მთავარი » 2011 სექტემბერი 22 » წმინდა მღვდელ-მონაზონი ალექსი /შუშანია/
0:59 AM წმინდა მღვდელ-მონაზონი ალექსი /შუშანია/ | |
სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება , გინა მადლი საღმრთო განსაწმენდელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა გულისაგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კაცსა, ასევე მისივე გულისაგან გამოსრული სინანული განწმენდს მას. სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებულიდა ესე არის მადლი სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულის საკურნებლად, შებღალულისა განსაწმებდელად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვით შეგინებული უძღები შვილის ანგელოზთა დარად ამაღლება და სინანული ხსოვნაა სამარადისოდ მხილებისა, კანონის ნიჭით რგებული შესანდობელად. სინანული სამოთხის გარშემო მამულში ყოფნაა და ცათა სასუფევლის კარიბჭეა... ვინც სინანულში იმყოფება მისთვის ახლო არის სასუფეველი. რგორც ხილულ ზღვაში შეუძლებელია უნავოდ მგზავრობა, აგრეთვე უხილავ ჩვენს მრავალმღელვარე ბუნების ზღვაში შეუძლებელია სინანულის ნავის გარეშე განვლა კეთილად. მიკვირს ძმაო, რატომ გეზარება სინანული?! ცოდვები ხომ გიხარია... დაფიქრდი ცოტათი მაინც - რამეთუ ოდეს ნანობ შენს ცდომას უსათუოდ შეწუხდები და მწიხარება ეგი სინანულია! დასაბამი სინანულისა არის ხსოვნა მწუხარების, და ეს არის სინანული და ყოველი, რომელიც გულწრფელად ნანობს და წუხს თავისი ცოდვისათვის, უეჭველად მიიღებს შენდობას, რამეთუ იტყვიან მამანი, რომ სინანული კარი არს წყალობისა, რომელიც განღებულ არის მამისა მიერ უძღები შვილის შესაწყნარებლად. სინანული საღვთო ცეცხლია მხურვალი გულისა, სინანული ჩვენდა საყდარია სამსჯავრო მარად თვალწინ გამოხატული, სინანული მშობელია მაცხოვრებითი სულისა, სინანული ჩვენთვის უტკბესია თაფლ-გოლეულისა, სინაული მეორე ნათლისღებაა, აღმხოცელი ნათლისღების შემდგომ ცოდვათა და არა ხანდისხანობითია, არამედ სამარადისო, სულთქმით შეთვისებული მაღლისადმი, რომელიც მოგვმადლოს ღმერთმან ამისა შინა ყოველდღე, ვიდრე სულის აღმოსვლამდე. ამინ! წმინდა მღვდელ-მონაზონი ალექსი /შუშანია/ გამოკრებილია წიგნიდან წმ. ალექსი ბერის ”მოძღვრებანი” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |