მთავარი » 2012 ივლისი 1 » წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი (იმერეთისა)
2:13 PM წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი (იმერეთისა) | |
ისრეთი ძვირფასი თვისება არს ერთობასარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა პირველ ჯვარცმისა მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან. გარნა ყოველნი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილს. მეოთხე საუკუნესა შინა, ოდესცა უღმრთომან არიოზ მოახდინა საშინელი შფოთი ეკლესიასა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემსმთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა" აჰა, რა მიყო არიოზმან! ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდა ეკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმრთომან არიოზ, სწავლითა თვისითა. სადღა იქნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკუეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლება საღმრთოთა საგანთა ზედა... წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულისა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი უარვყოფთ მათ და განვაძევებთ ეკლესიის კრებულისგან!" წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი (იმერეთისა) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |