მთავარი » 2011 სექტემბერი 18 » სერბი ახალმოწამენი
3:22 PM სერბი ახალმოწამენი | |
ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქიდან მოყოლებული პაპები ცეცხლითა და მახვილით ნერ-გავდნენ პაპიზმის ერესს მართლმადიდებელ სლავ ხალხებს შორის. მართლმადიდებელი სერბები მართლმადიდებლობის აღმოსავლეთ ბურჯს წარმოადგენდნენ ევროპაში. რისეთში ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დარბევის კვალდაკვალ 1917 წლის შემდეგ სწორედ მათ დაატეხა თავს ამ სოფლის მთავარმა თავისი სიძულვილი. მეორე მსიფლიო ომის დროს ჰიტლერმა იუგოსლავიას ჩამოაჭრა "ხორვატიის დამოუკიდებე-ლი სახელმწიფო”, რომლის სათავეშიც დააყენეს რომიდან გამოგზავნილი ხორვატი კათოლიკე აგენტი პაველიჩი. ხორვატიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, ზაგრების მთავარეპის-კოპოსმა სტეპინაცმა დაუყონებლივ ცნო პაველიჩი და მისი სახელმწიფო, რომელიც რომაულ-კათოლიკურად გამოცხადდა და სადაც მართლმადიდებლების ადფილი არ უნდა ყოფილიყო. ახალი ხელისუფლება დაუყონებლივ შეუდგა მართლმადიდებლების განადგურებას. მართლმადი-დებლების ხოცვასა და მათდამი ყოველგვარ მხეცურ ქმედებაში ასეულობით რომაელ-კათოლიკე სასულიერო პირია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუწყებოდა სიმარ-თლეს მართლმადიდებელი სერბების გენოციდზე. 1948 წლის "მოსკოვის საპატრიარქო ჟურნალში” (ნ8) გამოქვეყნდა სტატია: "მსოფლიო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ვატიკანის ინტრიგების საკითხის შესახებ”. მისი ავტორი წერდა: "...ვინაიდან ვატიკანის საქმიანობის ძირითადი პრინციპის განხორციელებას, მსოფლიო ეკლე-სიაში გაბატონებისაკენ მის სწრაფვას, წინ ეღობებიან ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიები, ამიტომ ვატიკანის ყველა ინტრიგა მიმართულია მართლმადიდებელი სლავების მოსპობისაკენ. მოსკოვში 1948 წლის 8-დან 19 ივლისამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 500 წლის-თავთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმო-მადგენელთა ყრილობა... ბალკანეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ყოვლადუსამღვდელოესი იერარქები თვალცრემლიანი მოახსენებდნენ კრებას იმ საშინელებათა შესახებ, რომლებიც დაით-მინეს სერბეთის, ხორვატიის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის მართლმადიდებლებმა რომის კურიი-საგან. ...დამპყრობლები უკლებლივ ანადგურებდნენ ხორვატიაში სერბულ მოსახეობას. ამ დანაშაუ- ლებებთან ვატიკანს ყველაზე უშუალო კავშირი ჰქონდა. ხორვტიაში 2300000 მართლმადიდებელი ცხოვრობდა. მისი მითითებით დაიწყო მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე საზარელი დევნა. "მრავალი მართლმადიდებელი ეკლესია _ ნათქვამია მოხსენებაში, _ დანგრეულ იქნა, მრავალი მართლმადიდებლური დაწესებულება კი _ ჩამორთმეული ან კათოლიკურ ეკლესიებად გადაქცე-ული. მონასტრები, რომელთა ნაწილსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს, გადაეცა რომაულ-კათოლიკურ ორდენებს. პატრიარქის სასახლე კათოლიკეებმა დაიკავეს. მართლმადიდებლური აღმსარებლობის მოხელეებს აცნობეს, რომ ხორვატიის სახელმწიფოში სახელმწიფო სამსახურში დარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წევრია...” გაჩანაგებულ იქნა გორნო-კარლოვაცის ეპარქია. მრავალრიცხოვანი და აყვავებული ეპარქი-ისგან 25 სამრევლოღა დარჩა. ქსენძები ეკლესიების ამბიონიდან მოუწოდებდნენ, ამოეჟლიტათ მართლმადიდებლები. მოკლულთა შორის იყო სარაევოს მიტროპოლიტი პეტრე... მოკლულ იქნა ეპისკოპოსი პლატონი. ქსენძის ქადაგების გავლენით გააფთრებული კათოლიკე ქალები შეცვივ-დნენ ეპიკოპოს საბას ბინაში, მოკლეს იგი და სხეული მდინარეში გადააგდეს. ქ. ზაგრებში მოკლეს მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი იეროთეოზი... ხორვატიიდან და ჰერცოგოვინიდან სერბეთში 600 მღვდელი გაიქცა... ბოსნიაში მართლმადიდებელთა მკვლეობის იდეური ლიდერი იყო კათოლიკე ეპისკოპოსი სარიკი. ყველაფერი ეს კეთდებოდა ზაგრების კათოლიკე მთავარეპისკოპოსის სტეპაცინის თანხმო-ბით. მოხსენებაში ნათქვმია: "ზაგრების მთავარეპიკოპოსმა სტეპაცინმა სა სხვა ხორვატმა ეპისკო-პოსებმა დაადასტურეს თავიანთი კმაყოფილება ამ ანტიქრისტანულ და ველურ სისხლის ორ-გიასთან დაკავშირებით...” 1949 წლის "მოსკოვის საპატრიარქო ჟურნალში” (ნ2) გამოქვყნდა გამოხმაურება ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორის, ვიქტორ ნოვაკის წიგნზე: "კათოლიციზმის ნახევარი საუკუნე ხორვატიაში”. მასში ნათქვამი იყო: "...ხორვატიის მებრძოლი კლიროფაშიზმის მხეცურმა ბუნებამ თავი იჩინა ისეთ საზარელ გა-მოვლინებებში, რომ მათ გადააჭარბეს შუა საუკუნეების იკვიზიციის საშინელებებს... იუგოსლავი-ის ოკუპაციისა და "ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს” დაარსების შემდეგ კლიროფაშის-ტებმა, რომლებსაც მხარს უჭერდნენ პაპი, ჰიტლერი და მუსოლინი, გადაწყვიტეს, რომ დადგა მათი ჟამი, და შეუდგნენ ხორვატიის გადაქცევას "ჩივიტას დეი”-დ, სინამდვილეშიკი დიდი ინკვიზი-ტორის სამეფოდ, პაპის ვიტჩინად, სადაც მართლმადიდებლების ადგილი არ არის... კლიროფა-შისტები გაეთიანდნენ უსტაშებისა და კრიჟარების ანტისლავურ ორგანიზაციებთან და ზაგრებისა და სარაევოს კათოლიკე მიტროპოლიტების სტეპაცინისა და შარიჩის ხელმძღვანელობით იწყეს მართლმადიდებელი სერბების ყველაზე ბარბაროსული მოსპობა. ნახევარ მილიონამდე ადამიანი წარმოუდგენელი სისასტიკით ამოხოცეს, 300000-მდე ძალადობითა და მუქარით კათოლიციზმზე მოაქციეს, ასეულობით ათასი გაძარცვეს და სერბეთში განდევნეს, დანარჩენებს კი ხელზე უნდა ეტარებინათ ცისფერი ლენტი ასო П-თი (ანუ Православный _ მართლმადიდებელი), ან თავიანთი საცხოვრებლის ფანჯრებზე წაეწერათ: "ბერძენ-აღმოსავლელი” და და ყოფილიყვნენ უუფლებო მონების მდგომარეობაში, რომლებიც ყველას შეეძლო დაუსჯელად მოეკლა ან გაეძარცვა. კლი-როფაშისტები განსაკუთრებული გააფთრებით დაატყდნენ თავს მართლმადიდებლურ ტაძრებსა და მართლმადიდებელ სამღვდელოებას. მართლმადიდებლური ტაძრების დასანგრევად დაარსდა სპე-ციალური დაწესებულება: "Уред за православных цркава”. თითქმის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრიეს, დაწვეს ან კათოლიკურად გადააქციეს. მაგალითად, უნიატური კრიჟევაცის ეპარქიის ტერიტორიაზე ყველა მართლმადიდებლური ტაძარი და სამლოცველო კათოლიკურად გადააკეთეს. ხორვატიის ტერიტორიაზე დარჩენილი მართლმადიდებელი ეპისკოპოსები სა ასეულო-ბით მღვდელი დახოცეს ან სერბეთში განდევნეს...” აურაცხელი ფაქტიდან, რომლებიც პროფესორ ნოვაკის წიგნშია აღწერილი და ცხადყოფენ კათოლიკური სამღვდელოების დამოკიდებულებას მართლმადოდებლობისადმი, მოვიყვანთ მხო-ლოდ რამდენიმეს: "დღემდე ჩვენ კათოლიკური რწმენის სასარგებლოდ ვიღწვოდით ლოცვანითა და ჯვრით, _ ასწავლიდა თავის სამწყსოს კათოლიკე მღვდელი მ. მოგუში, _ ახლა კი დადგა თოფითა და რევოლვერით მოქმედების დრო”. აღმსარებლობითი განყოფილების დიტრექტორმა ფრანცისკანელმა იურიჩევმა განაცხადა: "ზოგიერთ ოლქში მე უკვე გავწმინდე ყველაფერი, წიწილიდან მოხუცამდე, და თუ საჭირო გახდა, იგივეს გავაკეთებ აქაც, რადგან ახლა ცოდვა არა არის, მოკლა შვიდი წლის ბავშვიც, რომელიც ხელს უშლის ჩვენს უსტაშურ წყობილებას...” კათოლიკე მღვდლის სიდონია შოლცის წაქეზებით სოფელ ბალევიცას მართლმადიდებლი მღვდელი გეორგი ბოგიჩი შუაღამით გაიყვანეს სახლიდან, მოაჭრეს ცხვირი და ენა, დაუწვეს წვერი, გაუფატრეს მუცელი და ნაწლავები ყელზე შემოახვიეს. მამა სიმიჩი თავად მიუძღვოდა შეიარაღებულ ბრბოს, რომელიც მართლმადიდებლურ ტაძ-რებს ანგრევდა. ასევე სამარცხვინოდ იქცეოდნენ ფრანცისკანელები ბოსნიასა და ჰერცოგოვი-ნაში... 1942 წლის თებერვალში იეზუიტი ფილიპოვიჩი უსტაშების ბრბოს თანხლებით მივიდა ქ. ბა-ნია-ლუკას მახლობლად მდებარე მაღაროში; მან პასპორტების მიხედვით დაადგინა, რომ მაღარო-ელთა შორის იყო 52 მართლმადიდებელი და ბრძანა მათი დახოცვა. შემდეგ გაემართა სოფ. დრა-კულიცაში, სადაც ეს მაღაროელები ცხოვრობდნენ, და ამოხოცა აქ 1500 ადამიანი, ანუ ყველა მცხოვრები. გადარჩა მხოლოდ ერთი ქალი ხუთი ბავშვით, და ისიც გადატანილ საშინელებათა გამო ჭკუიდან შეიშალა. 1941 წლის ზაფხულში ლივანიის ოლქში ფრანცისკანელმა დ-რ სრეჩკო პერიჩმა ხორვატებს ასეთი სიტყვით მიმართა: "ძმებო ხორვატელებო, წადით და დახოცეთ ყველა სერბი, დასაწყისისა-თვის კი ყელი გამოსჭერით ჩემს დას, რომელიც სერბს გაჰყვა ცოლად, ხოლო შემდეგ რიგრიგო-ბით ყველა სერბს. როდესაც ამას მორჩებით, მოდით ჩემთან ეკლესიაში, მე თქვენგან აღსარებას მივიღებ და ყველა ცოდვა მოგეტევებათო”. ამ ოლქში დახოცეს ყველა სერბი, დაახლოებით 5600 კაცი. ქ. ბანია-ლუკაში კათოლიკე ეპისკოპოსმა იოზა გარიჩმა დაარწმუნა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი პლატონი, რომ მას არაფერი ემუქრება, ამასობაში კი ფარულად დაუკავშირდა უსტაშებს, და ეპისკოპოსი პლატონი სიცოცხლეს გამოეთხოვა თავისი მიმნდობლობის გამო. მოსტარის მახლობელ სოფლებში კათოლიკე მღვდლები თავიანთ ქადაგებებში ჩააგონებდნენ ხალხს, რომ სერბის მოკვლა ცოდვა არ არის, რადგან ახლა საომარი მდგომარეობააო. სტოლაჩკის ოლქში, სადაც დახოცეს 4000-მდე უდანაშაულო სერბი, მკვლელებს ხელმძღვანე-ლობდა ორი კათოლიკე მღვდელი _ მარკო ზოვკო და თომას ილია. ამ უკანასკნელმა სოფ. კლე-პეცში მრავალი მართლმადიდებელი აიძულა, გადასულიყვნენ კათოლიკობაზე, აზიარა ისინი და შემდეგ გააგზავნა სკოლაში, სადაც უკლებლივ ყველა ამოხოცეს უსტაშებმა. "თქვენ ცდებით, _ ეუბნება იგი სერბებს, _ თუ გგონიათ, რომ კათოლიკობაზე გადაგვყავხართ თქვენი ქონების, პენსიების ან ხელფასის შესანარჩუნებლად. ჩვენ თქვენი სიცოცხლის გადარჩენა კი არ გვსურს, არამედ მხოლოდ თქვენი სულებისა”. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი იყო კლიროფაშისტების ჩვეული პრაქტიკა: კათოლიკობაზე გადასულ მართლმადიდებლებს ხშირად გადასვლისთანავე ხოცავდნენ, რითაც კათოლიკე "მისიონერების” შეხედულებით, უზრუნველყოფდნენ მათი სულების ხსნას... განსაკუთრებით დაწვრილებით აღწერს ავტორი ხორვატული დოჰაუს _ იასენოვეცის საშინელებებს. სლოვენიაში წმ. ურჰის მთაზე კათოლიკურ ეკლესიაში მოწყობილი იყო საწამებელი ადგილი, სადაც ადგილობრივი კათოლიკე ეპისკოპოსის ნებართვით ავტომობილებით ჩაჰყავდათ კლიროფა-შიზმის მოწინააღმდეგეები, აწამებდნენ და თუ ტანჯვა-წამების შედეგად არ კვდებოდნენ, კლავდნენ ან ცოცხლად მარხავდენ. ტყვია უდიდეს წყალობად ითვლებოდა. აქ მთავარი ჯალათი იყო მღვდელი დ-რ პეტრ კრიჟაი. აი, ნაწყვეტი სლოვენიაში სახალხო ხელისუფლების ყოფილი თავჯდომარის ბორის კიდრი-ჩის გამოსვლიდან: " მე მახსოვს კათოლიკე მღვდლები, რომლებიც დოლენსკში საკუთარი ხელით კლავდნენ ტყვეებს... მე მახსოვ სკათოლიკე მღვდლები ხორვატიაში ადამიანის დათხრილი თვალე-ბით სავსე კალათებით...” მღვდლებს არ ჩამოუვარდებოდნენ კათოლიკე მონაზვნები და დები. განაგებდნენ რა მართლ-მადიდებელი ბავშვების საკონცენტრაციო ბანაკებს, ისინი მათ არაადამიანურად ტანჯავდნენ და შიმშილით სულს ხდიდნენ. მაგალითად, 1942 წლის 26 აგვისტოს დამტკიცებულ იქნა, რომ იას-ტრებარის ბავშვთა ბანაკში მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში 400 ბავშვიდან 100 მოკვდა. პატა-რა ბოშა შარიჩი იმისთვის მოკლეს, რომ მოინდომა ამ სიკვდილის ბანაკიდან გაქცევა. კათოლიკე დამ ორი ბიჭუნა გაიყვანა ბანაკის გარეთ და მიკლა "ურჩობისათვის...” კათოლიკე სამღვდელოება თავის ანტისლავურ მოღვაწეობაში არ იფარგლებოდა მხოლოდ ხორვატიით და ეკლესიებში აგიტაციას უწევდა შესვლას ლეგიონერთა კორპუსში, რომელიც რუსეთის ფრონტზე უნდა წასულიყო, გერმანულ შშ დივიზიებში მოხალისედ ჩაწერას, რომლებიც ხორვატიაშიც და რუსეთის ფრონტზეც სლავებს ხოცავდნენ. გათავისუფლების წინ დადასტურე-ბულ იქნა სამწუხარო ფაქტი იმის შესახებ, რომ ყველაზე საზიზღარი მკვლელები, ხანძრის გამჩა-ღებლები და მძარცველები როგორც რუსეთის ფრონტზე, ისე ხორვატიაში იყვნენ კათოლიკე ბერების მოწაფენი ბოსნიისა და ჰრცოგოვინიდან, ხოლო იასენოვეცისა და ძველი გრადიშკის ბანაკებში ყველა სასტიკ ჯალათს იმავე მონასტერში ჰქონდა მიღებული განათლება... პიუს ხჳჳ, რომელიც 1941 წლის 29 ივნისს თავის გამოშვლაში მიესალმა ჰიტლერის თავდა-სხმას საბჭოთა კავშირზე და მართლმადიდებლობის მოსპობას ხორვატიაში უყურებდა, როგორც მართლმადიდებელი აღმოსავლეთის დაპყრობის გზაზე ერთ-ერთ ეტაპს... თავის განცხადებებში ხორვატიის წარმომადგენლებისადმი არაერთხელ მოიწონა უსტაშებისა და კრიჟარების საქმიანო-ბა... კათოლიკე სამღვდელოების მიერ ხორვატიაში მართლმადიდებლობის დევნიას გამოჩენილი არნახული სისასტიკე უნებურად იწვევს გაოცებას: რით აიხსნება ქრისტიანობის ასეთი კოშმარუ-ლი, შემზარავი დამახინჯება იმ ორგანიზაციაში, რომელიც ქრისტიანულ სახელს ატარებს და პრეტენზიას აცხადებს, რომ თავადაა მისი ჭეშმარიტი გამომხატველი? ავტორი გამოთქვამს აზრს, რომ "დამოუკიდებელ ხორვატიაში" კათოლიციზმს მიეცა შესაძლებლობა, ჩამოეხსნა ყველა უნებ-ლიედ გაკეთებული ნიღაბი და დ ა უ ბ რ კ ო ლ ე ბ ლ ა დ ს უ ფ თ ა ს ა ხ ი თ გ ა მ ო ე მ ჟ ღ ა ვ ნ ე ბ ი ნ ა თ ა ვ ი ს ი ჭ ე შ მ ა რ ი ტ ი ა რ ს ი... ის, რაც "დამოუკიდებელ ხორვატიაში” მოხდა, არ წარმოადგენ რაღაც შემთხვევით ეპიზოდს ან გამონაკლისს კათოლიციზმის ისტორიაში. კათოლიკური ეკლესიის მსახურნი ყველგან და ყო-ველთვის, როგორც კი გათავისუფლდებოდნენ შემკავებელი სახელმწიფოებრივი საწყისისგან ან, პირიქით, თავის განკარგულებაში იღებდნენ სახელმწიფო ხელისუფლების ძალას, იჩენდნენ ისეთი-ვე არაადამიანურობას, ისეთივე სისასტიკეს, რასაც ხორვატიაში. ამაზე მოწმობენ ”წმიდა” ინკვი-ზიციისმიერი ტანჯვა წამებანი და კოცონები, ამაზე ლაპარაკობენ რელიგიური ომები და ჯვაროს-ნული ლაშქრობები, მართლმადიდებელთა დევნა კათოლიკურ პოლონეთში, სლოვენიაში, სლოვა-კეთში, და არა მხოლოდ ხვ-ხვჳჳ საუკუნეებში, არამედ ხხ საუკუნეშიც. და თუ ასეა, ეს ნიშნავს, რომ საბოლოო და ჭეშმარიტი მიზეზი იმ "დიდი დანაშაულისა”, რომელზეც წიგნშია საუბარი, სრულიადაც არ მდგომარეობს იმ დროებით და ადგილობრივ პირობებში, რომელშიც მიედინებოდა კათოლიკური ეკლესიის ისტორია, და არა მისი ცალკეული წარმომადგენლებისა პირად ნაკლოვა-ნებებში, არამედ თავად მის მოძღვრებაში, მდგომარეობს პაპიზმში. ვატიკანს თავისი დამქაშები არ მიუტოვებია მათი დამარცხებისა და სახალხო რისხვისსაგან გაქცევის ჟამსაც. მან ბავშვისმკვლელები გადამალა ავსტრიისა და იტალიის მრავალრიხოვან მონასტრებში, მოათავსა ისინი წმ. იერონიმეს კოლეგიუმში, უზრუნველყო საარსებო საშუალებე-ბით და გაუხსნა პაპის ხაზინა. მაგრამ იგი ამასაც არ დასჯერდა. ვატიკანმა გამოიყენა თავისი ავ-ტორიტეტი, რათა უსტაშებისათვის გამოენახა ახალი პატრონები. მღვდელი კრუნისლავ დრაგანო-ვიჩი, უსტაშების პოდპოლკოვნიკი, რომელიც დამნაშავე იყო კოზარში 60000 ადამიანის სიკვდილ-ში, ემიგრაციაში მოულოდნელად გერმანიის კოლეგიუმის სწავლულ პროფესორად მოგვევლინა... დღემდე ვატიკანი დარჩა უსტაშების ერთგულ დამცველად”. ისტორია მოწმობს, რომ მართლმადიდებელ მოსახლეობას ანადგურებდნენ როგორც საკონ-ცენტრაციო ბანაკებში, ისე ყველა ადგილას დახვეწილი სადისტური მეთოდებით. ადამიანებს კლავდნენ სპეციალური დანით რომელსაც "сербосек”-ს (სერბების დასაკლავ დანას) უწოდებდნენ, მსხვრპლს აჭიდნენ თვალებს, უტეხდნენ თავს... ხოცავდნენ არა მარტო მამაკაცებსა და ქალებს, არამედ ბავშვებსაც. მთიან ადგილებში ნაპოვნი იქნა ასეულობით "ორმო” _ ღრმა ჭები, სადაც მართლმადიდებლებს ყრიდნენ ათასობით, ხშირად უკლებლივ მთელი სოფლების მოსახლეობას... ასე გაანადგურეს დაახლოებით მილიონი მართლმადიდებელი, სერბეთის უზარმაზარი ტერიტო-რიები გაწმენდილ იქნა კათოლიკეთათვის. განსაკუთრებულ სიძულვილს იწვევდა მართლმადიდებე-ლი ეკლესია. 1941 წლის 12 მაისს ქ. გლინაში დაკლეს 1200 მართლმადიდებელი სერბი, მათ ნაჯახით თავს აჭრიდნენ მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველში, რის შემდეგაც გვამებით სავსე ეკლესია დაწვეს. ეპისკოოსებს, მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს განსაკუთრებული სისასტი-კით კლავდნენ, მათ სხეულზე კი ჭრიდნენ სატანისტური რიტუალის ნიშნებს. მხეცურად მოკლეს ოთხი ეპისკოპოსი, ასეულობით მღვდელი და ბერ-მონაზონი. წაბილწეს და დაანგრიეს ასეულობით ტაძარი. სერბეთის უწმინდესი პატრიარქის პავლეს წერილში ლორდ კარინგონისადმი (1991 წლის ოქტომბერი) ნათქვამია: "ამ საუკუნეში სერბ ხალხს მეორეჯერ უწყობენ გენოციდს და დევნიან იმ ტერიტორიიდან, სადაც იგი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა. პირველად ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს ეგრეთ წოდებულ ხორვატიის დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომელიც იყო ნაცისტური გერმქნიისა და ფაშისტური იტალიის კვისლინგური და ფაშიტური ქმნილება. მაშინ 700000-ზე მეტი სერბი დაკლეს, ან სიცოცხლეს გამოასალმეს სხვა, როგორც წესი სადისტური მეთოდებით იასენოვეცში, სიკვდილის სხვა ბანაკებში, მრავალრიცხოვან ორმოებსა და უფსკრულებში, სადაც ბევრი მათგანი ახლაც განისვენებს, ზოგიერთი კი, ვინც ორმოებიდან გამოიხსნეს, დღესაც მოწმობს იმ საშინელ სიკვდილზე ჯოჯოხეთში. ყველაფერი ეს კეთდებოდა ეთნიკურად სუფთა ხორვატიის შექმნისა და სერბების განადგურების პროგრამის მიხედვით, რაც ყველაზე უკეთ გამოთქვა უსტაშების მინისტრამა მილე ბუდაკმა: ”სერბების ერთ ნაწილს მოვკლავთ, მეორეს გადავასახლებთ, დანარჩენებს კი გადავიყვანთ კათოლიკურ რწმენაზე და ასე გადავაქცევთ ხორვატებად”. ამ უკეთური განზრახვის არსებით ნაწილს შეადგენდა ხორვატიაში კათოლიკური ეკლესიის მიერ მართლმადიდებელი სერბების იძულებითი გადანათვლა. ამ ავკაცური გეგმის განხორციელე-ბამ გაოცებაში მოიყვანა თვით გერმანიის სპეციალური დესპანი გერმან ნოიბაჰერი, რომელმაც ზემდგომ ხელისუფალთ მოახსენა შემდეგი: ”უსტაშების ბელადის ანტე პაველიჩის რეცეპტი მართლმადიდებლებისათვის მოგვაგონებს ცნობილი ომებიდან ყველაზე სისხლიანს. სერბების ერთმა მესამედმა კათოლიკობა უნდა მიიღოს, მეორე მესამედმა ქვეყანა უნდა დატოვოს, ერთი მესამედი კი უნდა მოკვდეს. ამ პროგრამის ბოლო პუნქტი შესრულებულია. ჩემამდე მოსული ცნობების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ უიარაღო დაკლულთა რაოდენობა დაახლოებით სამი მეოთხედი მილიონია”. ასე იქცნენ სერბები ცოცხალ სამიზნეებად. სიკვდილმისჯილთა სიები თითქმის დაუსრულებელი iიყო.მიიღოს, მეორე მესამედმა ქვეყანა უნდა დატოვოს, ერთი მესამედი კი უნდა მოკვდეს. ამ პროგრამის ბოლო პუნქტი შესრულებულია. ჩემამდე მოსული ცნობების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ უიარაღო დაკლულთა რაოდენობა დაახლოებით სამი მეოთხედი მილიონია”. ასე იქცნენ სერბები ცოცხალ სამიზნეებად. სიკვდილმისჯილთა სიები თითქმის დაუსრულებელი იყო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |