მთავარი » 2011 სექტემბერი 13 » სარწმუნოების გარეშე სამყარო ვერ იარსებებს
10:33 PM სარწმუნოების გარეშე სამყარო ვერ იარსებებს | |
უღმერთო ხელისუფლება ყოველთვის თვლიდა, რომ სარწმუნოება ვნებდა საზოგადოებას. ახლა მათ ნელ-ნელა ესმით, რომ თუ ადამიანს არ სწამს ღმერთი, მას მუხრუჭები არა აქვს, ის მხეცად იქცევა, ისინი მიხვდნენ, რომ ადამიანი იდეალების გარეშე ვერ იარსებებს. ერთმა ჟურნალისტმა მოხუც პოლიტიკოს კომუნისტს ჰკითხა: „- რაზე უნდა გაამახვილოს თანამედროვე პოლიტიკოსმა ყურადღება, რომ მარცხი არ განიცადოს?“ „- ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ეკლესიას შევეწინააღმდეგეთ“. - მიუგო მოხუცმა კომუნისტმა. ანუ ურწმუნო კომუნისტებმა, რომელთაც არც მატერიალური დაინტერესება აქვთ და არც სულიერი სიმაღლე, შეიგნეს, რომ ისინი ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეძლებენ. დღეს სერბეთის [6] ზოგიერთ მხარეში ეკლესიების მშენებლობა დაიწყეს. იუგოსლაველმა მმართველებმა შენიშნეს, რომ იქ, სადაც ეკლესიაა, სტატისტიკურად ნაკლებად არიან სულით ავადმყოფები, ნაკლებად ხდება ბოროტმოქმედება და ა.შ. ამ ადამიანებს ღმერთი არ სწამთ, მაგრამ იმისათვის, რომ შიზოფრენიის სამკურნალოდ ხალხი აბებით არ გამოტენონ, მათთვის ეკლესიებს აშენებენ. თვით ჩაუშესკუ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უღმერთო იყო და ქრისტიანობას „ხალხის ოპიუმს“ ეძახდა, ამავდროულად ამბობდა, რომ ქრისტიანები კარგი ადამიანები არიან. იმიტომ, რომ მორწმუნეებს „მუხრუჭები“ ჰქონდათ და უწესრიგობაში არ მონაწილეობდნენ. ხოლო დანარჩენები - ურწმუნოები ყველაფერს მტვრად და ნაცრად აქცევდნენ. და რამდენი წმიდანი აღმოაბრწყინა რუსეთმა! დღეს კომუნიზმს ომი გამოუცხადეს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფერის გამართლებას ცდილობენ. ისინი ამბობენ: „ლენინი და მარქსი ქრისტეს ეთანხმებოდნენ, მაგრამ მისი სულისა არ ესმოდათ და ამიტომ დანაშაულებებს ახდენდნენ“. ისინი ამას იმიტომ ამბობენ, რომ ქრისტიანებმა ხმა აიმაღლეს, განაცხადეს, რომ სურთ, ძველ გარდამოცემას, ძველ რწმენას დაუბრუნდნენ. და როდესაც ნახეს, რომ ძველებურად შებორკილს ხალხს ვეღარ ამყოფებდნენ, კომუნისტები მიმართავენ მას ახალი მოწოდებებით: „მოდით, დავუბრუნდეთ ძველ გარდამოცემას“. თითქოს ყველაფერი იმის მიზეზი, რაც კომუნისტებმა რევოლუციის შემდეგ მოიმოქმედეს, იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ ესმოდათ სული ქრისტესი. მოვა დრო, როდესაც მარტო მორწმუნეები კი არა, ურწმუნოებიც მიხვდებიან, რომ თუ სარწმუნოება არ არის, სამყარო ვერ იარსებებს, მაშინ ისინი დააძალებენ ყველას, რომ ღმერთი ირწმუნონ, რათა გადაარჩინონ სამყარო. გავა წლები და ისეთი დრო დადგება, რომ თუ რომელიმე დღეს არ ილოცებ, ამის გამო ციხეში ჩაგსვამენ. ადამიანები ანგარიშს ჩააბარებენ მმართველებს იმაზე - ილოცეს თუ არა! ამგვარად ყველაფერი თავისით დალაგდება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |