მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » რა არის ეკუმენიზმი და როგორი დამოკიდებულება გააჩნია მასთან ქრისტეს ეკლესიას
0:16 AM
რა არის ეკუმენიზმი და როგორი დამოკიდებულება გააჩნია მასთან ქრისტეს ეკლესიას


ეკუმენიზმის საკითხი ერთი-ერთი უმთავრესია თანამეროვე რელიგიურ მედიასივრცეში. პროტესტანტები, კათოლიკეები, ყველა მიმდინარეობის ახალმოწესეები თითქმის ასი წელია თავს იმტვრევენ ამ ცნების აზრსა და შინაარსზე.

მაშ, რა არის ეკუმენიზმი და როგორი დამოკიდებულება გააჩნია მასთან ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას?

ეკუმენიზმი (მისი თანამედროვე გაგებითა და გენშტაბით, რომელსაც "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ეწოდება) არის არამართლმადიდებლური, წმიდა მამების გადმოცემის საწინააღმდეგო სწავლება, რომელიც ეხება ეკლესიის საზღვრების საკითხს, ასევე არამართლმადიდებლურ ეკლესიათა და სხვა რელიგიურ მოძღვრებათა მაცხოვნებლობას. ის გამოიხატება:

ყველა ან რამდენიმე რელიგიის მაცხოვნებლობის აღიარებაში;

მწვალებლებს აღიარებს მართლმორწმუნეებად, მათ თემებს კი ეკლესიის ნაწილებად. მაშინ, როდესაც წმიდა მამები დაუშვებლად მიიჩნევენ მართლმორწმუნე ეწოდოთ მწვალებლებს, მეტიც, ისინი ერეტიკოსებს ქრისტეანებსა კი არ უწოდებდნენ. მათ თემებს კი არ მიიჩნევდნენ მაცხოვნებლად.

მიიჩნევს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტების სისრულე არსებობს მრავალ სხვა აღმსარებლობაშიც (აქედან, უარს ამბობენ თვით ტერმინ "მწვალებლობაზე" (ერესზე), არავის აღიარებენ მწვალებლად და უარყოფენ მათდამი საეკლესიო კანონიკური ნორმების გამოყენებას). მეტიც, ეკუმენისტები ასწავლიან მწვალებელთა გაქრობის შესახებაც. ასე, მაგალითად, პატრიარქმა ათინაგორე სპირუმ 1962 წ. გამოთქვა სწავლება, რომლის თანახმადაც "დღეს მწვალებლები უკვე აღარ არსებობენ", არამედ არიან ცალკეული "შემცდარი ადამიანები".

ამბობენ, რომ რელიგიური განყოფები გამოწვეულია არა სარწმუნოებრივი მიზეზებით, არამედ ისტორიული, კულტურული და პოლიტიკურ ვითარებებით. წმ. მამები (მაგ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი) კი გვასწავლიან, რომ მწვალებლობა მომდინარეობს ეშმაკის მზაკვარებიდან და არა "ცალკეული ადამიანების შეცდომებიდან" ან პოლიტიკური ვითარებიდან.

დასაშვებად მიიჩნევენ რელიგიურ განყოფათა საერო გზებით აღმოფხვრის შესაძლებლობას; მაშინ, როდესაც, კანონები სასტიკად კრძალავენ საერო ხელისუფლების ჩარევას და საერო ძალაუფლების გამოყენებას საეკლესიო საქმეებში, იქნება ეს ეპისკოპოსთა არჩევა თუ განხეთქილებათა აღმოფხვრა. განხეთქილებათა და მწვალებლობათა აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიური ღონისძიებებით.

ასწავლიან, რომ ახალი წესები და გადმოცემები, ასევე წმ. საეკლესიო საიდუმლონი, რომლებიც უცხოა მართლმადიდებლობისთვის, ძველი გადმოცემებისა და წესების, ასევე მწვალებელთა მიერ დამახინჯებულად აღსრულებული საიდუმლოებების თანაბარმნიშვნელოვანი და თანაბრად მაცხოვნებელია. მაგალითდ, ასწავლიან, თითქოსდა ნათლისღების მწვალებლური, წყალპკურებითი ან წყალგადავლებითი ფორმა თანაბარმნიშვნელოვანი იყოს ნათლობის უძველესი და კანონიკური შთაფლვითი ფორმისა და ცხოვნებას ანიჭებდეს ადამიანს. ამ სიცრუეს ამხელენ თუნდაც ბერძნული "პიდალიონი" და აღმოსავლელ პატრიარქთა ერთობლივი ოროსები, სადაც ნათლობის შთაფლვით ფორმა მკვეთრად უარყოფილია და ითხოვენ წყალპკურებითად ან წყალგადასხმითად "მონათლულების" თავიდან ნათლობას.

ასწავლიან, მართლმადიდებლური დოგმატებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების "დაძველებას და მათ შეუსაბამობას თანამედროვე დროებასთან".

დასაშვებად მიიჩნევე ან ამართლებენ ლოცვით - ლიტურგიკულ თანაზიარობას არამართლმადიდებლებთან და არაქრისტეანებთან, ამართლებენ ქრისტეანთა მონაწილეობას მწვალებელთა საიდუმლოებებსა და ლოცვებში. დასაშვებად მიიჩნევენ ან ამართლებენ მწვალებლებთან და არაქრისტეანებთან "სიყვარულით" აღსრულებულ ერთობლივ ლოცვებსა და საიდუმლოებებს. საეკლესიო კანონები მკაცრად სჯიან ამგვარად მოქმედთ. ერისკაცს განკვეთენ ზიარებისგან, სასულიერო პირებს კი დაამხობენ სასულიერო ხარისხისგან.

ასწავლიან, რომ თითქოსდა მოციქულთა მემკვიდრეობა მექანიკურად გადმოდის და წარმოადგენს განსაკუთრებულ და უმთავრეს ნიშანს ეკლესიურობისა (რომლის გარეშე ქრისტეანული თემი არ შეიძლება იწოდოს ეკლესიად), რომ მეორე და მესამე კატეგორიის მწვალებლობები სრულიად როდი განაშორებს ადამიანს ეკლესიისგან. წმიდა კომოდიანე ამბობდა, რომ მხოლოდ გადმოცემის ერთიანი, სრული დაცვა არის ეკლესიურობის ნიშანი. ამგვარი დაცვის გარეშე თვით მოციქულებრივი მემკვიდრეობითობის ფაქტი არაფერს ნიშნავს.

ამტცკიებენ, თითქოსდა ცხოვნება შესაძლებელი იყოს მართლმადიდებრული რწმენის გარეშეც, მხოლოდ პირადი, მორალური სრულყოფილებით.

ამგვარად, ზემოთგადმოცემული სწავლება და მისგან გამომდინარე პრაქტიკული დასკვნები წარმოადგენენ, როგორც წარმართული ფილოსოფიურ წარმოდგენებს "ჭეშმარიტებისკენ მიმავალი მრავალი გზის" შესახებ, ასევე ძველთაძველ მწვალებლობას საზოგადო ცხოვნებაზე. ასეთი სწავლება და მისგან გამომდინარე დასკვნები არ შეიძლება ვაღიაროთ მართლმადიდებლურად, კატეგორიულად მიუღებელი და საანათემოა.
კატეგორია: ეკუმენიზმი | ნანახია: 1058 | დაამატა: Barbare | ტეგები: ekumenizmi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: