოციქულებს მოუწევდათ, დათანხმებოდნენ ღმერთ-კაც ქრისტეს მიმართ უკანონო იუდეური სინედრიონის განაჩენს, ხოლო წმიდა მამები მიიღებდნენ მე-4 და მე-8-9 საუკუნეებში არიანული და ხატმებრძოლური კრებების გადაწყვეტილებებს. რომ არ ყოფილიყვნენ მებრძოლი წმიდა მამები, ეკლესია ბედის ანაბარა იქნებოდა დაგდებული. დღესაც ეკლესია ბედის ანაბარა დარჩება, თუ დავუჯერებთ რეკომენდაციებს მორჩილების გაწევის შესახებ, მივიღებთ ვითომ სრულიადმართლმადიდებლურ გადაწყვეტილებებს მართლმადიდებლების ეკუმენისტურ, ანუ სინკრეტულ კონფესიათაშორის და რელიგიათაშორისი მოძრაობაში მონაწილეობის შესახებ. ახალმოწინააღმდეგეების სახელი, რომელიც ჩვენ მოგვაკერეს, არ არის ჩვენთვის საყვედური და ნიშნისმოგება, არამედ ქებაა, იმიტომ რომ ჩვენ არ წარმოვაჩენთ ჩვენს თავს, არ მივდევთ ეკუმენისტების ახალმოვლენილ სწავლებებს, არამედ მივდივართ მწვალებლობებთან მებრძოლი წმიდა მამების გზით, რომლებსაც ამცირებენ, სძულთ და შეურაცხყოფენ ეკუმენიზმის კორიფეები, _ ბოროტი გველის ორგანოები. რწმენას სიმართლისა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ჩვენ ვპოვებთ არა ჩვენს საუნივერსიტეტო აკადემიურ განათლებაში, არამედ მოციქულთა და წმიდა მამათა მკაცრ და განუხრელ მიდევნებაში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |