მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » თავისუფალი ნება
0:50 AM
თავისუფალი ნება


ადამიანისათვის თავისუფალი ნება რომ არ მიეცა ღმერთს, ცოდვაშიც ხომ არ ჩავარდებოდა. რატომ მიეცა მას თავისუფალი ნება?
ისმინე, რომელიც ასეთ შკითხვას სვამ – შენც ხომ მაშინ არ თვლი შენს მონას ერთგულად, როცა შეკრული გყავს და აიძულებ, არამედ, როცა ნებით ასრულებს შენს სურვილს. ღმერთსაც იძულებით დამორჩილებული კი არ უყვარს, არამედ, რომელიც სათნოებაში წარემატება. ხოლო სათნოებები მიიღება ნებით და არა იძულებით, და ნება ჩვენს ხელთაა, ხოლო ეს ნება არის თავისუფალი. ასე რომ, ვინც ადანაშაულებს შემოქმედს და ამბობს: რატომ არ შეგვქმნა ღმერთმა იძულებით უცოდველნიო, ის პირუტყვთა ბუნებას პირმეტყველთა ბუნებაზე წინ აყენებს და უმოქმედოსა და უგუნურს – მოქმედებისა და ნება–სურვილის მქონეზე წინ.

ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს, ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს.
წმ. სილუან ათონელი

ამბობენ: „რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ რომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა არ შეგვძლებოდა?" – სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მაშინ, როცა ხედავ, რომ ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს.

წმ. ბასილი დიდი
კატეგორია: მამათა სწავლება | ნანახია: 913 | დაამატა: Barbare | ტეგები: წმ. ბასილი დიდი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: