მთავარი » 2011 სექტემბერი 22 » შინაომის მიზეზია ცოდვა - წმ. იოანე ოქროპირი.
2:05 AM შინაომის მიზეზია ცოდვა - წმ. იოანე ოქროპირი. | |
საიდანაც ცოდვა იღებს სათავეს, სასჯელიც იქიდან გად- მოგვიჭერს მათრახს. დავითმა სხვისი კუთვნილი კრავი თავის სახლში შეიყვანა, მისი მწყემსი კი მოკლა. კრავმა მა- ლევე დაუწყო რქენა პატრონს მისივე სამკვიდრებელში. და- ვითმა სხვის საცხოვრისში დათესა განხეთქილება, საკუთარ სახლში კი ომი აღიძრა მის წინააღმდეგ. ურიას მოკვლისა და მისი ცოლის მოყვანისთვის დავითს აუმხედრდა საკუთარი ძე. ისმინე, რა უთხრა მას ღმერთმა ნა- თან წინასწარმეტყველის პირით: აწ ნუ განეშორებინ მახÂლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა. შენ მახვილით გააპე სხვისი სახლი, მე კი შენ განგიმზადებ მახვილს შენივე სახლში: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძÂრი შენ ზედა (2 მეფ. 12:7- 11). მაგრამ ერთი საკუთარ თავთანაც გამოი- ძიე _ სიჭაბუკის წლებში ვინმე დედაკაცის მიმართ რაიმე უკეთურება ხომ არ განიზრახე? და თუ ასეა, აი, იმ დედაკაცის შეურაცხყოფისათვის სამაგიეროს დედაკაცივე გიხდის და სხ- ვის მაშინდელ იარას დღეს შენი საკუთარი ცოლი წამლობს. მართალია, ის გაუცნობიერებლად იქცევა ასე, სამაგიეროდ, ეს უწყის მკურნალმა _ ღმერთმა და ზემოქმედებს შენზე შენი ცოლის _ ვითარცა მახვილის _ საშუალებით. მახვილი ვერ ხვდება რა როლი აკისრია, მაგრამ ეს იცის მკურნალმა; მარ- თალია, ვერც მძლეველი ცოლი და ვერც ძლეული ქმარი ვერ აცნობიერებენ, რატომ ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ღმერთს, როგორც მკურნალს, არ გამოეპარება _ რა არის მათთვის სა- სიკეთო. ის, რომ ავი ცოლი ქმრისთვის სასჯელია ცოდვათა გამო, ადასტურებს საღვთო წერილი: მისი სიტყვების თანახ- მად, ცოდვილ ქმარს ეძლევა ავი ცოლი (იხ. ზირ. 26:3-9), რო- გორც ცოდვით აღძვრათა გამანადგურებელი მწარე წამალი. შვილთაგან თავდასხმებიც რომ სასჯელია ცოდვათა გამო, ამის მოწმე გახდა დავითი, ურჯულო კავშირისათვის თავისი ძის _ აბესალომის _ მიერ დევნული. ძმები ემტერებიან ძმებს და მიზეზი აქაც ცოდვაა, ამას ადასტურებს მსაჯულთა წიგნი. როცა ძმები შემოგიტევენ, მათ ნუ დაემდურები, საკუთარ თავს დააკვირდი და ზედმიწევნით გამოიძიე, რა ცოდვებს გამო გად- აგემტერნენ ისინი. ზოგჯერ ამგვარი თავდასხმა მარტოოდენ საკუთარ ცოდვათა გამო არ ხდება. მაგალითად, იოსები, რომ- ლის მიმართაც ძმების მტრობის მიზეზი მისი ცოდვები არ ყოფილა; არც იობი ითმენდა ცოლის საყვედურებს საკუთარ ცოდვათა გამო. მაგრამ მაინც ადამიანთა უმრავლესობისთვის სახლეულის გადამტერების მიზეზი საკუთარი ცოდვებია. მათ გამო ზოგჯერ მეგობრები მტრები ხდებიან, უწინ მოყვარულ- ნი ურთიერთს სიძულვილით განეშორებიან. ეს იმიტომ, რომ ღმერთი მისთვის ცნობილ მიზეზთა გამო დაუშვებს ასეთ ურთ- იერთდაპირისპირებას. ეგვიპტელთა შესახებ ფსალმუნში წე- რია: გარდააქცია გული მათი მოძულებად ერისა მათისა (შდრ. ფს. 104:25). ღმერთი არ დაუშვებდა ამგვარ სიძულვილს, ეგ- ვიპტელთა ადრინდელი ურთიერთსიყვარული მანკიერი რომ არ ყოფილიყო. ამგვარი სიყვარულით წარწყმედილს სწორედ უფლისგან დაშვებული სიძულვილი მისცემს ბიძგს სათნოე- ბითი ცხოვრებისთვის. მონებიც და ქვეშევრდომნიც ხშირად უწყობენ ამბოხს თავიანთ ბატონებს მათი ცოდვების გამო. ყუ- რადღება მიაქციე _ სანამ ადამმა ცოდვა არ ჩაიდინა, მას მხ- ეცებიც ემსახურებოდნენ და მორჩილებდნენ; ისიც სახელებს არქმევდა მათ, როგორც თავის მონებს; ხოლო ოდეს თავი წაიბილწა ცოდვით, ცხოველებმაც ვერ იცნეს იგი _ ყოფილი მონები მტრად მიეკიდნენ. ეზოს ქოფაკი ემსახურება მას, ვინც აჭმევს _ მისი ეშინია და მის დანახვაზე ძრწის. მაგრამ თუ უცებ თვალს მოჰკრავს მის გამურულ ან ნიღაბაფარებულ სახეს, დასაგლეჯად ეცემა, როგორც უცხოს. ასე დაემართა ადამსაც: სანამ წმინდად ინახავდა ღვთის ხატად შექმნილ თა- ვის სახეს, მანამდე მხეცები თვინიერად ემორჩილებოდნენ; ხოლო როცა ურჩობის ჭუჭყით გაისვარა, პირუტყვმაც ვე- ღარ იცნო და უცხოსავით გადაემტერა. მაშასადამე, მონათა ამბოხიც ცოდვათა საზღაურისგებაა. მართალი იყო დანიელი და ლომებმაც ცნეს მისი მეუფება; მათ დაინახეს, რომ ის არ იყო ცოდვასთან წილნაყარი და არც დასაჯეს. მაგრამ როცა შესცოდა, იცრუა წინასწარმეტყველმა, იგი გზად შემოყრილი ლომის მსხვერპლი გახდა (იხ. 3 მეფ. 13:24). სიცრუით შემ- წიკვლული ლომმაც ვეღარ იცნო, წინააღმდეგ შემთხვევაში წინასწარმეტყველს არ იუცხოებდა და პატივსაც მიაგებდა. რაკი მასში ცრუწინასწარმეტყველი დაინახა, უცნობად მიიჩ- ნია და თავს დაესხა _ მეუფემ იცრუა და მონამაც უარყო მისი მეუფება!... მაგრამ რა მოსატანია შინაური უბედურებანი, როცა ჩვენთ- ვის ყველაზე მახლობელი და საყვარელი _ ჩვენი სხეულიც ზოგჯერ მტრად გვეკიდება; როცა ცოდვას ჩავიდენთ, იგი სა- მაგიეროს ცხელებით, სხვა სნეულებებითა და ტანჯვით გვიხ- დის. თუ დამონებული ხორცი დასჯის მეფედ ქმნილ, მაგრამ შემცოდებელ სულს, ეს იქნება არა მისი სურვილი, არამედ მოვალეობა. ამას ადასტურებს ქრისტე, რომელმაც განკურ- ნებულ განრღვეულს უთხრა: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაÁთა არა უძÂრესი რაÁმე გეყოს შენ (ინ. 5:14). მაშ. ძმანო, რაკი შევიტყეთ, რომ სახლეულთან, ახლო- ბლებთან თუ მონებთან ომისა და ხორციელ სნეულებათა მიზეზი დიდწილად არის ცოდვები, აღმოვფხვრათ ეს სათავე ბოროტებისა! საუბარი მე-3 ფსალმუნზე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |