მთავარი » 2011 ოქტომბერი 14 » წმინდა მამები ეკუმენიზმის შესახებ
2:28 AM წმინდა მამები ეკუმენიზმის შესახებ | |
წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? - და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც - ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე - როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე - როგორც გსურს, ისიამოვნე - რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ. წმ. თეოფანე დაყუდებული თავიდან დედამიწაზე ერთი ეკლესია იყო, ერთიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით. მაგრამ შემდეგ დადგა განსაცდელის ჟამი; რომის პაპი, თავისი ხალხით ცრუ-სიბრძნემ გაიტაცა და გამოეყო ერთიან ეკლესიასა და სარწმუნოებას. ეს არის ტყუილსა და სიბნელეში ჩავარდნის პირველი საფეხური. შემდეგ, პაპისტებს შორის წარმოიქმნენ პროტესტანტები, რომლებიც პაპის მსგავსად ცრუ-სწავლებამ გაიტაცა და ჩამოშორდნენ პაპის სარწმუნოებასა და ეკლესიას. ეს ტყუილსა და სიბნელეში დაცემის მეორე საფეხურია. პროტესტანტებისაგან წარმოიშვა ანგლიკანური ცრუ-მოძღვრება. ესეც მესამე საფეხური. ანგლიკანურიდან დაიბადა საბოლოოდ ის, რითაც თქვენი ახალი მასწავლებელი სხვებთან ერთად ცდუნდა. ეს კი _ სიბნელესა და სიცრუეში დაცემის მეოთხე საფეხურია. სწორედ ამ მეოთხე საფეხურზე დგას ეს თქვენი მყვირალა, რომელიც დაძვრება თქვენს სახლებში თავისი ქადაგებებით. იგი ჭეშმარიტი მოწაფეა იმ ინგლისელისა, და ისიც საკითხავია, მიამატა თუ არა მან რაიმე, საკუთრივ ახალი სიცრუეც ინგლისელისაგან შეთვისებულ სიცრუეს, რომ დამდგარიყო უკვე ამ სახით, სიბნელესა და სიცრუეში ჩავარდნის მეხუთე საფეხურზე! აი, ვინ არის სინამდვილეში ეს თქვენი მყვირალა-მქადაგებელი! არც პაპისტები, არც პროტესტანტები, არც ანგლიკანები და არც ისინი, ვისაც მიეკუთვნება თქვენი დამსნეულებელი დასნეულებული მყვირალათი, არა ფლობენ ღვთის ნამდვილ, სუფთასა და სრულ ჭეშმარიტებას. იგი მხოლოდ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში სუფევს. ისინი, ხიბლში მყოფნი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებას ფლობენ, მაგრამ ჭეშმარიტება ძალიან შორს არის მათგან. პაპისტები პირველნი ჩამოშორდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც აგრძელებენ ფიქრს, რომ სწორედ ისინი ფლობენ მას. პროტესტანტებმა ბევრ რამეში ამხილეს პაპისტების უსუსურობა, მაგრამ თვითონაც ვერ ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას და უფრო დაშორდნენ მას, როცა ააგეს ახალი სარწმუნოება თავიანთ ცრუ-სწავლებებზე და არა ღვთის ჭეშმარიტებაზე. ფიქრით კი, პაპისტების მსგავსად ფიქრობენ, რომ მიაგნეს ისეთ ჭეშმარიტებას, რომლისთვი-საც პაპისტები უცხოებად მიიჩნიეს. ინგლისელებს არ მოეწონათ გერმანული სარწმუნოება და შექმნეს ახალი, არა ღვთის ჭეშმარიტებაზე, არამედ თავიანთ ცრუ-მოძღვრება-ზე აგებული აღმსარებლობა. ისინი ამბობდნენ: გერმანელებს ეს და ეს არა აქვთ კარგი, ჩვენ შევქმნით საკუთარ სარწმუნოებას, რომელიც ჩვენთვის მისაღები და გამოსადეგი იქნება _ და შეთხზეს ღვთის ჭეშმარიტებისაგან კიდევ უფრო გადახრილი სარწმუნოება; თუმცა ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებით მტკიცედ დგანან მასში. შემდეგში, როგორც ანგლიკანებს, ისე გერმანელებს, გამოეყვნენ და გამრავლდნენ სხვადასხვა სარწმუნოებები, რომლებიც ასევე ტრაბახობენ, რომ საბოლოდ მიაგნეს ჭეშმარიტებას; მაშინ, როცა სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად დაშორდნენ მას. ეს იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტებას უფალში კი არ ეძებდნენ, არამედ თავიანთ ცრუ-სწავლებებში. მათ ჭეშმარიტებას კი არ მიაგნეს, არამედ ჭეშმარიტე-ბად მიიღეს სინამდვილის სხვადასხვა ნიშნები და მასზე ააგეს თავიანთი მრწამსი. სწორედ მათია ის ცრუ-მოძღვრებაც, რომელიც თქვენთან ინგლისელმა შემოიტანა და რომლითაც მოხიბლულია ეგ თქვენი მყვირალა. წმ. იუსტინე პოპოვიჩი ”როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება”. ”მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ. მოციქულთა და წმ. მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15) წმ. იუსტინე პოპოვიჩი ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს - თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად... სიძულვილის ღმერთი - ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი - მათ არავინ უყვართ. წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) “თუ გწამთ ქრისტე, მაშინ როგორღა შეგიძლიათ ჭეშმარიტება სიცრუესთან გაათანაბროთ და გააიგივოთ? ნუთუ ქრისტემ ამგვარი გზა გიჩვენათ? Gანდა იგი თავის სწავლებას ათანაბრებდა რომაულ კერპთაყვანისმცემლობასთან, აფრიკულ ფეტიშიზმთან, ინდურ ნიჰილიზმთან და მომაკვდავ იუდაურ ფარისევლობასთან? რა თქმა უნდა, არა:- ,,ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაი მოყუსება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უცს მორწმუნესა ურწმუნოისა თანა?” (კორ. 2, 6, 14-15). იცოდეთ, სოფელი ჯვარს არ აცვამს მას, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუესთან არიგებს, სინათლეს წყვდიადთან და სიკეთეს კი-ბოროტებასთან! შოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე, რადგან იგი არ ათანაბრებდა და არ ურევდა ერთმანეთში სიცრუესა და ჭეშმარიტებას, არ კამათობდა ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით”. ,,წმინდა წერილი პირველიდან უკანასკნელ ფურცლამდე ასწავლის ხალხს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების შესახებ საკუთარი შეხედულებები”. Aამონარიდები ,,მისიონერული წერილებიდან” წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) “ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა “ტოლერანტობის” და “ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების” მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა არმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ-იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.” ”სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა თანასწორობა-ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა-სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა. როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ურწმუნოს გამო ქონება და სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება-არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით.” წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“. რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ“ (ეფ. 6,17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გამოდიოდა ორპირი მახვილი (იხ. გამოცხ. 1,12-16). მახვილი - გამომავალი პირიდან, სხვა რაა, თუ არა - სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა - კეთილისა და ბოროტის დასაზავებლად. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. „მისიონერული წერილები“ (წერილი 9), თბილისი, 2005 წ წმ.ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) ვაი იმ მღვდელს, რომელიც უღმერთოებს უყვართ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |