მთავარი » 2012 იანვარი 5 » ვისაც სწორი სარწმუნოება აქვს, იგი ჭეშმარიტ სიყვარულს ფლობს
3:54 AM ვისაც სწორი სარწმუნოება აქვს, იგი ჭეშმარიტ სიყვარულს ფლობს | |
-წმიდაო მამაო, თქვენ გვეუბნებოდით, რომ თავდაპირველი სარწმუნოებაა, შემდეგ კი მოდის ღვთის სიყვარული. -აბა შეხედეთ, იმისათვის, რომ ღმერთი შეიყვარო, ჯერ უნდა ირწმუნო იგი. როგორიცაა ჩვენი რწმენა, ისეთივეა ჩვენი სიყვარული ღვთისადმი. თუმცა გული მეუბნება, რომ ღვთისმოსავი კაცის სიყვარული ღვთისადმი რწმენას წინ უძღვის. რაღაც ძალიან წვრილმანი საქციელია, სთხოვო ღმერთს, ჯერ განგეცხადოს, რათა მისი არსებობა ირწმუნო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვარო იგი. მე ღვთისმოსაობით მიყვარს ღმერთი, რის შემდეგაც იწყებს იგი მოქმედებას ჩემში. და რაც მეტს ვხედავ მის ქველისსაქმეებს, მით უფრო იზრდება ჩემი სარწმუნოება და სიყვარული ღვთისადმი. მე ასევე მიყვარს ყველა ადამიანი, რამდენადაც ისინი ღვთის ხატებანი არიან. მიყვარს ყველა ცხოველი და ფრინველი და ყოველი ქმნილება, რადგანც ისინი ღვთისაგან არიან შექმნილნი. -შესაძლებელია, რომ ადამიანს სწორი სარწმუნოების გარეშე ჰქონდეს სიყვარული? -შეიძლება, ადამიანს ჰგონია, რომ იგი ფლობს სიყვარულს,მაგრამ სინამდვილეში არ ფლობდეს მას. ადამიანი ჭეშმარიტ სიყვარულს მართლმადიდებლურ დოგმატში პოულობს. ერთხელ ჩემთან სენაკში ორი კათოლიკე მოვიდა; ერთი მათგანი ჟურნალისტი იყო, ხოლო მეორე - მდივანი - ვატიკანში. -ჯერ მამაო ჩვენო წავიკითხოთ. თქვეს მათ. -ვიდრე მამაო ჩვენოს წავიკითხავდეთ, - მივუგე მე - დოგმატთან დაკავშირებით შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, თორემ თქვენსა და ჩვენს შორის უდიდესი უფსკრულია. -ასე რომ, გამოდის, მარტო მართლმადიდებლები ცხონდებიან? - ალაპარაკდნენ ისინი. - ღმერთი ყველასთან არის. -მართალია, -ვეუბნები მე - მაგრამ განა შენ შეგიძლია, მითხრა, რამდენი ადამიანია ღმერთთან? -სიყვარული გამოვავლინოთ! - მითხრეს მათ შემდეგ. -ცოდვა მოდური გახდა. - ვეუბნები მე. - ესეც სიყვარულის ნაწილია, -მპასუხობენ ისინი. - საბოლოოდ, საუბრის დასასრულს, მე ვუთხარი მათ: -ყველა სიყვარულზე, მშვიდობასა და თანხმობაზე ლაპარაკობს, და ამავე დროს ყველა გათიშულობაში ცხოვრობს, როგორც საკუთარ თავთან ასევე - სხვებთანაც. ამიტომაცაა, რომ ყველანი დიდ ბომბებს ამზადებენ. მათგან მრავალნი, ვინც მშვიდობასა და ერთობაზე ლაპარაკობენ, თავად არ არიან ღმერთთან ერთობაში, იმიტომ, რომ არ უყვართ იგი და ჭეშმარიტ სიყვარულს არ გრძნობენ, ჭეშმარიტი სიყვარულის მფლობელია ის, ვისაც მის სახეზე ღმერთი გამოისახება და მის სახეში სხვებიც დაინახავენ ღმერთს. გისურვებთ, რომ ღმერთმა განანათლოს ყველა ადამიანი, ვისთანაც ერთსისხლი ძმები ვართ ჩვენ - ადამ და ევადან - რათა ისინი შეიცნობდნენ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა, რათა სულითაც გახდნენ დები და ძმები ჩვენი. ამინ ბერი პაისი მთაწმინდელი წიგნიდან: "ვნებები და სათნოებები" | |
|
სულ კომენტარები: 0 | |