მთავარი » 2011 » სექტემბერი » 13 » ცრუ სწავლებების საწინააღმდეგოდ
7:02 PM
ცრუ სწავლებების საწინააღმდეგოდ


VI მსოფლიო კრება. კანონი 11:„ნუმცა ვინ სამღდელოთა დასთა თანა დაწესებული ანუ ერისკაცი ჭამს უცომოსა ჰურიათასა, ანუ საკუთრად მეგობრად იჩენს მათ და სნეულებასა შინა მიუწოდს და კურნებასა მიიღებს მათგან, ანუ აბანოსა შინა იბანების მათ თანა. ხილო უკუეთუ ვინმე ამათდა ქმნად ხელ-ყოს, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი - უზიარებელ იქმნეს“.

IV მსოფლიო კრება:„წმიდა და დიდი მსოფლიო კრება ურყევად გვიქადაგებს და გვასწავლის... უფლის ორი ბუნების აღმრევნი და ერთ ბუნებად გარდამქმნელნი – შეჩვენებულ იქნენ”.

V მსოფლიო კრება:აღვიარებთ რა ოთხ წმიდა მსოფლიო კრებას ნიკეაში, კონსტანტინოპოლში, ეფესოში და ქალკედონში, ვქადაგებდით და ვქადაგებთ ყოველივეს, რამაც ჩვენი მრწამსი განსაზღვრა, და რომელნიც მას არ აღიარებენ, კათოლიკე ეკლესიიდან გარიყულებად ვთვლით”.

VI მსოფლიო კრება:წმიდა სამების ერთი ჰიპოსტასის – ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს ერთი ნებისა და ქმედების მქონე ბუნების უარმყოფელნი – აპოლინარი, სევეროსი და თემისტოსი, მართლმადიდებელ ერში თესავენ მწვალებლობასა და გონების მომწამვლელ აღმსარებლობას...”.

VII მსოფლიო კრება: „ღვთის კრებულიდან როგორც განიდევნენ სახელგატეხილი ევტიხი და დიოსკორე, ასევე განიდევნონ სევეროსი, პეტრე და მათთან გადაჯაჭვული ღვთისმგმობელი მიმდევარნი...”.

წმ. მოციქულთა ორმოცდამეხუთე კანონი: "ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი თანამლოცველ ოდენ ექმნეს მწვალებელთა, დაეცადენ მღდელობისაგან. ხოლო უკუეთუ აწჳოსცა მათ მოქმედებაჲ რაჲსმე სამღდელოთაგანისაჲ ვითარცა მღდელთა, განიკუეთენ"

მოციქულთა მეათე კანონი:"უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსა-ღა-თუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა".

ანტიოქიის კრების მე-2 კანონი:“... ხოლო არა ჯერ-არს ზიარებაჲ უზიარებელთაჲ, არცა სახლთა შინა შეკრებულთა თანამლოცველ-ყოფაჲ, რომელნი არა თანამლოცველნი იყვნენ ეკლესიასა შინა, არცა სხჳსა ეკლესიისა მიერ შეწყნარებაჲ, რომელნი არა შეკრბებოდინ სხუასა ეკლესიასა შინა...”.

[/ზონარა: "еретики суть все, мыслящие несогласно с православною верою, хотя бы давно, хотя бы недавно они были отлучены от церкви, хотя бы древних, хотя бы новых ересей они держались". კიდევ: "Под именем еретиков разумеются те, которые приемлют наше таинство, но в некоторых частях учения погрешают и несогласны с православными".

არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)
„ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება
1998 წლის 8 ოქტომბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა:

I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”).

II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.

III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”).

IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).

V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.

VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”.

პროფესორი კონსტანტინე მურატიდისი წერს:
„ემს-ში მონაწილეობით მართლმადიდებლობა ნამდვილ ეკუმენურ საქმიანობაზე ამბობს უარს, რაც, ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს ხსნის საქმეში ყველაზე დიდი და სამწუხარო დარტყმაა ”

[/b]ნეტარხსენებული მამა სპირიდონი (ბილალიჩი) წერს:
„ეკუმენიზმი – XX საუკუნის ყველაზე დიდი მწვალებლობა, რომელიც ქადაგებს დოგმატურ, რელიგიურ სინკრეტიზმს და მიილტვის ქრისტიანული და სხვა აღმსარებლობების პანრელიგიური გათანაბრებისაკენ – მართლმადიდებლობისათვის მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს”.

ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზი
“მე ვგმობ ეკუმენიზმს და ვთვლი მას არა ჩვეულებრივ ერესად, არამედ პანერესად _ ყველა ერესისა და ბოროტმორწმუნეობის შესაკრებლად... ეკუმენიზმი მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ის წარმოადგენს დღეს ყველაზე დიდ საშიშროებას, ჩვენი ეპოქის ურწმუნოებასთან ერთად, რომელიც აღმერთებს მატერიალურ კავშირებსა და სიამოვნებებს.
მივესალმები და ვაკურთხებ ყველა სასულიერო პირსა და ერისკაცს, ვინც იბრძვის ეკუმენიზმის წინააღმდეგ”.

იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი
“ეკუმენისტურ მოძრაობას (თავისი დიალოგებით, რომელთა ერთადერთი მიზანი ეკლესიისთვის ზიანის მიყენებაა), სურს მართლმადიდებლობა დაუმორჩილოს პაპიზმსა და ეკუმენიზმს. პირველი წელი არაა, რაც დაიწყო მუშაობა წმინდა მიწაზე მართლმადიდებლობის გასანადგურებლად... ჩვენ გულისტკივილით შევნიშნეთ, რომ ამ დიალოგებს ერეტიკოსები ბოროტად იყენებენ. ისინი აცდუნებენ ჩვენს მორწმუნეებს, ცდილობენ ყველანაირი საშუალებით გადაიბირონ ისინი თავის სარწმუნოებაზე. ისინი აჩვენებენ პაპის ფოტოებს ჩვენს პატრიარქებთან და ეპისკოპოსებთან ერთად და ამბობენ, რომ ერთობა უკვე მიღწეულია...”.

მიტროპოლიტი ავგუსტინე ფლორინელი (საბერძნეთი)

“ეკუმენიზმი არის დაბრუნება ძველი დინებისკენ _ სინკრეტიზმისკენ (აღრევა), რომლის საშუალებითაც ძველი ხალხები, თავიანთი რელიგიების ჭეშმარიტებაში ეჭვი რომ ეპარებოდათ, ცდილობდნენ მეტაფიზიკური წყურვილის მოკვლას, რამეთუ ამ დინებაში ჩაედინებოდა მრავალი განსხვავებული სარწმუნოების მდინარეები.
წმიდა კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მართლმადიდებელთა ქცევას მწვალებლებთან მიმართებით, დაითრგუნა და კვალად უსირცხვილოდ ითრგუნება. ყოველივე ამისგან დიდი საცთური მოდის.
ზოგიერთები გადამეტებული დაჟინებით გვიყვებიან სიყვარულის მოთხოვნილებებზე, ამბობენ, რომ მისი გულისთვის ბევრი რამ უნდა დავთმოთ და მრავალი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული პირდაპირ არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან; არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი; საჭიროა “ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა” (ეფეს. 4,15), ანუ უნდა გაგაჩნდეს ჭეშმარიტი და წრფელი სიყვარული შეერთებული ჭეშმარიტ რწმენასთან და უნდა გსურდეს სულიერი სიკეთე მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული ჭეშმარიტებისა და რწმენის გარეშე არის სიცრუე და მოტყუება. სიყვარული ზეციური ყლორტია, რომელიც ვითარდება, ყვავის და ნაყოფს იძლევა მხოლოდ ჭეშმარიტების ნიადაგზე; ხოლო ჭეშმარიტება _ არა ნაწილობრივი, არამედ სრული, მხოლოდ მართლმადიდებლობაშია”.

ეპისკოპოსი არტემი (სერბეთი, რაშკო-პრეზრენის ეპარქია)

“ჩვენი ეპისკოპოსებისა და თეოლოგების მეშვეობით ჩვენ დავიწყეთ მონაწილეობა ყველა კონფერენციაში, ასსამბლეაში, შეხვედრაში, ერთობლივ ლოცვასა და ყოველივე დანარჩენში რაც კი ემს-ს მოეპრიანებოდა, _ და ყველაფერზე ყოველგვარი კამათის გარეშე ვთანხმდებოდით. ამ თანამშრომლობის შედეგად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია დროდადრო ღებულობდა მატერიალურ დახმარებას ემს-დან: წამლების, სტიპენდიების, შვეიცარიაში გასეირნების და ფინანსური სუფსიდიების სახით, მაგალითად, როგორიცაა ახალი შენობის დაპროექტება თეოლოგიური ფაკულტეტისათვის. ამ ნამცეცა დახმარების გამო ჩვენ სულიერ პლანში ვკარგავდით რწმენის სიწმიდეს, ეკლესიის კანონიკურ მემკვიდრეობას და ერთგულებას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა გადმოცემისადმი.
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიების დასწრებას სხვადასხვა ეკუმენურ თავყრილობებზე არა აქვს არავითარი კანონიკური გამართლება. ჩვენ მივდივართ იქ არა იმისთვის, რომ ღიად და ურყევად წარმოვაჩინოთ მართლმადიდებლური რწმენისა და ეკლესიის უცვალებელი ჭეშმარიტება, არამედ კომპრომისებისათვის და იმისთვის, რომ მეტნაკლებად დავეთანხმოთ ყველა გადაწყვეტილებას და ფორმულირებას, რომლებსაც არამართლმადიდებლები გვთავაზობენ. და ამგვარად ჩვენი ქმედებებით მივედით ჩვენ ბალამანდამდე, შამბეზიმდე, ასიზამდე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატს”.

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი (საბერძნეთი, გაზ. “ორთოდოქსოს ტიპოსის” რედაქტორი, გარდ. 1982 წ.)

“თანამედროვე ეკუმენიზმი ეს არის მოძრაობა, რომლის მიზანია ჯერ დასავლეთის ერეტიკულ აღმსარებლობებთან მართლმადიდებლობის გაერთიანება, ხოლო შემდეგ, შემდგომ ეტაპზე, _ ყველა რელიგიის გაერთიანება ერთ საზარელ პანრელიგიად”.

კონსტანტინე მურატიდისი (ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი)
“მეტისმეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკუმენისტური ღვთისმეტყველების ზეგავლენით ზოგიერთ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს დაუფიქრებლად შემოაქვს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატიკისა და კანონიკისთვის დამღუპველი წინადადებები”.

ეპისკოპოსი ნიკოდიმოს მილაში (სჯულისკანონის ცნობილი განმმარტებელი)
ლაოდიკიის კრების 10 კან. განმარტებიდან

“მწვალებლობა ყოველთვის მწვალებლობად რჩება, მაშინაც, როდესაც ასწავლის _ ძე ღმერთი არ არის მამის ერთარსიო, და მაშინაც, როდესაც ქადაგებს _ სული წმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალსო; რამეთუ ყველა შემთხვევაში იგი ერთნაირად შეურაცხყოფს სახარებისეულ სწავლებას სარწმუნოების ძირეულ დოგმატებზე, რის შედეგად ყოველი მწვალებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ანათემის ქვეშ ექცევა (2 მს. კრებ. 1 კან. ბასილი დიდის 1 კან.)”.

მოციქულთა 45 კანონის განმარტება

იმის შესახებ, თუ ვინ იწოდება მწვალებლად და რა არის მწვალებლობა, ნათქვამია ბასილი დიდის პირველი კანონის განმარტებაში. მოციქულთა მეათე კანონი, როგორც ვნახეთ, საეკლესიო ერთობიდან განყენებულებთან ერთად სახლში ლოცვასაც კი კრძალავს და განაყენებს ყველას, ვისაც განყენებულთან ლოცვითი ერთობა ექნება. საეკლესიო ერთობიდან განყენებულს, ბუნებრივია, ყველა მწვალებელი მიეკუთვნება; აქედან გამომდინარე სრულიად თანმიმდევრულია ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის მათთან ლოცვითი ერთობის აკრძალვა. მით უმეტეს უფრო მეტად უნდა აეკრძალოთ მსგავსი ერთობა სასულიერო პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მაგალითი იყვნენ მორწმუნეთათვის ყოველგვარი ცრუ სწავლებისაგან შეუბილწავი სარწმუნოების სიწმინდის დაცვაში... ძალიან ბრძნულად შენიშნავს არქიმანდრიტი იოანე ამ კანონის განმარტებისას, როდესაც ამბობს, რომ კანონები ცდილობენ არა მხოლოდ მართლმადიდებლების მწვალებლური სულით დასნეულებისგან დაცვას, არამედ სარწმუნოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ინდიფერენტიზმისაგან დაცვასაც; ინდიფერენტიზმი ადვილად შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც ადგილი აქვს მწვალებლებთან ახლო ურთიერთობას სარწმუნოებრივ საქმეებში. ასეთი დამოკიდებულება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანული სიყვარულისა და შემწყნარებლობის სულს, რომლითაც გამოირჩევა მართლმადიდებელი ეკლესია. დიდი განსხვავებაა _ სარწმუნოებაში შეცდომილთა შეწყნარებასა... და მათთან რელიგიურ ურთიერთობაში შესვლას შორის, რამეთუ ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ჩვენ არა მარტო მათ მართლმადიდებლობაზე მოქცევას არ ვცდილობთ, არამედ თვითონაც ვმერყეობთ მასში.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
“ჩემი სამწყსო ჩემს ხმას ისმენს, იმას, რაც მოსმენილი მაქვს საღმრთო სიტყვათაგან, რაც მისწავლია წმინდა მამათაგან, ამასვე ვასწავლიდი დიდი ხნის განმავლობაში, არაფერს არ ვცვლიდი და არც აწ შევწყვეტ სწავლებას, რადგან მასთან (ამ სწავლებასთან) ერთად დავიბადე და მასთანვე თანავარსებობ” (სიტყვა XXXII არიანელთა მიმართ)”.


წმ. მაქსიმე აღმსარებელი

“რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ”.

წმ. იოანე დამასკელი
„არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმის შინაარსს და ასე, შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც კი გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველ და ახალ აღთქმათა თვითნებური გამოყენებით, შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო, ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილოც კია, მან თავის ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყველაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“.

წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი
ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლება!" სიტყვა მე-6 "მშვიდობის შესახებ."

კატეგორია: ეკუმენიზმი | ნანახია: 1438 | დაამატა: Barbare | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: